თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს ახალი ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელია ინვოისების, ჩარიცხვების და გადარიცხვების ეფექტური კონტროლი და რეპორტინგი.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისი ბიზნესებს მხარდაჭერის მიზნით, ინვოისინგის ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს იმ რუტინას, რომლის შესრულებაც კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ.
ახალი ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელია ინვოისების, ჩარიცხვების და გადარიცხვების ეფექტური კონტროლი და რეპორტინგი. ეს ბიზნესს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს გაწეული მომსახურების თანხის კომპანიის ანგარიშზე დროულად ჩარიცხვა.
ინვოისების მართვის მოქნილი სქემა, რომელიც invoice.ge-მ შექმნა, ინტეგრირებულია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკთან. მისი მეშვეობით მომხმარებელს ბიზნეს ინტერნეტბანკში შეუძლია ნახოს კომპანიის სახელზე გამოწერილი ინვოისები და გადაიხადოს ისინი.
ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა, ხოლო შემდეგ კომპანიებს 5, 15 და 35 ლარიანი პაკეტების შეძენა შეეძლებათ.