Get All Access for $5/mo

რა გახდა "ლურჯი ოკეანის" რებრენდინგის მიზეზი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ლურჯი ოკეანის" თითქმის ცხრაწლიანი ისტორიის მანძილზე ბრენდმა განვითარების საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა. მისი მიზანი ყოველთვის იყო ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობა, ბიზნესლიტერატურის როლის წარმოჩენა და მისი გავლენის ზრდა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.

"ვთვლი, რომ ჩვენი არსებობის მიზეზთან ერთგულების შენარჩუნება მოვახერხეთ და ქართველი მკითხველისთვის წარმატების გამორჩეული ბიბლიოთეკა შევქმენით. თუმცა, დღეს "ლურჯი ოკეანის" შეთავაზება მსოფლიო ბიზნესლიტერატურის მშობლიურ ენაზე გაცნობის შესაძლებლობაზე გაცილებით მეტია. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, რომ ჩვენი ბრენდი ჩვენს მისიას სრულად გამოხატავდეს.

ლოგოტიპში მკვეთრი ცვლილებები არ შეგვიტანია, მხოლოდ ფერები შევცვალეთ. ორი თანამკვეთი წრე თანაზიარობისა და ერთიანობის განცდას ქმნის. შავი წრე ბიზნესს გამოხატავს, ღია ცისფერი კი - ლიტერატურას. შუაში იქმნება სივრცე დიალოგისთვის, ამ ორი სფეროს გაერთიანებისთვის. ზოგადად, ღია ცისფერი სიმშვიდესთან, ჰარმონიასთან და სულიერებასთან ასოცირდება. გვინდა მკითხველს ვიზუალური იდენტიფიკაციაც შევუქმნათ, რომ ჩვენგან მხოლოდ "მძიმე" საქმიანი ტექსტების გარდა, თვითშემეცნებასა და ამ მიმართულების უახლეს ლიტერატურაზეც ჰქონდეს მოლოდინი." - გვიყვება რებრენდინგზე "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელი თამთა ჯაფარაშვილი Entrepreneur-თან საუბრისას.

"ლურჯი ოკეანის" არსებობის მიზეზი ბიზნესლიტერატურის, ტრენინგებისა და ტრანსფორმაციული გამოცდილებების შეთავაზებით, ადამიანებისა და გუნდების იმ უნარებითა და ცოდნით აღჭურვაა, რომელიც თანამედროვე კომპლექსურ, სწრაფად ცვალებად და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით სავსე სამყაროში საკუთარი თავის შესაცნობად, შინაგანი ჰარმონიისა და წარმატების მისაღწევად არის საჭირო.

ზოგადად, ვთვლი, რომ ნებისმიერი ლიდერისა და ბრენდის მთავარი ამოცანა მასშტაბური და ავთენტური ოცნების შეთავაზებაა, რომელიც ბრენდთან დაკავშირებული ადამიანების ხედვებსა და ოცნებებებსაც აერთიანებს. "ლურჯი ოკეანის" ოცნება არა მხოლოდ საკუთარი თავის, ან ქვეყნის, არამედ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა წიგნების საშუალებით." - აცხადებს თამთა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე