Join our Waitlist for Expert Advice!

თუ ბიზნესს ფლობთ, ეს სტატია თქვენთვისაა თუ თქვენ კომპანიის მფლობელი ან დირექტორი ხართ, მაშინ შესაძლოა ამ სტატიის წაკითხვამ გადაგადგმევინოთ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენი კომპანიის კეთილდღეობისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ენთები

თუ თქვენ ბრძანდებით კომპანიის მფლობელი ან დირექტორი, მაშინ შესაძლოა ამ სტატიის წაკითხვამ გადაგადგმევინოთ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენი კომპანიის კეთილდღეობისთვის.

საქმე ეხება თქვენი კომპანიის ბუღალტერიისა და საგადასახადო მხარის მარტივად მოწესრიგებას. როგორც კომპანია "ენთები"-ში, ნახევრად ხუმრობით, ამბობენ ხოლმე - "რომ არსებობდეს რაიმე ღილაკი, რომელსაც დააჭერ და ტელეპათიურად გადასცემ ბიზნესის მფლობელებსა და დირექტორებს თუ რამდენად სასარგებლოა მათთვის ბუღალტერიის აუთსორსი, ძალიან გაგვიმარტივდებოდა საქმე". ამის რამდენიმე მთავარი მიზეზი მოკლედ გადმოცემულია ქვემოთ:

ენთებთან თანამშრომლობით, ბიზნესის მფლობელი ფორმალურად შეიძენს ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას საკუთარი ბიზნესისთვის, თუმცა შინაარსობრივად შეიძენს სიმშვიდესა და სტაბილურობას. ენთებს აქვს ბუღალტერიისა და საგადასახადო აღრიცხვის სამ დონიანი კონტროლი, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა და თუ მაინც მოხდა შეცდომა, ენთები თავად აგებს პასუხს საგადასახადო ჯარიმებსა და საურავებზე. ამიტომ, ბუღალტერიის აუთსორსზე გატანით, კომპანიის მფლობელებსა და მენეჯერებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან მათი კომპანიის ბუღალტერია საიმედო ხელშია.

ენთებთან თანამშრომლობით, კომპანია იღებს სტაბილურ პარტნიორს, რომელიც მუდმივად იზრუნებს კომპანიის ბუღალტერიისა და გადასახადების მოწესრიგებულობაზე. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბიზნესები გვიან ხვდებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბუღალტრული და საგადასახადო მხარის მოწესრიგება და ამ მომენტში კომპანიას უკვე მნიშვნელოვანი ზარალი აქვს მიმდგარი, ჯარიმებით, ან სხვა სახით. ამიტომ მნიშვნელოვანია ბუღალტერიის დროულად გატანა აუთსორზე.

და ბოლოს, ენთებთან თანამშრომლობით ბიზნესი იღებს წვდომას სხვადასხვა ექსპერტებზე, მათ შორის საგადასახადო ექსპერტზე, ბუღალტერზე, ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტსა და ფინანსურ კონსულტანტზე. ამასთან, კომპანიის ბუღალტერია იწარმოება თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფებითა და საერთაშორისო აღრიცხვის სტანდარტებით.

ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:

ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge

ტელეფონი: +995 32 212 22 12

საიტი: www.ants.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს

20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ