თიბისი ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტს იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტი იწყება. საუბრების პრემიერა 15 იანვარს, 11:00 საათზე, თიბისი ბიზნესისთვის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება.

პირველი ვიდეოსერიის სტუმრები "ტერმინალის" დამფუძნებელი - ჯინო დოლინი, "ჟუჟუნა ღვინოს" თანადამფუძნებელი - ვასკა ჩუბინიძე და "CONSULTIS"-ის დირექტორი - ვატო ნამორაძე არიან. მოწვეულ სპიკერებს მოდერაციას და მასპინძლობას ჯონ უერდმანი, ამერიკელი მეღვინე გაუწევს, რომელიც 20-ზე წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და კახეთში მევენახეობას ეწევა.

ბიზნესსაუბარი შეეხება შემდეგ თემებს: რა სირთულეები შეექმნა ბიზნესს პანდემიის პერიოდში, პოსტკოვიდური მომავალი ბიზნესისთვის, ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა, ლოიალური მომხმარებლის შენარჩუნება და ზოგადად, ცვლილებები სამყაროში კოვიდის შემდეგ.

თიბისი ბიზნესკლუბი დაარსების დღიდან ზრუნავს კლუბის წევრების სოციალიზაციაზე, მათი ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. ასევე, უზრუნველყოფს კლუბის წევრების ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებელთან. ბიზნესკლუბმა თავის წევრებს უკვე შესთავაზა სხვადასხვა სახის სარგებელი მომსახურებებსა თუ პროდუქტებზე. უახლოს მომავალში, კლუბის წევრებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციები, განახლებული კურსები, Q&A სესიები და სხვა საინტერესო შეთავაზებებია დაგეგმილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

აღმასრულებელი დირექტორების ანაზღაურება იზრდება - ზოგიერთმა 2024 წელს ათობით მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2023 წელს

აი, რამდენი გამოიმუშავეს აღმასრულებელმა დირექტორებმა 2024 წელს, JPMorgan-ის ჯეიმი დაიმონიდან Disney-ის ბობ აიგერამდე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია