Join our Waitlist for Expert Advice!

როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია კვების რობოტოტექნიკის მომავალში Miso Robotics კომერციული სამზარეულოების მუშაობის სტილის შეცვლას გეგმავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Moley.com

ამბობენ, რომ მომავლისკენ მიმავალი გზა ავტომატიზაციასთანაა დაკავშირებული. და თუ ასეა, განა გამართლებული არ არის ავტომატიზაციაში ინვესტირება?

მაგალითისთვის სწრაფი კვების ინდუსტრია განვიხილოთ. Miso Robotics ცდილობს გაცილებით უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი მომავლისკენ გაიკვალოს გზა და ამისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ინოვაციებს ნერგავს სამზარეულოებში. მათ რობოტ-ხელს Flippy ჰქვია და დიდი პოტენციალი აქვს, მას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს მთელი კულინარიის ინდუსტრიაში და ახლა კომპანიის წარმომადგენლები ინვესტორებს ეძებენ, რომლებიც მას წინსვლაში შეუწყობენ ხელს.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტმა მოიწონა Flippy და იგი ისეთ მნიშვნელოვან გამოცემებში გამოჩნდა, როგორიცაა USA Today, TechCrunch და VentureBeat. Miso Robotics საერთოდ არ ხარჯავს თანხებს მარკეტინგზე, მაგრამ Flippy- ზე ათ მილიარდზე მეტი გამოხმაურება აქვს, და ძნელი მოსახვედრი არ არის, თუ რატომ. განა არ გსურთ საკუთარი თვალით იხილოთ, თუ როგორ აბრუნებს ჰამბურგერებს რობოტი-ხელი?

რატომ არის Flippy ასეთი გენიალური? იმიტომ, რომ იგი უზომოდ ეფექტურია. მას გრილთანაც შეუძლია მუშაობა და ფრიტიურთანაც, და ყოველ ჯერზე თანმიმდევრულად და სრულყოფილად ამზადებს საჭმელს. მას კვების პროდუქტების ამოცნობა და გაკონტროლებაც შეუძლია, და მათი მომზადების დროის განსაზღვრაც. მას ადამიანებთანაც შეუძლია სამზარეულოში თანამშრომლობა და საკუთარი წვლილის შეტანაც იქ, სადაც ეს აუცილებელია. Flippy სულ უფრო ჭკვიანი ხდება ღრუბელზე დამყარებული მონიტორინგისა და მომზადების შედეგად, და სულ უფრო მეტად ერგება კომერციულ სამზარეულოებს. ის უკვე შესანიშნავად წვავს 60,000 ფუნტზე მეტ საკვებს და 12,000-ზე მეტ ბურგერს ამზადებს მთელი ქვეყნის რესტორნებში.

Miso Robotics სწრაფი კვების მსხვილ რესტორნებთან თანამშრომლობს, მთავარი სისტემის სახით Flippy-ის დასანერგად, რომელიც პრაქტიკულად არ იკავებს ადგილს სამზარეულოში და წარმოების ხარჯებს 50 პროცენტით ამცირებს. მარტივად რომ ვთქვათ, Miso Robotics კომერციული სამზარეულოებისთვის ხელოვნურ ინტელექტს ქმნის, რომელიც ხარჯებსაც შეამცირებს და ადამიანებთან ერთადაც იმუშავებს. Flippy მოგების მარჟის 300 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი