Cyber Monday Sale! 50% Off All Access

უნიკალური შესაძლებლობა ''დემაქსისგან'' - დღეიდან ბინის შეძენა კრიპტოვალუტაშიც შეგიძლიათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "დემაქსი" უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ - დღეიდან ბინის შეძენა უკვე კრიპტოვალუტაშია შესაძლებელი, როგორ საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. მომხმარებელს საშუალება ეძლევა ბინის შესაძენად სასურველი კრიპტოვალუტა გამოიყენოს.

ამ დროისთვის კომპანიას აქვს ორი მიმდინარე პროექტი - Demax Saburtalo და Demax Vake.

Demax Saburtalo მდებარეობს ქალაქის ცენტრში. მისი ადგილმდებარეობა უნიკალურია, რადგანაც ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილი. ეს იქნება სივრცე თანამედროვე ადამიანებისთვის - ერთ სივრცეში განთავსებული კომფორტისთვის აუცილებელი ყველანაირი ინფრასტრუქტურით. გათვალისწინებულია გამწვანებული ვერანდები, კაფე, სუპერმარკეტი და თანამედროვე ლობი, კონსიერჟის სერვისი.

Demax Saburtalo-ს აქვს ორდონიანი ავტოსადგომი. საცხოვრებელი კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში მდებარეობს და მობინადრეს ერთდროულად უქმნის საქმიანი შეხვედრებისა და განტვირთვის შესაძლებლობას.

პროექტი ანა პოლიტკოვსკაიას დასაწყისში მდებარეობს და თავისი არქიტექტურით ამ ახალგაზრდა უბნის ურბანულ განაშენიანებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი უპირატესობა გარემოა- გამწვანებული ვერანდებით Demax Saburtalo ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული. მაცხოვრებლებს ბინასთან ახლოს აქვთ ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: მეტრო "უნივერსიტეტი", სავაჭრო ცენტრები, კაფეები და რესტორნები, უმაღლესი სასწავლებლები, სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები.

რაც შეეხება პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კომპლექსს, Demax Vake-ს, ეს "დემაქს ჯგუფის" გამორჩეული პროექტია, თავისი ადგილმდებარეობითა და უნიკალური გეგმარებით. კომპლექსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ყიფშიძის 22 ნომერში მდებარეობს. 2 ჰექტარი რეკრეაციული ზონა, კეთილმოწყობილი ეზო და საბავშვო/სპორტული მოედნები ქალაქის შუაგულშიც კი სიმშვიდეს გაგრძნობინებთ. Demax Vake -ს მაცხოვრებლებს პანორამული ხედებით შეუძლიათ ტკბობა. საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია სასეირნო ბილიკები და ველოტრასა.

Demax Vake კომფორტულია როგორც საცხოვრებლად და განტვირთვისთვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის. მობინადრეებს ელით ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემო, მშვიდი საცხოვრებელი სივრცე 24-საათიანი დაცვის სისტემით, კონსიერჟის სერვისი, ოთხსართულიანი ავტოსადგომი.

Demax Vake-სთან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა ხეჩინაშვილის კლინიკა, თიბისი ბანკი, თურქეთის საელჩო, კორტები, ფიტნეს კლუბი "ოკტოპუსი", კარფური, აგრო ჰაბი, ვენდისი, დანქინ დონატსი, ლიბერთი ბანკი, ვაკის პარკი.

ბინები ბარდება გარემონტებულ და მწვანე კარკასის კონდიციაში.

"დემაქს ჯგუფი" ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ის უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს. კომპანია გამოირჩევა სანდოობის მაღალი ხარისხით და უმაღლესი ხარისხის პროექტებით, სადაც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული თანამედროვე ადამიანის მოთხოვნები და აკმაყოფილებს 21-ე საუკუნის შესაბამის სტანდარტებს.

"დემაქს ჯგუფის" პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, საცხოვრებელი კომპლექსები აშენდა თბილისის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე, გარეუბნებში. კომპანიას აქვს დასრულებული პროექტები დიდ დიღომში, ბაგებში, ასევე დასრულებულია "დემაქს გაგარინი", "დემაქს ონიაშვილის 28" პროექტები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს