New Group - იპოვე შენი ოცნების სახლი ახალ საცხოვრებელ კომპლექსში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დეველოპერული კომპანია New Group ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში არაერთი წარმატებული და ცნობილი არქიტექტორის მიერ შექმნილი პროექტი აქვს შესრულებული. დაარსების დღიდან New Group-ის მიზანია, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით სრული კომფორტი უზრუნველყოს.
კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ჯანსაღი და ეკომეგობრული გარემო, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს. New Group კი თავისთავად ინარჩუნებს სტაბილურობას და მუდმივად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია აერთიანებს ათობით გამოცდილ და კვალიფიციურ კადრს, რომლებსაც სიახლეებისადმი მიმღებლობა აქვთ და მუდმივად ვითარდებიან.
როგორია New Group-ის სამშენებლო კომპლექსები?
ამჟამად New Group-ს ოთხი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისში, კერძოდ უნივერსიტეტის ქუჩაზე − მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, 20-სართულიანი მრავალფუნქციური თანამედროვე არქიტექტურით შესრულებული კომპლექსი შენდება, რომელიც 2025 წელს დასრულდება.
მეორე პროექტი ალექსიძის ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც ასევე მრავალფუნქციური, მოდერნისტული 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, მშენებლობა კი 2024 წელს უნდა დასრულდეს.
გოგოლის 9 ნომერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ძველი თბილისის იერსახეს ინარჩუნებს და 2024 წელს დასრულდება.
კიდევ ერთი პროექტი კი დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, რომელიც 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია და წინა პროექტების მსგავსად 2024 წელს უნდა დასრულდეს.
გარდა ამისა, კომპანიის პორტფელი მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში არაერთ წარმატებით შესრულებულ პროექტს აერთიანებს, მათ შორისაა ხუთი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, სავაჭრო ცენტრი და საწარმოები.
რატომ უნდა აირჩიოთ New Group-ი?
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, New Group-ს ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან ხარისხი, მოქნილი პირობები და ფასები გამოარჩევს, რომელიც საკმაოდ კონკურენტული და მისაღებია. კომპანია დაინტერესებულ პირებს მათზე მორგებულ, მოქნილ გადახდის გრაფიკსა და შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს. გარდა ამისა, პირველადი შენატანიც საკმაოდ მინიმალურია.
New Group-ი წლებია პარტნიორობს ბანკებთან, მათ შორისაა "თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", "ხალიკ ბანკი", "პროკრედიტ ბანკი" და "ლიბერთი ბანკი". დაინტერესებულ პირებს კომპანია განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. გარდა ამისა, New Group-ის მეგობრული გაყიდვების გუნდი მომხმარებლებს საბანკო პროცესების წარმართვასა და უზრუნველყოფაში ეხმარება.
"კომპანია New Group-ი მობინადრეებისგან მიღებულ ნდობას სრულებით ამართლებს. არასდროს ვცდებით დათქმულ ვადებს, ვმოქმედებთ ეტაპობრივად, წინასწარ, ზუსტად გაწერილი გრაფიკითა და გეგმით. მობინადრეებისთვის, უმეტესად, დიდი მნიშვნელობა აქვს მშენებლობის ჩაბარების თარიღს. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანია დროზე ადრე ასრულებს მშენებლობას", − აღნიშნავს New Group-ის წარმომადგენელი ნინუცა სვანიშვილი.
დეველოპერული კომპანია მშენებლობებს ევროპული სტანდარტის დაცვით ახორციელებს. თითოეულ პროექტზე მუშაობისას იყენებენ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს, კერძოდ, იტალიური წარმოების ლიფტებს, გერმანული წარმოების კარ-ფანჯარას, უმაღლესი ხარისხის არმატურას და ბეტონის მასალებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ლაბორატორიები ამოწმებენ.
საუკეთესო გეგმარებისა და მაღალი ხარისხის მშენებლობასთან ერთად, New Group-ის ყველა პროექტი ენერგოეფექტურ ბინებს აერთიანებს, რაც კომუნალური გადასახადების დაზოგვის საშუალებას იძლევა. ენერგოეფექტური ბინები ხშირად უკეთესადაა იზოლირებული, რაც ხელს უწყობს შიდა ტემპერატურის შენარჩუნებას. გაუმჯობესებული იზოლაცია ამცირებს შემომავალ ხმაურს, რაც თავისთავად მშვიდ და წყნარ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. New Group-ის მრავალფუნქციური კომპლექსები გამოირჩევა ეკომეგობრული კონცეფციითა და საერთაშორისო სტანდარტის სახანძრო უსაფრთხოებით. აღსანიშნავია, რომ ბინები ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობით ბარდება.
ამჟამად New Group-ს კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება სურს, მშენებლობის დაწყებას კი 2024 წლის ზაფხულში გეგმავს. კომპანია მუდმივად ძიებისა და განვითარების პროცესშია. სამომავლოდ კი სხვადასხვა პროექტის განხორციელებას არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს.
ტელ: +995 599 47 59 59;
newgroupbuild@gmail.com
www.newgroup.ge