Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"ზეზვა და მზია" - ყველაზე თამამი და განსხვავებული სამოსის არჩევანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ეს არის სიყვარულის ისტორია. ერთი-ორი წლის წინ მე და ნანუკა ვალენტინობას სტამბოლში აღვნიშნავდით. სტამბოლი ფერადი ქალაქია და ხელოვან ხალხში ახალ შეგრძნებებსა და ემოციებს აღვიძებს.

ერთ დღეს ვსეირნობდით "მოდის" უბანში, სადაც უბრალოდ მოგვინდა პატარა ბუტიკი, სახელწოდებით "პუდრი", გაგვეხსნა", − დიმიტრი სარალიძე "ზეზვა და მზიას" თანადამფუძნებელი, რეჟისორი და ფოტოგრაფი.

მან კომპანია მეუღლესთან, ნანუკა კალანდარიშვილთან ერთად დააფუძნა, რომელიც ასევე თეატრის მხატვარი და გრაფიკული დიზაინერია.

"აია-სოფიაში ხელის თხოვნის შემდეგ, შთაბეჭდილებებით სავსე ჩამოვედით. ჩვენს ოჯახს ძალიან უყვარს ქართული კულტურა, მუზეუმებში სეირნობა და კულტურულ ივენთებზე ხეტიალი, ბავშვებთან ერთად.

მესამე ბავშვის (გივუსის) დაბადების შემდეგ დავრწმუნდით, რომ არა მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა იყო მნიშვნელოვანი, არამედ ოჯახში უნდა ყოფილიყო სითბო, სიყვარული და ერთობა, რის მიღწევასაც სხვადასხვა სამსახურში მუშაობის შემთხვევაში ვერ შევძლებდით", − ამბობს დიმიტრი.

როგორც თავად გვიყვება, მუზეუმში ერთ-ერთი ოჯახური ვიზიტის დროს ზეზვამ და მზიამ იგი შთააგონა.

"ეს ისტორიის შეხსენება აღმოჩნდა, რომ საქართველოდან დაიწყო მთელი ევროპული კულტურა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გავმხდარიყავით დამოუკიდებლები − ფინანსურად და შემოქმედებითად".

დიმიტრი იხსენებს, რომ 26 მაისს მათი პირველი პოსტი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში, რითაც ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცეს.

მაისურს, წარწერით "ზეზვას+მზია", დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ იყო "ნუ ღრიალებ" და "ტრამვაის გაჰყევით", რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

"ჩვენა მას ინტელექტუალურ შოკს დავარქმევდით. რამდენიმე დღეში დაიწყო აქტიური გაყიდვები, განსაკუთრებით შევარდნაძის და ჯაბას მაისურების. ბევრი ცნობილი სახეც დაინტერესდა, "სტამბის წიგნებშიც" მოეწონათ ჩვენი პროდუქცია და თვითონვე შემოგვთავაზეს თანამშრომლობა. ჩვენთვის ეს ნიშანი იყო, რომ სწორ გზაზე ვართ და ხალხს ვჭირდებით", − ამბობს დიმიტრი.

მათთვის დიდი გამოწვევა იყო გამოუცდელობა ბიზნესის სფეროში, თუმცა დიმიტრიმ და ნანუკამ ისეთი საქმის კეთება დაიწყეს, რომელიც უყვართ და წარმატებასაც მიაღწიეს.

"მთელი ცხოვრებაა გრაფიკული დიზაინის, ბეჭდვისა და ზოგადად, ხელოვნების სფეროში ვმუშაობთ და ეს საუკეთესოდ გვესმის. მიზნად გვქონდა დასახული, მაღალი ხარისხის დიზაინთან ერთად, უმაღლესი ხარისხის პროდუქტიც გამოგვეშვა, რაც ქართულ ბაზარზე რთული მოსაძებნია. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ მას შემდეგ დავიწყეთ, რაც ბევრი ცდის შემდეგ მივიღეთ სასურველი პროდუქტი − როგორც ბეჭდვითი, ასევე ტექსტილის ხარისხით".

დიმიტრი ამბობს, რომ უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. უმნიშვნელოვანესია, გააზრებული გქონდეს შენი იდეის უნიკალურობა. უნდა გწამდეს საკუთარი ძალების და შეეცადო მაქსიმალურად დამოუკიდებლად აწარმოო პროდუქტი. სიამოვნებით უნდა იმუშაო და დასვენებაც არ დაგავიწყდეს.

მისი აზრით, ანტრეპრენერი არის ის ადამიანი, რომელსაც სურს იყოს საკუთარი თავის დირექტორი.

შთაგონებას ყოველდღიურ ცხოვრებაში სილამაზის დანახვა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის გადაკითხვა, გახსენება და დაფასება ანიჭებს.

"გვინდა გავხსნათ პატარა ბუტიკი, როგორც დასაწყისში გვქონდა ჩაფიქრებული. გვინდა გავამრავალფეროვნოთ ასორტიმენტი. ყველა დიდი და თამამი ქართველი უნდა ატარებდეს "ზეზვა და მზიას" სამოსს".

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია