4 რჩევა თქვენი სტარტაპის მდგრადობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად განზრახვიდან რეალობაზე გადასვლა ყოველთვის არ ხდება პირდაპირი გზით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ბიზნესის მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხები და ამიტომ, საკმაოდ ბევრი კომპანიის მფლობელს სურს გაცილებით მდგრად ბიზნესს ხელმძღვანელობდნენ. თუმცა, განზრახვიდან რეალობაზე გადასვლა ყოველთვის არ ხდება პირდაპირი გზით, იმ კომპანიების შემთხვევაშიც კი, რომლებმაც უკვე დაიწყეს ამ მიმართულებით მოგზაურობა.
ნებისმიერი კომპანია, ერთეული გუნდებით დაწყებული და მძიმეწონოსნებით დამთავრებული, აღიარებს, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში მდგრადობა. Salesforce-მა კორპორაციებს მოუწოდა გადაეხედათ, თუ რა ზეგავლენას ახდენენ ისინი თავიანთი საქმიანობით გარემოზე. მან არგუმენტები მოიტანა იმის დასამტკიცებლად, თუ რა უპირატესობა აქვს მდგრად განვითარებას, როგორც კომპანიებისთვის, რომლებიც მას ნერგავენ, ისე მთელი სამყაროსთვის, სადაც ისინი მუშაობენ.
განადგურებულ სამყაროში ვერავინ ვერაფერს მოიგებს. მთლიანად ინოვაციურ კომპანიებზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებენ ისინი დიდი ცვლილებების განხორციელებას ამ სფეროში. ქვემოთ გაეცნობით რჩევებს, რომლებმაც შესაძლოა თქვენი კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში დააყენოს სწორ გზაზე − მდგრადი ბიზნესის დაწყებას აპირებთ, დედამიწისთვის ყველაზე ხელსაყრელი პროცესების დაწყებას ცდილობთ თუ შთაგონების წყაროს ეძებთ, თქვენი მდგრადობის ახალ დონეზე გადასაყვანად.
შექმენით ჩაკეტილი სისტემები
კარგი კონსერვაცია მინიმუმამდე ამცირებს ნარჩენების რაოდენობას, რომლებსაც ესა თუ ის სისტემა ტოვებს. კარგი კონსერვაცია ჩაკეტილ წრეს ქმნის, სადაც ყველა რესურსია ჩართული და რომელიც შექმნის პროცესში მონაწილეობდა და თითოეული მათგანი თამაშში რჩება. ეს შესაძლოა მრავალჯერადი კომპონენტების ან ნაწილების გამოყენებას ნიშნავდეს, რომლებიც რამდენიმე როლს შეასრულებენ თავიანთი ცხოვრების მთელი ციკლის განმავლობაში. მაგრამ ციკლის ფორმისგან განსხვავებით, მათ არ უნდა სჭირდებოდეთ რესურსების გარედან მიწოდება, რათა მოქმედების გაგრძელება შეძლონ.
ტელეფონების აქსესუარების მწარმოებელი მდგრადი კომპანია Pela მიიჩნევს, რომ ჩაკეტილი სისტემები უახლოეს წლებში უკვე აუცილებელი გახდება მდგრადი ბიზნესისთვის. კომპანიამ რამდენიმე წლის წინ შექმნა მასალების გადასამუშავებელი პროცესები, რომელმაც ბიზნესს წარმოების ციკლის დახურვის საშუალება მისცა.
მხარდაჭერა მიიღეთ პარტნიორებისგან
მცირეოდენ დახმარებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, სამყარო დამოუკიდებლად ვერ შეცვალოთ, მაგრამ თუ იმ პარტნიორებთან ერთად მუშაობთ, რომლებიც თქვენს პრიორიტეტებს იზიარებენ, იმპულსის მიცემას შეძლებთ მოძრაობისთვის და თქვენს ინდუსტრიას უბიძგებთ სწორი მიმართულებით იმოძრაოს. თუ პარტნიორებს მდგრადი განვითარების პრაქტიკის მიხედვით აირჩევთ, ეს თქვენი, როგორც მოაზროვნე ლიდერის, გავლენას გაზრდის თქვენი ბიზნესის შექმნისას მზარდ სფეროში.
Starbucks-მა შესაძლოა უკვე მიაღწია ყავის გაყიდვების ყველა მწვერვალს, მაგრამ ახლა კომპანიას თავისი უპირატესი პოზიციის გამოყენება სურს, რომ ყავა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პირველ მდგრად პროდუქტად აქციოს. კომპანიის ფერმერების მხარდაჭერის ცენტრები ფერმერებს ეხმარებიან მდგრადი განვითარების პრაქტიკის შესწავლაში და სერტიფიკატების მიღებაში. ხოლო ცენტრები ერთდროულად, აგრონომიული კვლევისა და განვითარების ცენტრების სახით ფუნქციონირებს.
მხოლოდ ერთ Starbucks-საც კი შეიძლება ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა. ყავის გიგანტი სამყაროს შეცვლას შეძლებს, თუ მას გვერდით პარტნიორების ქსელი ეყოლება.
თქვენი ოფისი მწვანე სივრცედ აქციეთ
როდესაც კომპანიაში პროცესებს ცვლით და თქვენს პარტნიორებს გამოწვევას უგზავნით, რომ ისინიც უკეთესები გახდნენ, ის ადგილი არ დაივიწყოთ, სადაც თქვენ და თქვენი გუნდი მუშაობთ. საკუთარ ოფისში განახორციელეთ ინვესტირება, იგი მწვანე ცენტრად აქციეთ, რომ თქვენი კომპანია მდგრადი განვითარების მხარდამჭერი გახდეს. როდესაც ცნობისმოყვარე მომხმარებელი დაინტერესდება, ნამდვილად ხართ თუ არა იმის მიმდევარი, რასაც ქადაგებთ, შეგიძლიათ ამაყად უჩვენოთ საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა შტაბბინა, რომელიც თქვენი სიტყვების ნათელი მტკიცებულებაა.
ზოგიერთი კომპანია მწვანე ხდება, მაგრამ ეს ოფისებზე არ ვრცელდება. მაგალითისთვის GitLab განვიხილოთ − მსოფლიოს უდიდესი დისტანციური კომპანია, რომელსაც სხვადასხვა კონტინენტის ათობით ქვეყანაში ჰყავს თანამშრომლები. თქვენს თანამშრომლებს სესხები მიეცით საშინაო ოფისების მოსაწყობად და თანამშრომლობის თავისუფალ სივრცეებში გასაწევრიანებლად. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა პარტნიორები მოძებნოთ, რომლებიც სერიოზულად უყურებენ მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ თანამშრომლებს მიუთითოთ, თუ სად არის ე.წ. "მწვანე" სამუშაო ადგილები. თუ მოგვიანებით გადაწყვეტთ, რომ ოფისი გინდათ, უკვე გეყოლებათ პარტნიორები, რომლებიც ყველაფერში დაგეხმარებიან.
თქვენი მომხმარებლებიც ჩართეთ
დღევანდელ მომხმარებელს მხოლოდ მდგრადი კომპანიისგან სურს პროდუქციის შეძენა. თქვენ მისი დახმარება სურთ. მიეცით მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა − მომხმარებელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა თქვენს ინიციატივებში მდგრადი განვითარების სფეროში, როგორც ამას REI აკეთებს თავისი ინიციატივებით პროდუქტის მდგრადი განვითარების სფეროში. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია თავის მომხმარებელთან თანამშრომლობა მდგრადი განვითარების სახელით. მიეცით მომხმარებელს სესხები, რომ მათ პროდუქციის გადამუშავებაში გადაიხადონ თანხები. ისე გააკეთეთ, რომ ადამიანებს პროდუქტის შეკეთება ან მისი შეცვლა გაუმარტივოთ. თუ თქვენი ბიზნესი რაღაც ისეთს ყიდის, რაც გადამუშავებას არ ექვემდებარება, როგორიცაა მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფა, სხვა შემოქმედებითი გადაწყვეტილებები სცადეთ. დასუფთავების ინიციატივები დაასპონსორეთ და მომხმარებლები და თანამშრომლებიც მოიწვიეთ, რომლებიც ერთად გახდებიან მოხალისეები. გამოიყენეთ თქვენი ბრენდი, რომ ერთად შეცვალოთ ვითარება და ამავე დროს, თქვენი მომხმარებლის კეთილგანწყობაზეც იზუნეთ.
მსოფლიოს არ სჭირდება დიდი კორპორაციები იდეალური მდგრადობის მისაღწევად − მას ათასი მცირე კომპანია სჭირდება, რომ რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთოს და ყოველდღიურად გაცილებით უკეთესი გახადოთ სამყარო. ამ მცდელობების ჯამი ქმნის მდგრადობის მოლოდინს, რომელიც მხოლოდ ხვალინდელ სტარტაპებს კი არ მისცემს მიმართულებას, არამედ უსაფრთხო დედამიწის გარანტიასაც შექმნის, რომელზეც ისინი ინოვაციებსაც განახორციელებენ და განვითარდებიან კიდეც.