Stack - საქართველოს სავიზიტო ბარათი ინტერნეტაპლიკაციების გლობალურ რუკაზე ქართული სტარტაპის პირველი უცხოური ინვესტიცია 1 მილიონის მოცულობით, კომპანიის ინსტიტუციური განვითარებისთვის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული სტარტაპი Stack პირველ ალტერნატიულ ინტერნეტბრაუზერს ქმნის. მისი დამფუძნებლები და გუნდის წევრები გიორგი ლალიაშვილი, დავით გავაშელი, დაჩი გუბაძე, ზვიად სიჭინავა, ირაკლი ფხაკაძე, დენ პლაზა და გილერმე ვაისი არიან.
დამფუძნებლებმა საწყისი კაპიტალისა და სტრატეგიული პარტნიორების ძიების სამთვიანი, რთული პროცესის შედეგად, კომპანია აქსელერაციის პროგრამაში ჩართეს, რითაც ისინი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
ავსტრიულმა აქსელერატორმა − 360LAB Accelerator, 930 სტარტაპიდან 5 საუკეთესოს შორის სწორედ Stack შეარჩია, რომლებიც საწყის კაპიტალს ინვესტიციის სახით მიიღებენ და ქალაქ გრაზში ოთხთვიან აქსელერაციას გაივლიან.
აქსელერატორი ქართულ სტარტაპს ხელს შეუწყობს 11 მილიონიან აუდიტორიასთან დაკავშირებაში, პროდუქტის ბაზართან თავსებადობის უზრუნველყოფაში და მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფ ზრდაში.
აღსანიშნავია, რომ 360LAB-ს ავსტრიის გარდა საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს პოლონეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აქსელერაციის დროს "სთექს" საშუალება ექნება აღნიშნულ ბაზრებზე ადგილობრივ ვენჩურულ ინვესტორებს დაუკავშირდეს დაფინანსების შემდეგი რაუნდის უზრუნველყოფისთვის, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს პირველი ქართული ინტერნეტბრაუზერის წარმატებას გლობალურ ბაზარზე.