Get All Access for $5/mo

"არსენალი რეზიდენსი" - გამორჩეული და ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებელი უბანი ძველ თბილისში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწილში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, არსენალის მთაზე ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ვითარდება. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილში მდებარე "არსენალი რეზიდენსი" გამორჩეული ადგილმდებარეობითა და უნიკალური ხედებით მომავალ მობინადრეებს ელოდება.

საცხოვრებელი კომპლექსიდან იშლება ხედები სამებაზე, მთაწმინდაზე, ნარიყალასა და ძველ თბილისზე. უბანში იქნება 170 მ. სიგრძისა და 40 მ. სიგანის ბულვარი. ტერიტორიაზე 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება. მწვანე ზონებში დაგხვდებათ მოსასვენებელი სივრცეები, ბავშვთა გასართობი ზონები, კედლის ჩოგბურთი, კალათბურთის მოედანი.

"არსენალი რეზიდენსის" პარტნიორია "ბაზის ბანკი", სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს გამოცდილი სამშენებლო კომპანია MBG, ხოლო კომერციულ მიმართულებას მართავს GREA - საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო.

"არსენალი რეზიდენსის" დირექტორი, ლევან ქარუმიძე, ამბობს, რომ არსენალის მთის პოტენციალით მათი გუნდი დიდი ხნის წინ დაინტერესდა. არსენალის მთაზე საბჭოთა კავშირის დროს ჩარხმშენებელი ქარხანა მდებარეობდა, რომლის პრივატიზაცია მისმა თანამშრომლებმა მოახდინეს. 2004 წლიდან კი მათმა გუნდმა აქციების გამოსყიდვა დაიწყო და 2018 წელს დაარსდა შპს "არსენალი რეზიდენსი", რომელმაც ტერიტორიის განვითარების პროცესის მართვა ითავა. ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად პროექტზე 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2023 წელს, მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

"ტერიტორიის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა. ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ "არსენალი რეზიდენსი" ახალი გამორჩეული უბანი იქნება არა მარტო ავლაბარში, არამედ მთელ დედაქალაქში. უარი ვთქვით მაღალ კოეფიციენტებზე და ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი ავთენტურობა შემოვიტანეთ - "არსენალი რეზიდენსის" უბანი მაქსიმუმ 6-სართულიანი 4 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება". - ამბობს ლევან ქარუმიძე.

მულტიფუნქციური პროექტი გამოირჩევა მობინადრეთა კომფორტზე მორგებული სხვადასხვა სივრცითაც - გარდა საცხოვრებელი ბინებისა, "არსენალი რეზიდენსში" იქნება საოფისე, კომერციული და საერთო სამუშაო სივრცეები, აუზი, სპა და ფიტნესი.

გარდა ამისა, პროექტი ავტომობილებისგანაც იქნება თავისუფალი, ვინაიდან 500 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომი უზრუნველყოფს იმას, რომ კომპლექსი ავტომობილების მოძრაობით არ გადაიტვირთოს. პარკირება მობინადრეებისა და ვიზიტორებისთვის სხვადასხვა გამოყოფილ სივრცეში მოხდება, რაც იდეალურ გარემოს შექმნის როგორც საცხოვრებლად, ისე სამუშაოდ და დასასვენებლად.

მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს A და B ბლოკების მშენებლობა. ორივე ბლოკი 2024 წლის ბოლოს სრულდება და მომავალი წლიდან მობინადრეები სარემონტო სამუშაოების დაწყებას შეძლებენ. ამავე წელს კი დაგეგმილია C და D ბლოკების სამშენებლო სამუშაოების დაწყებაც.

პროექტში მომავალ მობინადრეებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც 1-საძინებლიანი, ისე დიდ ოჯახებზე გათვლილი ბინები, რომელიც მცხოვრებლებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაჰბარდება.

ლევან ქარუმიძე ამბობს, რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მომავალი მობინადრეების სიმყუდროვეა, სწორედ ამიტომ ბინებში გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის ხმის იზოლაცია როგორც კედლებზე, ისე იატაკის ფილებზე.

ბინები აღჭურვილი იქნება ცენტრალური გათბობის სისტემით, რომლის მართვასაც მობინადრეები ინდივიდუალურად დამონტაჟებული მართვის პულტის მეშვეობით შეძლებენ.

პროექტში ევროპული ბრენდის OTIS-ის პრემიუმ კლასის ლიფტები განთავსდება, ხოლო ბინებში შესასვლელი კარი აღჭურვილი იქნება დაშვების სმარტ სისტემით.

"განვლილმა პერიოდმა გვაჩვენა, რომ ბინებს ჩვენს უბანში აქტიურად ყიდულობენ საცხოვრებელი მიზნით. თუმცა, რასაკვირველია, საინვესტიციო მიზნით ბინის შეძენის მსურველების წილიც მაღალია. პროექტში ბინების მრავალფეროვანი არჩევანია, ვინაიდან ოთხივე ბლოკი განსხვავებულია. შესაბამისად, აქ ყველა ტიპის მომხმარებელი ნახავს მისთვის შესაფერის ბინას ზომისა და ხედის მიხედვით, მათ შორის პენტჰაუსებს ქალაქზე 360-გრადუსიანი ხედებით", - ამბობს ლევან ქარუმიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

"არსენალი რეზიდენსის" გუნდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის სწორი და ქალაქთან შერწყმული დაგეგმარება, არამედ საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაც. ლევან ქარუმიძე ამბობს, რომ გუნდს აქვს იდეა, კომპლექსში შემავალი ბულვარი მთის ბოლომდე გაგრძელდეს - ასე ქალაქს გაუჩნდება თითქმის კილომეტრნახევრიანი რეკრეაციული გამზირი, რომელიც მთის ხერხემალი იქნება.

კომპანიის დირექტორის თქმით, ბულვარს უნდა შეერწყას ქუჩათა ქსელი და ასე მივიღებთ სწორ ქალაქგეგმარებას მთლიანად არსენალის მთაზე, რაც უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ტერიტორიას. ბულვარისა და არსენალის მთის დაგეგმარების იდეა კომპანიამ თბილისის მერიასაც წარუდგინა.

"არსენალი რეზიდენსი" უნიკალური პროექტია არქიტექტურული ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით. აქ თბილისური ტიპის, ტერასიან-ვერანდიანი და ნათელი სახლებია, ბევრი სივრცე და უნიკალური ხედები. კომპლექსის ფასადები მოპირკეთდება ბუნებრივი მასალებით. გამოყენებული იქნება ძველი საფასადე აგური, ხე, შუშა და მეტალი".

"არსენალი რეზიდენსის" პროექტი 2026 წელს დასრულდება და მისი სახით ქალაქს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი უბანი შეემატება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია