Get All Access for $5/mo

აგრარული ტექნოლოგიები და ახალი ციფრული პროდუქტები - "ინიციატივა 5.0-ის" ფარგლებში BTU-მ პანელურ დისკუსიას უმასპინძლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო პანელური დისკუსიების სერია "ინიციატივა 5.0"-ის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით აგრარული ტექნოლოგიების/AgriTech პანელური დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებაზე BTU-ს აფილირებულმა პროფესორმა, თამთა მამულაიძემ კვლევა - "აგრარული ტექნოლოგიები და სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევის პოლიტიკა", წარადგინა.

გარდა განხორციელებული კვლევების წარდგენისა, პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა BTU-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა, მკლევრებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს:

  • თამთა მამულაიძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი;
  • თამარ თორია - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ხატია წილოსანი - პარლამენტის წევრი;
  • ქეთევან ჭუმბურიძე - USAID-ის პროექტი "ზრდა", ხელმძღვანელი;
  • ტუსია ღარიბაშვილი - SpaceFarms დამფუძნებელი;
  • ლუიზა ნამიჩეიშვილი - USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი.

"მსგავსი პანელური დისკუსიები ყოველთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ხდება ისეთი ინფორმაციის მიმოცვლა, რაზეც აქამდე არ ვიყავით ინფორმირებულნი. აგროტექნოლოგიების მიმართულება კი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, მითუმეტეს, ბოლო პერიოდში - როდესაც პანდემიურმა სიტუაციამ დააჩქარა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. ახალგაზრდა თაობისთვის მეტად აქტუალურია სოფლიოს მეურნეობა და ამ სფეროში წლიდან წლამდე იზრდება ახალგაზრდა ფერმერების რაოდენობაც. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩართულმა მხარემ იმუშაოს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე, რათა სხვადასხვა არხების მეშვეობით გამარტივდეს ბიზნესგარიგებები, პროდუქტის რეალიზაცია და დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაცია" - აცხადებს თამარ თორია - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

"დიალოგი აუცილებელია პირველ რიგში იმიტომ, რომ მოხდეს თანხვედრა ჩართულ მხარეებს შორის - სახელმწიფო და კერძო სექტორები, დონორები, დაინტერესებული პირები. დისკუსიები გვაძლევს საშუალებას, შევაჯეროთ ჩვენ მიერ გაწეული ინვესტიციები და აგრეთვე, დაგროვილი გამოცდილება. ამასთან, მნიშნელოვანია მოვახდინოთ დემონსტრირება კონკრეტული მაგალითებით, ვინაიდან ფერმის სექტორში რთულია თვალსაჩინოება. იმისათვის, რომ აგრარულ სფეროში მოღვაწე ადამიანებმა დაინახონ სფეროს პოტენციალი, საჭიროა კონკრეტული ციფრული პროდუქტები ვაჩვენოთ და გავუზიაროთ არსებული გამოცდილება. აგრარულ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების შემოტანა, რადგან, სხვა მხრივ, შეუძლებელია დარგის განვითარება" - ამბობს ქეთევან ჭუმბურიძე - USAID აღმასრულებელი დირექტორი;

კონფერენცია"ინიციატივა 5.0" მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტმა ინიციარება გაუკეთა პროექტს "ინიციატივა 5.0" რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: ფემტექი, მედიატექი, სამართლის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები განათლების ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მეწარმეობა, კულტურის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები და სხვ.

Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში.

პანელური დისკუსიების სერია ,,ინიციატივა 5.0" 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე