სს "წყალი მარგებელმა", ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო "ვარდისფერი ბუღა", "ბუღა ტონიკი" და "ბუღა ველნესი 0 კალორია"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ვარდისფერი ბუღა", "ბუღა ტონიკი" და "ბუღა ველნესი 0 კალორია" ქართულ ბაზარზე სს "წყალი მარგებელმა" ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.
კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, "ბუღას", 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა.
მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია!
ენერგეტიკული სასმელი "ვარდისფერი ბუღა" უნიკალური პროდუქტია, რომლის ანალოგიც არ არსებობს. მისი გემო გამორჩეულია - გვირილის, ცაცხვის ყვავილის, მწვანე ჩაის ექსტრაქტების, ყურძნის, ფორთოხლისა და ლავანდას ბუნებრივი, პრემიალური არომატიზატორის სინთეზით. ლოტოსისა და გვირილის განსაკუთრებული გემო საუკეთესო განწყობის შექმნის გარანტიაა.
"ვარდისფერი ბუღა" იდეალური სასმელია მათთვის, ვინც ენერგეტიკულ სასმელს არასტანდარტული, განსხვავებული გემოთი ეძებს
"ბუღა 0 კალორია" უშაქრო სასმელია, რომელიც აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვისაა შექმნილი. ის ენერგიის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც ზედმეტ კალორიებს ერიდება.
ტონიკის პირველი ქართული ბრენდი "ბუღას" გემო, საქართველოს ბარმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობით შეირჩა და საუკეთესო არჩევანია კოქტეილების შესაქმნელად.
ახალი პროდუქტები უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს შეიცავს და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.
კომპანია "წყალი მარგებელი" უკვე 20 წელზე მეტია "ნაბეღლავის" მინერალური წყლის წარმოების სათავეშია. ისტორიული მინერალური წყლის ქარხნულ წარმოებასთან ერთად, კომპანია წყაროს წყალ "ბახმაროსა" და "ჯეო ნატურას"აწარმოებს, 2017 წლიდან "წყალი მარგებელი" ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, "რაუხის" პარტნიორია.