Black Friday Sale! 50% Off All Access

ფულის დაზოგვის 4 გზა 2019 წელს დაფიქრდით და შეაფასეთ არსებული მდგომარეობა, როგორ შეგიძლიათ მეტი ფულის გადადება?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ყველამ ვიცით ახალი წლის ტიპური გეგმების შესახებ, რომლებზეც გვიწევს ფიქრი: ვივარჯიშოთ, ვიმოგზაუროთ და უფრო მეტად ჩავერთოთ ადგილობრივ ღონისძიებებში. ამ მიზნების მისაღწევად კი საუკეთესო გზა თანხის შეგროვება და დაზოგვაა.

გთავაზობთ 4 საშუალებას, რომლებიც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვასა და ხარჯების დაფარვაში, ასევე, თქვენს ანგარიშზე მეტი ფულის დაგროვებასა და მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში.

დაფიქრდით და შეაფასეთ არსებული მდგომარეობა, როგორ შეგიძლიათ მეტი ფულის გადადება?

მარტივად ჟღერს, მაგრამ რთული იქნება თქვენი ფინანსების გაუმჯობესება, თუ არ იცით, როგორი მდგომარეობა გაქვთ ამ მხრივ. საამისოდ აუცილებელია, გადახედოთ წინა წელს და გაიხსენოთ, რამდენი დახარჯეთ საკვებზე, იჯარაზე, გართობაზე და ა.შ. ასევე, განსაზღვროთ, შესაძლებელია თუ არა ფულის დაზოგვა. მაგალითად, თუ მიხვდებით, რომ 2018 წელს საკმაოდ ბევრი თანხა გაიღეთ კვებაზე, შეგიძლიათ, ჯანსაღი საკვები მოიმარაგოთ შინ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს მოთხოვნას საკვების რესტორნიდან გამოძახებაზე და თანხებსაც დაზოგავთ.

გასავლის შემოწმების მარტივი გზა გვთავაზობს ბიუჯეტის დაყოფას ორი ტიპის - ფიქსირებულ და ცვალებად - ხარჯებად. ფიქსირებული ხარჯი წინასწარ არის განსაზღვრული, როგორც, ვთქვათ, სასესხო შენატანი ან იჯარა. ცვალებადი ხარჯია, მაგალითად, რესტორნის ანგარიში, რომელიც შეიძლება შეიცვალოს თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად.

საწყის ეტაპზე ცხრილის სახით ჩამოწერეთ, რამდენს ვარაუდობდით ძირითად ხარჯებზე, შემდეგ გამოთვალეთ სხვაობა მოსალოდნელ და რეალურ ხარჯებს შორის.

ესაუბრეთ პარტნიორს ფინანსებზე

თუ აპირებთ, პარტნიორს გაუზიაროთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, კარგი იქნება, ეს უწყვეტად და რეგულარულად აკეთოთ.

გირჩევთ, საუბარი დაიწყოთ შეძლებისდაგვარად ნელა და მშვიდად. უმჯობესია, პარტნიორმა რამდენიმე დღით ადრე იცოდეს, რომ მასთან საუბარი გსურთ ფინანსურ საკითხებზე. შემდეგ შეგიძლიათ, ჰკითხოთ მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებაც, გაუმხილოთ საკუთარი გადაწყვეტილებები და მოისმინოთ მისი რეკომენდაციები. დიალოგი უნდა იყოს არაერთჯერადი, რომ მოულოდნელობამ გაკვირვება არ გამოიწვიოს.

იაფი, საბოლოოდ, შეიძლება ძვირი აღმოჩნდეს

თუ მიმდინარე წელს თანხის დაზოგვა გსურთ, ლოგიკურია, რომ შედარებით იაფი ნივთები და პროდუქტები უნდა შეიძინოთ. შეეცადეთ, უფრო ხშირად იაროთ სასურსათო მაღაზიაში და, რესტორანში წასვლის ნაცვლად, სადილები მოამზადოთ; ასევე, ინტერნეტით უყუროთ სერიალებსა და ფილმებს, რაც დაგიზოგავთ კინოთეატრის ბილეთის ფულს.

თუ რაიმე მნიშვნელოვანის შეძენა გსურთ, უფრო გამართლებულია, მასში სოლიდური თანხა გადაიხადოთ. როცა ახალ კომპიუტერს ყიდულობთ, არ უნდა შეიძინოთ ძველი და დაზიანებული იაფად, რადგან ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს კომპიუტერი ისევ გამოსაცვლელი იქნება. მართალია, 2019 წელს დაზოგავთ თანხას, მაგრამ 2020-ში ისევ წარმოგექმნებათ იმავე ხარჯის აუცილებლობა.

მოკლედ, დააფასეთ ნივთები, რომელთა ღირებულებაც დიდხანს შენარჩუნდება. მაგალითად, მეორადი მანქანა, კარგი ძრავით, ხშირად უკეთესი შენაძენია, ვიდრე ახალი ავტომობილი, რადგან ახლის ფასი შეძენისთანავე დრამატულად იკლებს.

შენაძენზე იფიქრეთ, როგორც ინვესტიციაზე. შეაფასეთ, რამდენად გამოგადგებათ ის გრძელვადიან პერსპექტივაში.

შექმენით დანაზოგი "შავი დღისთვის"

"შავი დღის" ფენომენზე ყველამ ვიცით, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ ცხოვრება ზოგჯერ უკონტროლოა. რასაკვირველია, ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რა მოხდება მომავალში, მაგრამ შეგვიძლია, დღეს გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი, მოვემზადოთ ფინანსურად და მზად დავხვდეთ ყველანაირ მოსალოდნელ პრობლემას.

არსებობს რამდენიმე მარტივი პრინციპი საგანგებო სიტუაციებისთვის:

დანაზოგი უნდა:

  1. გეყოთ 3-6 თვე;
  2. იყოს ლიკვიდური;
  3. გამოიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

თუ მაინც აპირებთ "შავი დღისთვის" გადანახული ფულის არამიზნობრივად დახარჯვას, სჯობს, გამოიყენოთ მარაგების შევსების ან, თუნდაც, ინვესტირებისათვის. გახსოვდეთ, ამგვარი დანაზოგის მთავარი არსი გახლავთ მისი მანამდე შენახვა, სანამ ნამდვილად არ დაგჭირდებათ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი