Cyber Monday Sale! 50% Off All Access

24-29 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

24-29 სექტემბერს, რიგით მეორე ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქუთაისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის მთავარი მასპინძელია: სასტუმრო "ქუთაისი-ინნ".

ფესტივალის საზეიმოდ გაიხსნება 24 სექტემერს, 18.00 კინოთეატრ "საქართველოში". გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის "ქორწილი".

ფესტივალი 6 დღის განმავლობაში, კინოთეატრ "საქართველოში" ფართო აუდიტორიას შესთავაზებს მრავალფეროვან პროგრამას. ფესტივალის პროგრამა კინოჩვენებებთან/ რეტროსპექტივებთან ერთად, უშუალოდ კინემატოგრაფისტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მასტერკლასებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს მოიცავს.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჟიური: ნანა ჯორჯაძე თავმჯდომარე, ალექსანდრე კობერიძე, კატია კრაუსოვა, გალინა სულიმა, ედვინას პუკშტა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჟიური : ინეკე სმიტსი თავმჯდომარე, კოტე კალანდაძე, გიორგი ბოჭორიშვილი გამარჯვებულს ორ კატეგორიაში გამოავლენენ: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. გამარჯვებულს გადაეცემა ფესტივალის პრიზი - ოქროს დინოზავრი.

ფესტივალზე აგრეთვე იმუშავებს კინოკრიტიკოსების ჟიური: ლელა ოჩიაური თავმჯდომარე, თეო ხატიაშვილი, ბასტი მგალობლიშვილი რომელებიც თავის რჩეულს გადასცემენ მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს.

ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინოოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი, რომელიც მრავალი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელია. ფესტივალის ფარგლებში შედგება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის "მშვენიერი დღე" ქართული პრემიერა და შეხვედრა-სემინარი ავტორთან.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანა არის უკრაინა. უკრაინული კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდისა და ფრანგულ-უკრაინული ახალგაზრდული კინოფესტივალის "МIСТ" მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება თანამედროვე უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება ობერჰაუზენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა, რომელიც სპეციალურად ჩვენი ფესტივალისათვის არის გაკეთებული და რომელსაც წარმოადგენს ფესტივალის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კურატორი - ქრისტიანე ბიუხნერი.

იონას მეკასის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან და CinExpress-თან თანამშრომლობით ნაჩვენები იქნება მისი ფილმები.

საქართველოს ეროვნული არქივი წარმოგვიდგენს პროგრამას "ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში". აგრეთვე, კინოარქივისა და საქართველოს კინოცენტრის ხელშეწყობით ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობა: მაგდანას ლურჯა და ალავერდობა.

რეჟისორი ფოკუსში - ოთარ იოსელიანი. ნაჩვენები იქნება მისი ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

პირველად ქუთაისში შესაძლებლობა გეძლევათ, ნახოთ შარშანდელი ბერლინალეს ტრიუმფატორი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

ტრადიციულად, ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება: ქართველი მხატვრისა და დიზაინერის გუგა კოტეტიშვილის მასტერკლასი "ფერი კინოში"; სლოვაკური წარმოშობის ბრიტანელი პროდიუსერისა და რეჟისორის კატია კრაუსოვას მასტერკლასი "კრეატიული პროდიუსერი და საერთაშორისო კო-პროდუქცია", ქართველი მსახიობების და ქასთინგის რეჟისორების ეკა მჟავანაძის და თეკლა ჯავახაძის მასტერკლასი "მსახიობი და თანამედროვე კინოს გამოწვევები".

ფესტივალის ფარგლებში იმუშავებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის განვითარების ვორქშოპი, ტუტორები: სცენარისტი, რეჟისორი, პროდუსერი ლეო გაბრიაძე, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, სცენარისტი, რეჟისორი უტა ბერია და პროდუსერი თიკო ნადირაშვილი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამარჯვებული პროექტისთვის დააწესა ფულადი ჯილდო-5000 ლარი, რომელიც 2 საუკეთესო სცენარზე გადანაწილდება.პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება-3000ლარით, მეორე ადგილზე გასული -2000ლარით.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და ლაურეატების დაჯილდოება შედგება 29 სექტემბერს, 19.00, კინოთეატრ "საქართველოში". ოფიციალური ნაწილის შემდეგ ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის "მუსიკოსები".

ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/KISFF-Festival-Programme

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!