Get All Access for $5/mo

STARTUP WORLD CUP-ზე რეგისტრაცია სტარტაპებისთვის 24 ივლისს სრულდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

30 ივლისს, საქართველო პირველად მასპინძლობს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - "Startup World Cup"-ის რეგიონალურ ღონისძიებას - "Black Sea and Beyond Regional Competition", რომელშიც 12 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, თურქეთი, რუსეთი, უნგრეთი, სკოვაკეთი და ყაზახეთი.

საქართველოში გამართულ რეგიონალურ შეჯიბრში გამარჯვებული სტარტაპი ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის, რომელიც $1,000.000 შეადგენს. მანამდე კი შესაძლებლობა ექნება, ევროპის ფინალზე $500,000 მოიპოვოს.

ღონისძიებას Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერთან" ერთად მასპინძლობს.

მონაწილების მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 24 ივლისისა, მითითებულ ბმულზე: https://www.startupworldcup.io/georgia

გამარჯვებულის გარდა, არაერთი შესაძლებლობა ექნებათ ტოპ 20 სტარტაპს:

ტოპ 3 გუნდი მიიღებს:

    • მენტორინგის კურსს Bill Reichertსგან (VC Garage Technology Ventures-ის დამფუძნებელი)
    • ვირტუალურ საგამოფენო სივრცეს Startup Grind Europe-Asia Connect Virtual Convention-ში

3 გუნდი (შერჩეული ზრდის პოტენიალის საფუძველზე) ასევე მიიღებს მასტერკლასს Growth Hacking Clinic, ევროპის ყველაზე დიდი Growth hacking conference-ის დამფუძნებლის, ანდრეა რობერტო ბიფულკოსგან

ტოპ 10 გუნდი:

წარსდგება საერთაშორისო ონლაინ რეგიონალურ ფინალში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან დამსწრეები 10+ ქვეყნიდან, ინვესტორები 3 კონტინენტიდან, ექსპერტები Founders Fund, Misson gate და სხვა საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის წარმომადგენლები

ტოპ 20 გუნდი მიიღებს:

• $1.5 მილიარდი დოლარიანი ფონდის - Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორების წინაშე წარდგენის შესაძლებლობას

• VIP networking-ის შესაძლებლობას ღონისძიების განმავლობაში

• ვირტუალურ საგამოფენო სივრცეს ონლაინ საკონვენციო პლატფორმაზე Startup World Cup-ის ფინალური ღონისძიებისთვის

• Startup Grind Europe-Asia Connect Online-ის უფასო VIP ბილეთებს

• შეხვდება ინვესტორებს და VIP სტუმრებს ვირტუალური გალერეის სპეციალურ სივრცეში

რეგიონალურ შეჯიბრში გამარჯვებულს დაუფინანსდება ფინალზე გამგზავრების და საცხოვრებელი ხარჯები.

"Startup World Cup" სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ, რომელიც მილიარდ დოლარიანი ვენჩურული ფონდია.

მისი მიზნია ხელი შეუწყოს მსოფლიოში ახალი და წამყვანი მეწარმეების აღმოჩენას და შექმნას მათი ერთ სივრცეში თავმოყრის უპრეცენდენტო შესაძლებლობა. ფინალისტები ერთმანეთს მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო უნიკალური გზების შექმნაში შეეჯიბრებიან.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია