Idea Development - ახალი, ეკომეგობრული კერძო დასახლება თბილისის ცენტრთან ახლოს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur-ის რუბრიკა "ვინ როგორ აშენებს?" გთავაზობთ ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს, რომლებიც საკუთარი ინოვაციური მიდგომით, დახვეწილი დიზაინითა და ამ კონკურენტულ ბაზარზე თავიანთი, ყველასგან განსხვავებული ნიშან-თვისებებით ხასიათდებიან.
დღევანდელ რეალობაში, მომხმარებელს გადაწყვეტილების მისაღებად მრავალი ფაქტორის გააზრება და აწონ-დაწონვა უწევს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უძრავი ქონების შეძენას უკავშირდება, ეს პროცესი რთულდება და ჩვენ, სამშენებლო კომპანიის საიმედოობაში დასარწმუნებლად, მთელი რიგი ნიუანსების გათვალისწინების აუცილებლობას ვაწყდებით.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების განსახილველად, გვსურს თქვენი ყურადღება, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე კომპანია Idea Development-ს მივაპყროთ, რომელიც 2015 წლიდან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებს ქმნის, ხოლო ჩვენი რესპონდენტი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი გედევანიშვილია.
მთავარი ნიშანი, რომელიც კომპანია Idea Development-ს, გამორჩეულობას ანიჭებს ქართულ ბაზარზე...
როდესაც სახლის შერჩევას ვიწყებთ, ბუნებრივია შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი არის ფასი, ადგილმდებარეობა, გარემო, სანდოობა, დიზაინი და სხვა დამატებითი ფაქტორები. სწორედ ამ ფაქტორთა ერთობლიობა ქმნის Idea Development-ის ხედვასა და მიზნებს.
კომპანიის მიმდინარე პროექტი − TIFLISI, წარმოადგენს ახალ დასახლებას ლისის ტბიდან 2 კმ-ში. აქ იქმნება უსაფრთხო, მშვიდი და მყუდრო გარემო, სადაც თითოეულ ბინადარს შესაძლებლობა აქვს, იცხოვროს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის დაშორებით და ამავდროულად, კერძო სახლის ყველა უპირატესობით დატკბეს. გარდა იმისა, რომ დასახლება გამოირჩევა ადგილმდებარეობით, უნდა აღინიშნოს, რომ Idea Development-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის მისი კორპორაციული ხედვა. კომპანია განსაკუთრებულად ზრუნავს მშენებლობის ხარისხზე, მცხოვრებლის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა პროექტის დიზაინი, რომელიც ძალიან დახვეწილი და თანამედროვეა. არ უნდა გამოგვრჩეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი − ფასი! ჩვენთან მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს სახლი − ბინის ფასად.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს მომხმარებლის საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, პროექტი შესაძლებელია დაკორექტირდეს თითოეული მცხოვრებლის მოთხოვნებისა და სურვილების შესაბამისად, დეტალები მათი საჭიროებების მიხედვით შეიცვალოს, ხოლო დანარჩენზე Idea Development-ის გუნდი ზრუნავს.
რამდენად აქტიურად აგრძელებთ სამუშაო პროცესებს დღევანდელ პანდემიურ პერიოდში და როგორია თქვენი მიმდინარე პროექტი?
პანდემიის მიუხედავად, Idea Development, აქტიურად აგრძელებს სამუშაო პროცესს. ჩვენი პროექტი − "ტიფლისის" პირველი ფაზა რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ, ახლა კი უკვე მეორე ფაზის მშენებლობა დავიწყეთ.
განაშენიანების მეორე ფაზა, პირველი, დასრულებული პროექტიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. მიმდინარე მშენებლობის საპროექტო ტერიტორია 7100 მ2-ია, სადაც ერთიანდება 20 კერძო სახლი, ინდივიდუალური, კეთილმოწყობილი ეზოთი და ტერასით. პროექტით გათვალისწინებულია სამი განსხვავებული კონცეფციისა და სხვადასხვა ფართის მქონე სახლები:
● თაუნჰაუსი − შეწყვილებული ტიპის სახლები, იზოლირებული ეზოთი, დიდი ზომის ტერასით, საცხოვრებელი ფართი 105 მ2-დან. პროექტი მოიცავს 12 სახლს.
● ვილა − დამოუკიდებლად მდგარი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით, საცხოვრებელი ფართი 182.5 მ2-დან. პროექტში გათვალისწინებულია 6 სახლი.
● პრემიუმ-ვილა − ინდივიდუალურად მდგარი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით. საცხოვრებელი ფართი 266.5 მ2-დან. პროექტში გათვალისწინებულია 2 სახლი.
რამდენად ეკომეგობრულია ეს პროექტი? როგორ ხდება სამშენებლო მასალების შერჩევა და რა პრინციპით ხელმძღვანელობს კომპანია მშენებლობის პროცესების დაგეგმვისას?
უპირატესობას ყოველთვის ქართულ მასალას ვანიჭებთ და აუცილებლად ვითვალისწინებთ ხარისხს. ჩვენი პროექტები აშენებულია სერტიფიცირებული მასალისგან, რომელიც ზიანს არ აყენებს არც ადამიანის ჯანმრთელობას და არც ბუნებას.
მშენებლობის დაწყებამდე, აუცილებლად ხდება გეოლოგების მხრიდან მიწის შესწავლა, სტატიკური მონაცემების დადგენა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი უშუალოდ გენგეგმის შედგენა, ვინაიდან ჩვენთვის მცხოვრებლის უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
დღესდღეობით, დიდი ქალაქები საკმაოდ გადატვირთულია სხვადასხვა ტიპის მშენებლობით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეულმა დეველოპერულმა თუ სამშენებლო კომპანიამ იზრუნოს გარემოზე, გამოიყენოს მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული მასალა და გარემოსა და ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდე დაიყვანოს.
როგორია სამშენებლო ბაზარზე Idea Development-ის მიმართ მოთხოვნა და როგორ ამყარებთ კომუნიკაციას პოტენციურ მომხმარებელთან?
როგორც თავიდან აღვნიშნეთ, Idea Development საკმაოდ ბევრი პრიორიტეტით გამოირჩევა. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კომპანიის სანდოობას, Idea Development კი, მომხმარებელს უმაღლეს ხარისხსა და ჩაბარების უტყუარ ვადებს სთავაზობს. გარდა ამისა, როგორც უკვე ვისაუბრეთ, ჩვენი პროექტის ადგილმდებარეობა, ფასი, მშენებლობის დიზაინი და სხვა ფაქტორები, მომხმარებლისთვის მიმზიდველია. შესაბამისად, მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია.
რაც შეეხება კომუნიკაციას, ვართ ძალზე მოქნილები, რაც გამოიხატება იმით, რომ უძრავი ქონების შეძენის მსურველს ნებისმიერი არხით შეუძლია დაგვიკავშირდეს − იქნება ეს სოციალური ქსელი, საიტი, ელფოსტა თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალება.
ასევე, განსაკუთრებულად გულდასმით ვუდგებით უცხოეთში მყოფ მომხმარებლებს. ვინაიდან მათ ხშირად ჩამოსვლისა და დასახლების ადგილზე შეფასების შესაძლებლობა არ აქვთ, ჩვენ ვერგებით მათ სურვილებსა და საჭიროებებს, და მომხმარებელთან მუდმივ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ. პერიოდულად, ვაწვდით ინფორმაციას პროექტის მიმდინარე განახლების ეტაპების შესახებ, ასევე ვიდეო და ფოტომასალას და 3D-ტურის საშუალებით, დისტანციურად ვუქმნით წარმოდგენას, თუ როგორი იქნება მათი მომავალი სახლი.
რა სახის პრობლემების წინაშე დგას დღევანდელი სამშენებლო ინდუსტრია?
პანდემიამ, ეკონომიკის სხვა სფეროების მსგავსად, სამშენებლო ინდუსტრიაზეც ნეგატიური გავლენა იქონია. თუნდაც დოლარის კურსის ცვლილებამ, სამშენებლო მასალების ფასზე მკვეთრად იმოქმედა, რაც შედეგად, სხვა რიგ დამატებით პრობლემებს იწვევს. ბუნებრივია, როდესაც მშენებლობის მასშტაბის მიხედვით, პროცესი დაახლოებით 1-2 წელზეა გათვლილი, ამ სწრაფად ცვლადი ეკონომიკური რეალობის პირობებში, მშენებლობის ფასწარმოქმნის პროცესი საკმაოდ გართულდა და თუნდაც 1-წლიანი, წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თითქმის შეუძლებელი გახდა.
ასევე, მოგეხსენებათ სამშენებლო ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, თუმცა ფასების ცვალებადობის საშუალება, აღნიშნული პრობლემების გამო, აღარ გვეძლევა.
კომპანიისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობა, რადგან უშუალოდ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის გარდა, დოლარის კურსის ცვლილებამაც მომხმარებლისთვის სახლის შეძენა ნაკლებად ხელმისაწვდომი გახადა. უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პროცესი ბევრ რისკთანაა დაკავშირებული, ხოლო ერთიანი შესყიდვის მატერიალური საშუალება კი ცოტას აქვს. როდესაც შემოსავალს ლარში იღებ, ხოლო სხვა ყველაფერი დოლარის კურსზეა დამოკიდებული, დამეთანხმებით, უძრავი ქონების შეძენის პროცესი ორმაგად ფერხდება.
ვინაიდან პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამშენებლო ინდუსტრიაზე, როგორ შეხვდით ამ გამოწვევებს და თქვენი აზრით, როგორ შეცვალა ახალმა რეალობამ მომხმარებლის აღქმა და ცნობიერება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებასთან დაკავშირებით?
დღევანდელ, პანდემიურ პირობებში, მოსახლეობამ ბუნებასთან ახლოს ცხოვრების უპირატესობები უფრო მეტად დააფასა და შესაბამისად, კერძო სახლებზე მოთხოვნაც გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ Idea Development, ჯერ კიდევ 2015 წლიდან, პანდემიის არ არსებობის პერიოდში, უკვე ზრუნავდა ეკოლოგიურად სუფთა დასახლების შექმნაზე, რადგან ასეთი ტიპის პროექტებზე მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდა გარდაუვალი იყო. დაგვეთანხმებით, ქალაქები საკმაოდ გადაიტვირთა, ამას ემატება დაძაბული სამუშაო დღის განრიგი, საუკეთესო განტვირთვის საშუალება კი, ბუნებასთან ახლოს, სუფთა ჰაერზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში ყოფნაა. შესაბამისად, კერძო სახლი, ქალაქის ცენტრთან ახლოს, სადაც დასვენების, განტვირთვისა და შენთვის აუცილებელი კომფორტის ზონის შექმნის შესაძლებლობა გეძლევა, საუკეთესო არჩევანია.
როგორია Idea Development-ის სამომავლო გეგმები?
Idea Development საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს. ეს არ არის მხოლოდ მშენებლობის რაოდენობის გაზრდა, გვსურს სამშენებლო ინდუსტრიაში დავსახოთ გარკვეული ერთიანი პრიორიტეტები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე ზრუნვა, მშენებლობის ხარისხი და სხვა. კონკრეტულად კი, ამ გეგმების შესახებ, ფართო საზოგადოებას მოგვიანებით ვუამბობთ.