Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Rework - ინოვაციური დასაქმების პლატფორმა საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Rework 2023 წელს დაარსდა და სამსახურის მაძიებლებს დამსაქმებლებთან აკავშირებს. უნიკალური დიზაინით იგი იდეალურია მობილური გამოყენებისთვის და აღჭურვილია ფანტასტიკური ხელსაწყოებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემით, რომელიც ეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, იპოვონ შესაფერისი ვაკანსიები.

"საქართველოში დასაქმების პლატფორმები ყოველთვის ჩამორჩებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებს. ტექნიკური გაუმართავობა, მოძველებული დიზაინი, განცხადების განთავსების გართულებული პროცესი, სულ უფრო და უფრო სერიოზული პრობლემა ხდება", - ლუკა სამხარაძე, Rework-ის ტექნიკური დირექტორი.

ამ პრობლემების გადასაჭრელად კომპანიამ გადაწყვიტა წამოეწყო ინიციატივა. მათ წარმატებული ამერიკული წინამორბედების ინსპირაციით, როგორებიცაა Glassdoor და Indeed, შექმნეს დასაქმების პლატფორმა.

როგორც ლუკა გვიყვება, "სილიკონ ველზე" მუშაობისა და სან-ფრანცისკოში სწავლის შედეგად მიღებული გამოცდილება დაეხმარა, თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესის ასათვისებლად გამოეყენებინა. იგი AI-თან მუშაობის შემდეგ აქცენტს ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებს და ცდილობს მისი საშუალებით საქართველოში დასაქმების შესაძლებლობები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

Rework-ი ახლა საწყის ეტაპზეა და იანვრის პირველ ნახევარში იგეგმება მისი სრულად ამუშავება, იქამდე კომპანიებს შეუძლიათ ადრეული რეგისტრაციის გავლა, რაც მათ გარკვეულ სარგებელს მოუტანს.

"ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში კომპანიებს შეეძლებათ ჩვენი საწყისი პაკეტის უფასოდ გამოყენება, შეუზღუდავი რაოდენობით და შესაბამისად, ვაკანსიების უფასოდ განთავსება", - ამბობს ლუკა.

მისი თქმით, აპლიკაციის ამოქმედებისთანავე, კომპანია ყოველთვიურად 100,000-ზე მეტ აპლიკანტს ელოდება.

"მოსახერხებელი დიზაინით და აპლიკანტთა დიდი რაოდენობით, Rework-ი არის შესანიშნავი გადაწყვეტა მარტივი და ეფექტური დასაქმებისთვის. ჩვენი ბიზნესის ძლიერ მხარედ მივიჩნევთ ჩვენს უდიდეს გამოცდილებას ტექნოლოგიურ სფეროში, რის საფუძველზეც ისეთი პლატფორმა გავაკეთეთ, სადაც ერთნაირად გათვალისწინებულია ერთი მხრივ კომპანიის და მეორე მხრივ სამსახურის მაძიებლების ინტერესები", - განმარტავს ლუკა.

როგორც თავად აღნიშნავს, რეგისტრაცია უკვე გაიარეს ისეთბმა კომპანიებმა, როგორებიცაა: "ლიბერთი ბანკი", "ადლი", "ბს/2 ჯორჯია", "ორი ნაბიჯი" და სხვები, აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები "ნიკორას", "კრედოს", "თიბისის" და ათეულობით სხვა კომპანიის გუნდთან.

ტელ: 0322 185 180
ელ. ფოსტა: contact@rework.ge
ვებსაიტი: www.rework.ge/ka/

რეგისტრაცია - www.rework.ge/ka/recruiter/app/auth/register
რეგისტრაცია ამ ეტაპზე შეუძლიათ მხოლოდ კომპანიებს!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.

ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს

სიახლეები

საქართველოში პირველად eCommerce Day ჩატარდება

ინტერვიუ "იქომერს ასოციაცია საქართველოს" თავმჯდომარე ლადო კანდელაკთან