კალათბურთის ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის 8 ფრაზა მოტივაციაზე, თავდადებულ შრომასა და სხვა თემებზე ზოგ ადამიანს სურს რაიმე თავად მოხდეს, ზოგიერთი ამ რაიმეს მოხდენას ნატრობს, სხვები კი, უბრალოდ, მოსახდენს თავად ახდენენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ყველა დროის ერთ-ერთმა სუპერპოპულარულმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა სახელი მოედანსა და მის მიღმა წარმატებით გაითქვა. როგორც სპორტსმენს, ჯორდანს კალათში ბურთის ჩატენვის უბადლო ოსტატობის გამო, ხშირად "მფრინავ ჯორდანს" უწოდებენ. Chicago Bulls-ისა და Washington Wizards-ის კალათბურთელის ანგარიშზე არაერთი ჯილდო და ტიტულია. მათ შორის, ოლიმპიური ოქრო, ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია NBA-ის ფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის სტატუსი, NBA-ის All Stars-ში 14-გზის მონაწილეობა, 1988 წელს მოპოვებული საუკეთესო მცველის სტატუსი და სხვა მრავალი. 2016 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვებგვერდის მიხედვით, ჯორდანი ყველა დროის უდიდესი კალათბურთელია.

სარეკლამო კონტრაქტებისა და მცირე ხნით კინომსახიობის როლის მორგებით (მან "კოსმოსურ მატჩში" ითამაშა), ჯორდანი ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი და დღეისათვის რიგით მესამე უმდიდრესი აფროამერიკელია. ცხადია, მის კარიერაშიც იყო რთული პერიოდები. კალათბურთიდან წასვლისა და ბეისბოლში მცირე ხნით გადანაცვლების პერიოდში, ჯორდანი სრულად დარწმუნდა იმაში, რომ მისი ნამდვილი მოწოდება კალათბურთი იყო.

ტიტულოვანი სპორტსმენისგან შეგიძლიათ მრავალი საინტერესო რჩევა მიიღოთ.

ქვემოთ მაიკლ ჯორდანის 8 ფრაზას ამოიკითხავთ მოტივაციაზე, მარცხსა და ბევრ სხვა რამეზე.

1. "კარიერაში 9 ათასზე მეტი ტყორცნა გამიცუდებია, თითქმის 300 თამაში წავაგე. 26-ჯერ თამაშის გადამწყვეტი ტყორცნა მანდეს, მე კი ავაცილე. მუდმივად ვაგებდი, ვაგებდი და ვაგებდი. სწორედ ამიტომ მივაღწიე წარმატებას", – მაიკლ ჯორდანი.

2. "ზოგ ადამიანს სურს რაიმე თავად მოხდეს, ზოგიერთი ამ რაიმეს მოხდენას ნატრობს, სხვები კი, უბრალოდ, მოსახდენს თავად ახდენენ", – მაიკლ ჯორდანი.

3. "დაბრკოლებებმა არ უნდა შეგაჩეროთ. თუკი კედელს შეეჯახებით, არ გაბრუნდეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ. გაარკვიეთ, როგორ გადაძვრეთ, როგორ გაიაროთ შიგნით, ან როგორ შემოუაროთ", – მაიკლ ჯორდანი.

4. "შემიძლია მარცხს შევეგუო. რაღაც მომენტში ყველა მარცხდება. თუმცა ცდის დაკლებას ვერასოდეს შევეგუები", – მაიკლ ჯორდანი.

5. "წარმატების მისაღწევად, ეგოისტი უნდა იყოთ, სხვანაირად არაფერი გამოგივათ. და როდესაც თქვენს მაქსიმუმს მიაღწევთ, ეგოიზმი მხოლოდ მერე დაივიწყეთ. იყავით ხელმისაწვდომი. იყავით კომუნიკაბელური. არ მოექცეთ იზოლაციაში", – მაიკლ ჯორდანი.

6. "ჩემი მიდგომა ასეთია – თუ თქვენი აღქმით შექმნილი ჩემი სისუსტის გამოყენებას შეეცდებით, მე ამ სისუსტეს ჩემს სიძლიერედ ვაქცევ", – მაიკლ ჯორდანი.

7. "თუკი სხვების მოლოდინს, და მით უფრო, უარყოფით მოლოდინს გაიზიარებთ, შედეგს ვერასოდეს შეცვლით", – მაიკლ ჯორდანი.

8. "ტალანტით თამაშებს მოიგებთ, მაგრამ გუნდურობა და ინტელექტი ჩემპიონობას მოგიტანთ", – მაიკლ ჯორდანი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი