Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ტექ ფესტივალის დაწყებამდე 1 დღე რჩება გაეცანით დეტალურ განრიგს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startup Grind

18-21 ივნისს, კომპანია აჭარაბეთი და სტარტაპ გრაინდ თბილისი პირველ ერთობლივ პროექტს - ტექ ფესტივალს უმასპინძლებენ.

ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან - აღნიშნული თემატიკით, ფესტივალი სათავეს ტექ ჰაკათონით "atech:restart" აიღებს, მონაწილეებმა კი პასუხი უნდა გასცენ მთავარ შეკითხვას: როგორ გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?

პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გარკვეულწილად, შეიცვალა ჩვენი ქცევები, ცხოვრების რიტმი და დინამიკა, ხშირად გვესმის, რომ "სხვანაირად ფიქრია საჭირო", გართობაც ახალ რეალობას უნდა მოვარგოთ და ვადაპტირდეთ გარემოსთან. სწორედ ეს გახდა ტექ ფესტივალის ჩატარების მიზეზი და მიზანი, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს კიდევ ერთხელ უბიძგებს ინოვაციური იდეების განხორციელებისკენ.

"აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. კომპანია კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში. "აჭარაბეთის'' და "სტარტაპ გრაინდ თბილისის'' თანამშრომლობის ფარგლებში, წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი გაიმართება.''- აცხადებს "აჭარაბეთის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი გუჯაბიძე.

ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ და კითხვები დაუსვან როგორც ქართველ, ასევე, საერთაშორისო სპიკერებს, რომლებიც თავიანთ მრავალფეროვან გამოცდილებას გაუზიარებენ მომავლის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

"ვფიქრობთ, პანდემიის ეპოქაში, მომავლის ტექნოლოგიები გართობის სფეროში საკმაოდ აქტუალური გახდა, ამ სფეროში დიდი შესაძლებლობები ჩნდება და ქართულმა სტარტაპებმა აუცილებლად უნდა უპასუხონ ამ გამოწვავს" - აცხადებს "სტარტაპ გრაინდ თბილისის" თანადამფუძნებელი, კოლინ დონოჰიუ.

ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე 100-მდე გუნდმა გაიარა, შეგახსენებთ, რომ საპრიზო ფონდი 20,000 ლარს შეადგენს, გამარჯვებული გუნდი კი დამატებით სტარტაპ გრაინდის რეგიონალურ კონფერენციაზე შეძლებს კომპანიის წარდგენას და სილიკონ ველის ინვესტორებთან შეხვედრას. მონაწილეობა ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა ერთი დღე.

მათთვის, კი ვისაც სპიკერების მოსმენა სურს, რეგისტრაცია საჭირო არ არის, გაეცანით დღის წესრიგს და მოემზადეთ საინტერესო დღეებისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია