Hapttic - ინოვაციური ციფრული მედია მონიტორინგის ხელსაწყო სრულიად ახალი პრაქტიკები მარკეტინგული კვლევისა და მომხმარებელთა ანალიტიკის პროცესებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს ინტერნეტსივრცეში ყოველდღიურად დაგენერირებული უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის კვალდაკვალ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა ამ ინფორმაციის სწორად დამუშავება და მათგან მიღებული ტრენდების საფუძველზე სწორი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა.

კონკრეტული თემის გარშემო დაგენერირებული კომუნიკაციების პოვნისთვის და შემდგომი ანალიზისთვის გამართული მედია მონიტორინგის ხელსაწყოებია საჭირო, რომელიც გაუმკლავდება არა მხოლოდ ენის ბარიერს და ქართულ კონტენტს გააანალიზებს, არამედ დამატებითი ინსტრუმენტებით თითოელი კომუნიკაციის სენტიმენტის ანალიზს, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და პერფორმანსის გაზომვის საშუალებას მოგვცემს.

სწორედ მონაცემებზე დაყრდნობილი (Data-Driven) მარკეტინგული პროცესების წარმართვის შეიქმნა Hapttic - აშშ-ს ბაზარზე დაფუძნებული Software კომპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანური სწავლების სისტემაზე შექმნილ პლატფორმას წარმოადგენს და ინტერნეტ სივრცეში განთავსებული კომუნიკაციების პოვნის, სენტიმენტის ანალიზისა და ტრენდების დამაიდენტიფიცირებელ ინსტრუმენტად გვევლინება.

Hapttic-ი ეხმარება პარტნიორ კომპანიებს ჩაატარონ მარკეტინგული კვლევა, კონკურენტების ანალიზი, მოახდინონ კრიზის მენეჯმენტი, გაზომონ ბრენდის ცნობადობა, სენტიმენტი და დააიდენტიფიცირონ ტრენდები. მისი მაღალტექნოლოგიური მეთოდოლოგიის გამოყენებით სრულიად იცვლება მარკეტინგული პროცესების წარმართვის სტანდარტული გზები, ვინაიდან Hapttic-ი ნერგავს სრულიად ახალ, მონაცემებზე დაყრდნობილი ციფრული აქტივობების განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიდგომებს, რაც მას თანამედროვე ბიზნესის წარმატების აუცილებელ ინსტრუმენტად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ Hapttic-ის უკან AI-სა და Machine Learning-ის სისტემაზე შექმნილი მაღალტექნოლოგიური პროცესები მიმდინარეობს, კომპანიებისა და ინდივიდუალებისთვის მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია - ე.წ "კამპანიების" შექმნის პროცესში ხდება კონკრეტული ციფრული არხის შერჩევა, რისი მონიტორინგიც გვსურს, შემდეგ კი კონკრეტული საკვანძო ფრაზების მონიშვნა, რაც შეიძლება იყოს, როგორც ბრენდის, ასევე პიროვნების სახელი ან ზოგადი თემატიკის საკვანძო სიტყვები, რომელთა გამოყენებითაც Hapttic-ი ამ არხზე არსებულ ყველა კომუნიკაციას იპოვის და ავტომატურად განსაზვრავს სენტიმენტს. შედეგად, მომხმარებელს აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ, სად, როდის და როგორ საუბრობს მასზე ან მის ბრენდზე.

ამრიგად, Hapttic არის ციფრული მედია მონიტორინგის ხელსაწყო, რომელიც ბრენდებსა და ინდივიდუალებს საშუალებას აძლევს მარკეტინგული კვლევის, ბრენდის ცნობადობისა გაზომვისა და კონკურენტების ანალიზის პროცესები უმოკლეს დროში უმარტივესად წარმართონ.

Hapttic-ი, რომლის დეველოპმენტი 2 წელი მიმდინარეობდა, უკვე ნახევარი წელია Live-ზეა და არა მხოლოდ წამყვან ქართველ ბრენდებსა და ინფლუენსერებს ეხმარება სწორი მარკეტინგული პროცესების დაგეგმვაში, არამედ სომხეთის ბაზარზეც ოპერირებს და 50 აქტიური კომპანიით წარმოადგენს პირველ ქართულ MarTech პროდუქტს, რომელიც როგორც მედია მონიტორინგის ხელსაწყო ცვლის მოძველებულ კვლევის მეთოდებს და ნერგავს სრულიად ახალ პრაქტიკებს.

გარდა სტანდარტული ბიზნესპროცესებისა, Hapttic-ი ჩართულია სოციალურ ღონისძიებებშიც. მისი გუნდი ღიად უჭერს მხარს მარკეტინგული ტექნოლოგიების სფეროში გენდერული ბალანსის დაცვისა და თანასწორობის მიღწევის უმნიშვნელოვანეს იდეებს, რის გამოც კომპანია სულ ახლახანს გახდა საერთაშორისო მოძრაობა "Women Empowerment Principles" ხელმომწერი. ამ მიზნით Hapttic-ის გუნდი მალე წარმოგვიდგენს ახალ პროექტს "Hapttic for Women in MarTech", რომელზეც უფრო დაწვრილებით სულ მალე მოგახსენებთ.

გეგმაშია "Hapttic for Education" პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესებში Data-Driven მარკეტინგული პროცესების დანერგვის ხელშეწყობა და მარტექ ინდუსტრიის ცნობადობის ასამაღლებლად შესაბამის ღონისძიებების ჩატარებაც.

ელენე ბიბილეიშვილი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი

"ერთი სიტყვით, Hapttic-ში დიდი გეგმები გვაქვს, ვინაიდან ვხედავთ, რომ დღეს ციფრული მარკეტინგი და ზოგადად, მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული მარკეტინგული გადაწყვეტილებები ნებისმიერი ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ამ ეტაპზე 50 პარტნიორი ძალიან მსხვილი კომპანია გვყავს, განსხვავებული ინდუსტრიიდან, განსხვავებული ქვეყნებიდან, რაც კიდევ უფრო ნათლად უსვამს ხაზს Hapttic-ის, როგორც ინსტრუმენტის საჭიროებასა და ეფექტურობას თითოეული ბიზნესისთვის.

მალე პორტუგალიაში მივემგზავრებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს გეგმაში და აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოშიც ქართული კომპანიებისა და ინდივიდუალებისთვის ახალი მარკეტინგული მეთოდოლოგიების დანერგვისა და გამარტივებული მარკეტინგული პროცესების წარმართვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას". - აცხადებს ელენე ბიბილეიშვილი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი.