"ხუთი ყველაზე მაგარი სტატაპი, რომელიც CES-ზე ამ წელს ვიპოვეთ" გაეცანით ხუთ ყველაზე საინტერესო სტარტაპს, რომელიც CES 2020-ის გამოფენაზე ვიპოვეთ - ჭკვიანი ტექნოლოგიებით დაწყებული წყლის ბინადრებისთვის და კედლის ბაღებით დამთავრებული.
By ჰაიდენ ფილდი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
CES-ზე ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ფულის უზარმაზარი ნაკადები მოჰყვება უკან. წელს Sony-ის დებიუტი შედგა, მან ელექტრომობილი გამოიტანა. LG-მ კი, - "ტალღების კედელი", რომელიც 200 OLED ეკრანისან შედგება. ხოლო, Amazon-მა და Lamborghini-მ - პირველი ავტომობილი, Alexa-ს სერვისებთან ჩაშენებული ინტეგრაციით.
ტექნოლოგიური გიგანტები ყველაფერს აკეთებენ ყურადღების ცენტრში მოსახვედრად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც ვერ აღწევენ მიზანს. ეს იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოს პაწაწინა სტარტაპებს ერთი ადგილი აქვთ, სადაც ვარსკვლავებივით ბრწყინავენ, ეს "Eureka Park"-ია, საკონფერენციო ზონაა, სადაც ჩვეულებრივ, 1200-ზე მეტი კომპანია იყრის თავს.
ამ ანტრეპრენერებს როგორც წესი, გასაოცარი ისტორიები აქვთ. ქვემოთ ხუთ ყველაზე საინტერესო სტარტაპს გაეცნობით, რომლებიც CES გამოფენაზე წელს ვიპოვეთ.
მონაცემთა შესაგროვებელი ჭკვიანი ტექნოლოგია წყალქვეშა არსებებისთვის
ტექნოლოგიურ ინდუსტრიას აგერ უკვე წლებია ადამიანებისთვის განკუთვნილი ჭკვიანი ნივთების შექმნაზე აქვს გამახვილებული მთელი ყურადღება, მაგრამ ვიდრე ჯოანა ნასარი თავის სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა, ერთი შეკითხვა არ აძლევდა მოსვენებას: შეიძლება თუ არა ჭკვიანი ნივთების დამზადება ცხოველებისთვის? შესაძლოა, ეს ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თუ გაიხსენებთ, რა რაოდენობის წყლის არსებებს სწავლობენ მეცნიერები ყოველწლიურად, მიხვდებით, რომ უკვე უამრავი ჭკვიანი ნივთია მიმოქცევაში, და მათ ჩვეულებრივ, თეგებს ეძახიან.
ჩვენი უკვე შევქმენით ჭკვიანი საათები, რგოლები - გულის რიტმის გასაკონტროლებლად ფიტნესისთვის და კიდევ ბევრი უფრო მოსახერხებელი და მოქნილი რამ. მაგრამ თეგები, რომლებსაც ზღვის ბინადრებს უმაგრებენ სხეულზე, ხშირად მძიმეა, მოუხერხებელი და ინვაზიური (მათ შორის, სახვრეტელა და მომჭერებიცაა). ნასარი ამბობს, რომ როგორც ზღვის მკვლევარებმა განაცხადეს, დიდი ზომის ნივთები, რომლებიც მარკირებისთვის გამოიყენება, ნებისმიერ არსებას უზღუდავს მოძრაობას, და შესაბამისად, ზღვის ცხოვრების შესახებ შეგროვილ მონაცემებზეც ახდენს გავლენას.
MMH ლაბორატორიას, ამ იდეის მთლიანად თავდაყირა დაყენება აქვს მიზნად დასახული Bluefin -ის მეშვეობით. მან მოქნილი, ელასტიური ელექტრო მასალები გამოიყენა ისეთი პროდუქტის შესაქმნელად, რომელსაც მარილიანობის, pH-ის, ტემპერატურისა და სიღრმის გაკონტროლება შეუძლია, ამასთან ერთად, ამ არსებების ფიზიოლოგიისაც (ან კუნთების დაჭიმვისა) წყალქვეშ მოძრაობისას. Bluefin-ის მორგება ცხოველის სხეულზე 30 წამზე ნაკლებ დროში ხდება, ხოლო მეცნიერებს მისი მოხსნა ზედაპირიდან ერთ მილის სიღრმეზე შეუძლიათ. მას Bluefin– ის სატელიტური ადგილმდებარეობის გაკონტროლებაც შეუძლია და მოხსნის შემდეგ, Bluetooth– ის გამოყენებით მონაცემების უკაბელო გზით შეგროვება. ამჟამად, ნასარი სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ სამეცნიერო პროექტებზე მუშაობს სტენფორდის უნივერსიტეტში და Bluefin-ის შესაძლებლობების კიდევ მეტად გაფართოებას გეგმავს.
პორტატული მოწყობილობა მედიტაციისთვის ინსტრუქტორთან ერთად
ანტრეპრენერობის ერთი კლასიკური რჩევა შემდეგნაირად ჟღერს: თავდაპირველად, გამოავლინე, თუ რა მოთხოვნა არსებობს, და შემდეგ დააკმაყოფილე იგი. Core -ის დამფუძნებელმა სარა მაკდევიტმა სწორედ ეს გააკეთა, მაგრამ მისი შთაგონების წყარო საკუთარი მოთხოვნა აღმოჩნდა. მას ყველაზე მეტად აქტიური სტრატეგია უნდოდა, რომ მედიტაციების დროს გზიდან არ გადაეხვია. როგორც მაკდევიტი იხსენებს, 2014 წელს ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი გამოუგზავნა, თან ყველა ერთდროულად - საყვარელ ადამიანს დაცილდა, სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად, და Microsoft-იდან წამოსვლა გადაწყვიტა. ამ ყველაფერმა შინაგანი განგაშის გრძნობაში იჩინა თავი. "ყველაფერი პირდაპირ ტვინში მირტყამდა", - ამბობს ის. მაკდევიტს სიმშვიდე მედიტაციამ მოუტანა, რაც წიგნებითა და აპლიკაციებით შეისწავლა, თუმცა, მისი მუდმივ და რეგულარულ ჩვევად გადაქცევა გაუჭირდა.
ასე რომ, მაკდევიტმა ის შექმნა, რაზეც ოცნებობდა: Core, პორტატული ხელსაწყო მედიტაციისთვის, რომელიც მომხმარებლის სუნთქვას ბგერებითა და ვიბრაციით მართავს. მედიტაციის სფეროს ზოგიერთი მთავარი კონკურენტები, მომხმარებლის დასახმარებლად ტვინის ტალღებს იყენებენ. მაკდევიტს მიაჩნია, რომ დღეისათვის ეს ხელსაწყო ძალიან სასარგებლოა ტვინის ვარჯიშებისთვის, მაგრამ Core-ის შემთხვევაში, ელექტროკარდიოგრამის გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც გულის რიტმის ცვლილებას საზღვრავს და მონაცემებს იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ეს ხელსაწყო $169 ღირს, და მედიტაციის 50 უფასო კომპოზიციაც ახლავს თან. თქვენ ასევე შეგიძლიათ, ხელმომწერი გახდეთ და თვეში $9.99 გადაიხადოთ, ანუ $60-ად გააფორმოთ წლიური ხელმოწერა და ყოველღიურად ახალი ინფორმაციაც მიიღოთ.
ვიდეო ძიძა - მონიტორი სუნთქვის სენსორით
2012 წელს, ნაით რუბენის მეუღლემ ოთხი თვით ადრე დაბადა ბავშვი, ბიჭუნამ რამდენიმე თვე ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. წყვილს უჭირდა თავიანთი ბავშვის დანახვა ამ გადახლართულ სადენებსა და კაბელებში, რომლებიც მისი ჯანმრთელობის შესახებ იძლეოდა ინფორმაციას. შესაძლოა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ როდესაც ჩვილი სახლში გამოიყვანეს, ყველა მონიტორი კლინიკაში დარჩა. რუბენის მეუღლე მთელი ღამე ფხიზლობდა, განუწყვეტლივ ამოწმებდა, სუნთქავდა თუ არა მისი ვაჟი. სწორედ ამის გამო გახდა რუბენი Smart Beat-ის თანადამფუძნებელი. ეს კომპანია ვიდეოძიძა - მონიტორებს აწარმოებს, რომელიც ბავშვის სუნთქვას ყოველგვარი სადენების გარეშე აკონტროლებს. ხელსაწყო $249 ღირს, მშობლებსა და მომვლელებს მონიტორის დაყენება შეუძლიათ და თუ რაიმე შეიცვალა, მათ ზარით, ტექსტით ან ბგერით გააფრთხილებთ.
გუნდი ამბობს, რომ თავიანთი პირველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეტყობინება კლიენტისგან ოქტომბერში მიიღეს. ერთმა დედამ განაცხადა, რომ Smart Beat-ისგან მიიღო მანიშნებელი ზარი, როდესაც მისმა ორი წლის შვილმა სუნთქვა შეწყვიტა, მას საბანი გუდავდა, და დროულად მისვლა და მისი გადარჩენა შეძლო.
რადარული ტექნოლოგიები ჭკვიან ქალაქებში ავტონომიური მართვისთვის მოსამზადებლად
თუ ჩვენი მომავალი - ჭკვიანი ქალაქებია, მაშინ, მათ ჭკვიანი ინფრასტრუქტურაც უნდა ჰქონდეთ, და Bitsensing კი, ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც სწორედ ამას უყრის საფუძველს. ჩჯე იუნ ლი სატრანსპორტო საშუალებების რადარების ტექნოლოგიაზე, სამხრეთ კორეის დიდი კორპორაციისთვის, ათი წელიწადი მაინც მუშაობდა. მან იგრძნო, რომ შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ტექნოლოგია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, 2015 წელს დაიწყო ამ საკითხის კვლევა, გაეცნო, თუ რამდენი სერიული ავტოკატასტროფა მოხდა სამხრეთ კორეაში იმ წელს, და იფიქრა: გზაზე რომ რადარი ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. ის სამსახურიდან წამოვიდა, რადგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რადარული ტექნიკა კორპორაციისთვის პრიორიტეტული არ იყო, და 2018 წელს Bitsensing დააფუძნა.
ამ სტარტაპის შტაბბინა სეულშია და იგი სატრანსპორტო საშუალებების რადარულ ტექნოლოგიებზეა სპეციალიზებული, მისი ერთ-ერთი უმთავრესი პროექტი, სახელად, AIR traffic, გამოსახულების გაფართოებას და მოძრაობის რადარული ანგარიშის შედგენასაც მოიცავს. ლის მიაჩნია, რომ მის კომპანიას ავტონომიური მართვის ინფრასტრუქტურის შექმნაში შეაქვს თავისი წვლილი, და მისი აზრით, რაც მალე დასრულდება ეს პროცესი, მით უსაფრთხო იქნება ქალაქები. რადარული ტექნიკა იდეალურ შემთხვევაში, ავარიებს რეალური დროის რეჟიმში აღმოაჩენს, სხვა ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებს გააფრთხილებს, თავი აარიდონ ამ ზოლებში მოძრაობას, რომ სერიული ავარიები და ამ ადგილებში ავტომობილების მასობრივი შეჯგუფება არ მოხდეს. Bitsensing-მა თავისი საპილოტე პროგრამა სამხრეთ კორეის ორ ქალაქში დაიწყო, და წელს გაფართოებას გეგმავს, კიდევ ორი ან სამი ქალაქის დამატებას ამავე ქვეყანაში, და ამასთან ერთად, ვიეტნამში, - კიდევ სამის. სტარტაპი საუდის არაბეთთან და კანადასთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ავტომატიზებული კედლის ბაღი დახურული შენობებისთვის
შესაძლოა, რაილი კაფნერი თითქმის ყველა ანტრეპრენერზე ახალგაზრდაა CES-ზე, მაგრამ ასაკმა და კოლეჯის კურსდამთავრებულის სტატუსმა მას და მის თანადამფუძნებელს მიაწოდა იდეა, Miravel დაეარსებინათ - ავტომატიზებული კედლის ბაღების მწარმოებელი კომპანია დახურული შენობებისთვის. შესაძლოა, ლოს ანჯელესის უნივერსიტეტში კაფნერი ელექტრომობილებზე, ენერგოეფექტურობასა და მსხვილმასშტაბიანი სასურსათო კამპუსების სისტემაზე მუშაობდა, მაგრამ ეს უკანასკნელი მისთვის მაინც ყველაზე საინტერესო იყო.
მის გამოცდილებას სტატისტიკაც დაამატეთ და მას სულ გონებაში უტრიალებდა, რომ შეერთებული შტატებში, საკვების 40 პროცენტი სულ ტყუილ უბრალოდ იკარგებოდა, და ზოგიერთი პროდუქტები, 1000 მილის, ან კიდევ, მეტის დაშორებით გადაჰქონდათ სხვადასხვა ქალაქებამდე. კაფნერმა იცოდა, რომ რაიმე უნდა მოეხერხებინა, გზა მოეძებნა სურსათის, როგორც რესურსის უზრუნველსაყოფად. "არაფერია იმაზე ხასხასა და სასიამოვნო, ვიდრე მცენარეების კედელი პირდაპირ მაგიდაზე", - ამბობს იგი.
Miravel-ის კლიენტები ამ წლის ზაფხულიდან უკვე შეძლებენ თავისი $395-ად ღირებული ბაღისთვის, ვებ გვერდზე წარმოდგენილ 12 მცენარეს შორის გააკეთონ არჩევანი - მწვანილი, ბალახეული და მიკრო ბალახი, რომლის ამონაყარიც საკვებად გამოიყენება. Miravel-ს მცენარეები ფხვიერი ნიადაგის გარეშე მოჰყავს, და მისი შიდა წყლის რეზერვუარის ერთხელ შევსება სრულიად საკმარისია, ორი ან სამი კვირის განმავლობაში.