ყველა საგადასახადო ფუნქცია ერთად - რას სთავაზობს Omno ელკომერციის პლატფორმებს საერთაშორისო თუ ლოკალურ ბაზარზე?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
50-მდე გადახდის სისტემასთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ონლაინკომერციის პლატფორმებთან ინტეგრირება - ეს Omno-ს მუშაობის შედეგებია, შთამბეჭდავი რიცხვები და შედეგები სტარტაპმა დაფუძნებიდან ერთ წელიწადში მიიღო.
როგორ მოახერხა 20 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა საერთაშორისო აღიარებისა და ნდობის მოპოვება საერთაშორისო ელექტრონული კომერციის სექტორში? Omno მათ სთავაზობს სერვისს, რომლის საჭიროებაც ყველა დიდ პლატფორმას აქვს - გაფართოებისათვის ლოკალური პროვაიდერების ინტეგრაციას.
კომპანია ელექტრონული კომერციის პლატფორმებს სთავაზობს რამდენიმე სერვისს, რითაც დიდ მოთამაშეებს ლოკალურ, პატარა ბაზრებზე შეღწევა უმარტივდებათ. ესენია:
- მრავალფეროვან საგადასახადო პროვაიდერებთან მუშაობა;
- პროცესების ოპტიმიზაცია და სინქრონიზაცია;
- მრავალი ალტერნატიული საგადახდო სერვისის შეთავაზება, როგორებიცაა: ელექტრონული საფულეები და კრიპტოგადახდები, ასევე, ტრადიციული საბარათე გადახდები;
- გადახდის დამუშავების ღირებულების ოპტიმიზაცია, მორგებული საგადახდო პროვაიდერის შერჩევით ავტომატურ რეჟიმში;
- გაერთიანებული ანალიტიკა ყველა საგადახდო პროვაიდერის ჭრილში ერთ პლატფორმაზე ინფორმაციის თავმოყრით.
Omno მომხმარებელს სთავაზობს საგადახდო ხელსაწყოს, რომელიც ბაზარზე უნიკალურია - ის აერთიანებს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც ინდუსტრიაში გაფანტულია სხვადასხვა პლატფორმაზე.
გარდა ამისა, მარტივია პლატფორმაზე არსებული ფუნქციონალის გამოყენებაც, არ მოითხოვს საგადახდო სერვისების სიღრმისეულ ცოდნასა და მრავალსაათიან ტრეინინგებს პლატფორმის გამოყენებამდე - სწორედ ეს განასხვავებს Omno-ს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან.
მთავარი, რითაც Omno გამოირჩევა, ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობის შესაძლებლობაა. რას ნიშნავს ეს? - მომხმარებელს საშუალება აქვს, მოახდინოს საგადახდო სერვისების სკალირება ტექნოლოგიური თუ სხვა სახის რესურსების ინვესტიციის გარეშე. ეს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე რეალობაში, როცა გადახდის ერთი მეთოდი საკმარისი არ არის და ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე მომხმარებელი სხვადასხვა სერვისით გადახდას ამჯობინებს, იქნება ეს საბანკო ბარათი, Apple Pay, ელექტრონული საფულეები თუ კრიპტოვალუტა.
სწორედ ეს მოსახერხებელი სისტემა და ნდობა არის მიზეზი, რატომაც სარგებლობს ერთი წლის პლატფორმა დიდი პოპულარობით ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.
Omno-ს ძირითადი მომხმარებლები ელექტრონული კომერციის პლატფორმები არიან. ისინი საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებენ და სჭირდებათ ლოკალური საგადახდო სერვისები, რითაც ხარჯების ოპტიმიზაციას ახდენენ და მომხმარებლებს ნაცნობ საგადახდო ხელსაწყოს სთავაზობენ.
Omno-ში ამბობენ, რომ სამომავლოდ ბევრი საინტერესო გეგმა აქვთ, რითაც მომხმარებლები სასიამოვნოდ უნდა გააოცონ. ამ ეტაპზე კომპანია გეგმავს, მომხმარებლებს შესთავაზოს ღია ბანკინგი და კრიპტო გადახდები.
Omno-ს გრძელვადიანი სტრატეგია კი მოიცავს საერთაშორისო ბაზარზე თავის წამყვან საგადახდო აგრეგატორად დამკვიდრებას.