Join our Waitlist for Expert Advice!

UEFA-მ გუნდებს სასპონსორო ვალდებულებების შესახებ შეახსენა ეს რონალდუს Coca-Cola-სთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ მოხდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი − UEFA, პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს Coca-Cola-სთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა. UEFA-მ, ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მონაწილე ეროვნულ გუნდებსა და მათ ხელმძღვანელობას შეახსენა, რომ მათ ტურნირის სპონსორი კომპანიების მიმართ საპარტნიორო ვალდებულებები აქვთ, რომლებიც ზედმიწევნით უნდა დაიცვან.

შეგახსენებთ, რომ EURO2020-ის F ჯგუფის პირველი თამაშის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, რონალდუმ Coca-Cola-ს ბოთლები დემონსტრაციულად, გვერდით გადადო. ამის შემდეგ, 36 წლის საფეხბურთო ვარსკვლავმა, საკუთარ გულშემატკივარს წყლის დალევისკენ პორტუგალიურ ენაზე მოუწოდა და წყლის ბოთლი წინ დაიდგა. რონალდუ ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიურ პროპაგანდას ეწევა და სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა ეს ქცევა. აღსანიშნავია, რომ მალევე, პორტუგალიელის ასეთ ჟესტს, Coca-Cola-ს აქციებზე ფასების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა და დღეისათვის, კომპანიის კაპიტალიზაცია 5 მილიარდი დოლარითაა შემცირებული.

მეორე დღეს, ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ სხვა სპონსორის − ლუდი Heineken-ის ბოთლი გასწია. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს მისი რელიგიური აღმსარებლობით იყო განპირობებული, რადგან პოგბა მუსლიმია და მოგეხსენებათ, ისლამი ალკოჰოლის მოხმარებას კრძალავს.

Coca-Cola-ს ბოთლები არც იტალიელმა ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმ გაიჩერა წინ და შვეიცარიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას, რონალდუს მსგავსად, მანაც წყალს მიანიჭა უპირატესობა.

"UEFA-მ შეახსენა ტურნირის მონაწილე გუნდებს, რომ კომპანიებთან პარტნიორობა ჩემპიონატის ჩატარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საპარტნიორო ხელშეკრულებები ევროპაში ახალგაზრდებსა და ქალებს შორის ფეხბურთის განვითარებასაც უწყობს ხელს", − განაცხადეს 17 ივნისს ტურნირის ორგანიზატორებმა. Euro-2020-ის დირექტორმა, მარტინ კალენმა აღნიშნა, რომ რელიგიური მიზეზით განპირობებულ მსგავს ქმედებას გაგებით ეკიდებიან, თუმცა რონალდუს საქციელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და შეუმჩნევლად არ დარჩება. სპონსორების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებები ტურნირის რეგლამენტის ნაწილია, რომელსაც ყველა ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ მოაწერა ხელი.

UEFA, მისი მხრიდან ფეხბურთელების მიმართ დისციპლინურ ზომებს გამორიცხავს და ამას თავად ფედერაციების საქმედ მიიჩნევს. როგორც კალენმა განაცხადა, "UEFA ფეხბურთელებს არასოდეს აჯარიმებს. ამის ნაცვლად, სანქციები, როგორც წესი, ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციებს ეკისრებათ, რომლებიც თავად გადაწყვეტენ, რა ზომებს მიმართავენ უშუალოდ მოთამაშის მიმართ".

ამ შემთხვევაში, UEFA გაფრთხილებით შემოიფარგლა, თუმცა როგორც ოფიციალური მხარე იუწყება, თუკი მსგავსი ინციდენტი კიდევ განმეორდება, ხელმოწერილი პირობების თანახმად, ჯარიმები გარდაუვალია.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

თინათინ რუხაძე − ACT-ის თანადამფუძნებელი და ხედვის ლიდი

ტექნოლოგიური ტრენდები

რა აკლია ქართველს?

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ

Business News

AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს

20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები