BTU-ს ბიზნეს კლინიკა ონლაინ კონსულტაციებს უსასყიდლოდ ჩაატარებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქვეყანაში შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოწვევების წინაშე მდგარი მცირე და საშუალო ბიზნესი, სტარტაპები, ბიზნეს კლინიკისგან სრულიად უსასყიდლოდ, ონლაინ კონსულტაციებს მიიღებენ. კონსულტაციები გაიმართება კვირაში ერთხელ და მას უხელმძღვანელებს მსხვილი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება BTU-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისგან, მეწარმეობის ადგილობრივი და ბრიტანელი ექსპერტებისგან და ეკოსისტემის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. მომსახურების ფარგლებში, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია შემდეგ საკითხებში:
- ბიზნეს პროცესების გაციფრულება, დისტანციური სერვისების შეთავაზება;
- სტარტაპის მართვის სტრატეგიული დაგეგმვა;
- სტარტაპის ბიზნეს მოდელის დაგეგმვა, ფინანსური მოდელის დაგეგმვა;
- მეწარმის წვდომა ფინანსებთან, ფინანსირების ალტერნატიული გზები;
- მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები;
- სხვა აქტუალური საკითხები სტარტაპის ყოველდღიურ საქმიანობაში;
BTU-ს ონლაინ ბიზნეს კლინიკა მეწარმეობის ცენტრის ერთეულია და ბრიტანულ მხარესთან პარტნიორობით, ის დაფუძნდა საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერის მისიის საპასუხოდ. კლინიკა ფუნქციონირებს მეწარმეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის და მხარდაჭერის მიზნით. მსურველ ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე.