Get All Access for $5/mo

Accelera - როგორ გადავამზადოთ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული IT პროფესიონალები? IT განათლებისა და კარიერული წინსვლის პლატფორმა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე, მუდმივად ცვალებად გარემოში სწორედ ინოვაციური ტექნოლოგიებია ის, რაზეც დღეს კომპანიის სწრაფი ზრდა დგას. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, თავის მხრივ, კვალიფიციური თანამშრომლების საჭიროებას ქმნის, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევა ხდება ორგანიზაციებისთვის. კომპანიებს უწევთ ახალი თანამშრომლების მოძიება, მათი გადამზადება და სამუშაო გარემოში ინტეგრირება, რაც უამრავ დროით თუ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ შეიქმნა Accelera − პლატფორმა IT-განათლებისა და კარიერული წინსვლისთვის, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ასოციაციის (CompTIA) და საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის (ITAG) თანამშრომლობის შედეგად კომპანია SKYHI-ს ბაზაზე ხორციელდება.

Accelera-ს პროგრამები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან განსხვავდებით პირდაპირ ბიზნესის რეალური საჭიროების შესაბამისად არის შექმნილი, რაც შედეგად კომპანიის სწრაფ წინსვლასა და სტუდენტის კარიერულ განვითარებას გულისხმობს. "აქსელერა" განკუთვნილია ახალგაზრდა, მიზანდასახული და მოტივირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ცნობისმოყვარეობა და სურვილი, გადადგან პირველი ნაბიჯები IT-კარიერაში.

"აქსელერას" პროგრამების მთავარი მხარდამჭერები და დამკვეთები კერძო კომპანიები არიან, რომლებსაც უკვე აქვთ საჭიროება დაასაქმონ თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად გადამზადებული ადამიანები. ამავდროულად, "აქსელერას" პარტნიორები არიან უმსხვილესი კომპანიები, რომელთაც უზარმაზარი მოთხოვნა აქვთ IT-პროფესიონალებზე. შედეგად, პროგრამის კურსდამთავრებულები უკონკურენტოები არიან ბაზარზე დასაქმების მხრივ.

Accelera-მ უკვე წარმატებით განახორციელა პირველი ნაკადის მიღება, საიდანაც 8 ბენეფიციარიდან 5 მათგანი პროგრამის დასრულებამდე დასაქმდა, ერთმა მონაწილემ საზღვარგარეთ, ხოლო ორმა ადგილობრივ უნივერსიტეტში განაგრძეს სწავლა IT-მიმართულებით.

"Accelera- ეფექტიანობას სწავლების 4 კომპონენტის ერთობლიობა ქმნის, სადაც ძირითადი აქცენტი პრაქტიკაზეა გამახვილებული: პრაქტიკული სწავლასერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან, რეალურ სამუშაო გარემოში მუშაობაკეთებით სწავლება გამოცდილ მენტორებთან; ინტერაქტიული ტრენინგები − IT-ინდუსტრიის ექსპერტ-ტრენერებთან და საკუთარ თავთან მუშაობასპეციალურად შერჩეული სასწავლო მასალებით. ოთხივე კომპონენტი ერთმანეთთან არის გადალინკული და მთავარი აქცენტი გადატანილია რეალურ სამუშაო გარემოში კეთებით სწავლაზე, რომელიც პროგრამის 65%- შეადგენს. შედეგად, 3-თვიანი ინტენსიური პროგრამის დასრულებისთანავე, კონკრეტული პროფესიული ცოდნის შეძენის გარდა, მონაწილეს უკვე აქვს პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება", − Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს გურამ ნაცვალაძე, Accelera-ს თანადამფუძნებელი და ჰედმასტერი.

როგორც გურამ ნაცვალაძე აღნიშნავს, "აქსელერას" სასწავლო პროგრამა 300-მდე ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ასობით ათასი მოთხოვნის ანალიზის შედეგად შემუშავდა. შესაბამისად, "აქსელერაში" ზედმიწევნით ზუსტად იციან, რა სჭირდებათ მომხმარებლებს, რა საჭიროებები, გამოწვევები აქვთ დამსაქმებლებს და რა ტიპის ცოდნა და გამოცდილება უნდა მიიღონ სტუდენტებმა.

Accelera-ს თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ პროგრამის ბენეფიციარებს ორი ტიპის გარემო ხვდებათ − პირველი, ეს არის თანამედროვე სასწავლო გარემო, სადაც ტრენინგები და პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს, ხოლო მეორე რეალური სამუშაო გარემოა კომპანია SKYHI-ში.

"SKYHI- სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სტუდენტებს ყოველდღიურად რეალურ ქეისებს ვაწვით. მათ აქვთ შესაძლებლობა თავად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაანალიზებაში და უშუალოდ შეასრულონ სხვადასხვა სახის ოპერაციები. შესაბამისად, Accelera Start-ის კურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს მიიღოს ყველა საჭირო უნარი და პრაქტიკული გამოცდილება, ათა ნებისმიერ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციაში შეძლოს IT-მხარდაჭერის განხორციელება.

ამასთან, "აქსელერას" კონცეფცია, პრაქტიკასა და რეალურ სამუშაო გარემოში კეთებით სწავლაზეა დაფუძნებული. თითოეული მენტორი, ინსტრუქტორი თუ ტრენერი დარგის პრაქტიკოსი პროფესიონალი, წარმატებული თავის პროფესიაში. მათ სპეციალურად გაიარეს Workplace Instructor-ის სერტიფიცირება, ათა ეფექტიანად შეძლონ თავიანთი ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება "აქსელერას" სტუდენტებისთვის", − აღნიშნავს გურამ ნაცვალაძე.

პროგრამის შექმნაში "აქსელერას" გუნდის გარდა 3 მხარეა ჩართული:

  • საქართველოს IT-ასოციაცია, რომელიც კარგად იცნობს ლოკალურ ბაზარს, IT-კომპანიებსა და მათ მოთხოვნებს;
  • თავად დამსაქმებელი კომპანიები, რომელთა საჭიროებების მიხედვით ხორციელდება კურსის კონტენტის შემუშავება;
  • და ამ ყველაფერს აძლიერებს მსოფლიოს უდიდესი გლობალური ასოციაცია CompTIA, რომელიც კვლევებით, სასწავლო მასალებით და საუკეთესო პრაქტიკით ამრავალფეროვნებს კურსს.

რაც შეეხება "აქსელერას" სამომავლო გეგმებსა და განვითარების პერსპექტივას, პროგრამის მიზანია, გახდეს ერთგვარი ჰაბი, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის საჭიროებებსა და პროფესიონალ კადრებს. შედეგად, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ციფრული ინდუსტრიის განვითარებაში.

"აქსელერას" ხედვაა, გახდეს დარგის კომპეტენციის მიზიდულობის ცენტრი და დაეხმაროს ადამიანებს დასტარტონ კარიერა, დააგროვონ გამოცდილება და მიაღწიონ მეტს თავიანთ კარიერაში. შესაბამისად, "აქსელერა" 3 მიმართულებით განახორციელებს პროგრამებს: Accelera Start − ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ პირველი ნაბიჯები გადადგან კარიერის დასაწყებად, Accelera Grow – IT-სპეციალისტებისთვის, ვისაც სურს ახალი კომპეტენციის და გამოცდილების სწრაფად დაგროვება,და Accelera Achieve − ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ მიაღწიონ საერთაშორისო სერტიფიცირებას და მაღალ პოზიციებს IT-მიმართულებით", − სამომავლო გეგმებზე საუბრობს გურამ ნაცვალაძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე