"სერვისმენი" - მაღალი ხარისხის გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სერვისი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მომსახურების სფეროში მიღებულმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქვეყანაში მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების დეფიციტია, ასევე პროფესიონალების, რომლებიც საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ და დამკვეთის მოთხოვნებს საფუძვლიანად შეასრულებდნენ.

გვინდოდა, ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა, როგორც დამწყები ტექნიკოსებისთვის, ასევე დიდი კომპანიებისთვის, სწორედ ამიტომ, 2022 წელს საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა კომპანია SERVICEMAN/სერვისმენი".

"სერვისმენმა" ფუნქციონირება გათბობა-გაგრილების მიმართულებით დაიწყო, კონდიცირების ინსტალაცია/სერვისი, თუმცა დროთა განმავლობაში, საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, პროფილი გაფართოვდა. დღესდღეობით კომპანია მუშაობს როგორც კონდიცირების, ასევე სავენტილაციო, ელექტრო თუ სანტექნიკური მიმართულებით.
"სერვისმენის" მთავარი იდეაა, მომხმარებელს ეფექტიან დროში უმაღლესი ხარისხის სერვისი შესთავაზოს.

"დამეთანხმებით, ადამიანისთვის ყოველი დღე და საათი მნიშვნელოვანია, ეს დრო ხელოსნების არჩევაში არ უნდა იკარგებოდეს. "სერვისმენი" მომხმარებელს საქართველოში საუკეთესო სერვისს სთავაზობს. ჩვენ ვართ მომხმარებლის სიმშვიდის გარანტი. ნდობის შემთხვევაში იმედებს გავამართლებთ და ვიზრუნებთ, რომ წელიწადის ნებისმიერ სეზონს მშვიდად შეხვდნენ", - ლუკა ლიპარტელიანი, "სერვისმენის" დამფუძნებელი.

ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იზრდება როგორც კომპანია, ასევე დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი. "სერვისმენი" თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: "მიდეა", "იოლი", "ბილტმორი", "რუსთავი 2", "მთავარი არხი", "თიბისი ბანკი" და მრავალი სხვა.

გარდა ამ ყველაფრისა კომპანიამ გაფართოების მიზნით გადაწყვიტა ელექტრომოწყობილობების სფეროშიც გაეგრძელებინა მოღვაწეობა, ამიტომაც ახალი პროფილი დაიმატა ელექტროსკუტერების გაყიდვის მიმართულებით და იგი გახდა ბელგიური ბრენდის Stefo-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში და დააარსა Stefo Georgia.

თავის მხრივ, Stefo Georgia-მ გააფორმა ხელშეკრულება ტექნიკის მაღაზია Kontakt Home-თან, სადაც "სერვისმენის" იმპორტირებული მოდელები გაიყიდება. ამ ეტაპზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოდელები ონლაინ შეიძინოს.

"პირველი მოდელი, რომელიც საქართველოში შემოვიტანეთ, არის RCB TECH | RE24, უახლესი ელექტროსკუტერი, რომელიც მალე საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს. შესაბამისად, ჩვენც შევეცდებით, რომ მომხმარებელს ბევრი სიახლე შევთავაზოთ".

ლუკა გვიყვება, რომ კომპანიამ დიდი კონკურენციის პირობებში შეძლო წარმატების მიღწევა, ამ გამოწვევებს მისი მიზანი არ შეუცვლია და დაუღალავი შრომის ხარჯზე სასურველ შედეგსაც მიაღწია.

"ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ შესრულებულ სერვისზე, რაც საგარანტიო პირობებით მომსახურებას გულისხმობს. ასევე, ყოველთვის ვერგებით მომხმარებლის საჭიროებას დროის თვალსაზრისით. ჩვენ მიერ გაყიდულ ტექნიკას უმაღლესი ხარისხის მარაგნაწილებით უზრუნველვყოფთ.

როგორც აღვნიშნე, დაარსებიდან 2 წლის თავზე უამრავ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ასევე, ჩვენს ისტორიას ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, პირიქით, მეტი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ვაკეთებთ ჩვენს საქმეს.

ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და ახალი სერვისების დამატებას. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, საქმე შეესწავლა და მზარდ კომპანიაში დასაქმებულიყო".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია