Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულ ცოტა ხნის წინ, "საქართველოს ბანკმა" მორიგი საერთაშორისო მასშტაბის აღიარება მოიპოვა და გლობალური გამოცემა Global Finance-ის მიერ, ნომინაციის "მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლისათვის" გამარჯვებულად გამოცხადდა. ცნობისთვის, გამოცემა ყოველწლიურად World's Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესო ბანკებს აჯილდოებს მათ მიერ მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული სიახლეებისათვის. "საქართველოს ბანკმა" კი მიმდინარე წლის მთავარი ნომინაციის გარდა, კიდევ ექვს სხვადასხვა ნომინაციაში მიიღო აღიარება:
- საუკეთესო მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრული შეთავაზების მიმწოდებელი ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საუკეთესო ბანკი სადეპოზიტო, საბარათე და საინვესტიციო ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაში.
- მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საუკეთესო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
Entrepreneur-ს სურს გაგიზიაროთ "საქართველოს ბანკის" სიახლეები, რამაც ბანკი მსოფლიო აღიარებამდე მიიყვანა. ამისათვის კი, "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს ვესაუბრეთ:
"ეს გამარჯვებები ძალიან დიდი აღიარებაა ჩვენთვის, განსაკუთრებით − "მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის", რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვავითარებთ და ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს. წელს განახლებული და გამარტივებული ციფრული სერვისების სახით ბევრი სიახლე დავნერგეთ. დავამატეთ ტრანზაქციული თუ მრავალფეროვანი ციფრული საბანკო პროდუქტები, ახალი სერვისები, როგორიც არის: ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა ამერიკულ ბაზარზე, სადაზღვევო პროდუქტები, ყოველდღიური Lifestyle-შეთავაზებები, ონლაინგანვადება, გამარტივებული გადახდები, ციფრული ბარათები, სატრანსპორტო ბარათის შეძენა, ახალი გადახდების პლატფორმა bogpay.ge, 24/7 ონლაინ მხარდაჭერა ჩატის საშუალებით და სხვა. ამ ყველაფრის ერთობლიობით ვქმნით საუკეთესო ციფრულ გამოცდილებასა და ეკოსისტემას, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ ახლა უკვე მსოფლიო მასშტაბითაც მოწინავეა".
გიორგი ვახტანგიშვილის თქმით, "საქართველოს ბანკის" ამგვარი აღიარება არის შედეგი იმ ხედვისა და სტრატეგიის, რომელიც წლების განმავლობაში ბანკის მიერ მომხმარებლების საჭიროებების გარშემო, ციფრულ არხებში აქტიურად ხორციელდება.
მიმდინარე წლის Global Finance-ის დაჯილდოებაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული საფინანსო ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან. "საქართველოს ბანკის" გარდა, რეგიონულ და გლობალურ ჯილდოებზე ნომინირებულები იყვნენ ისეთი ცნობილი ბანკები, როგორებიცაა: Bank of America, Citi, HSBC, CaixaBank და მრავალი სხვა, თუმცა წლის მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულად სწორედ "საქართველოს ბანკი" გამოცხადდა, რაც დიდი წინგადადგმულია ნაბიჯია, როგორც უშუალოდ ბანკისთვის, ისე მთლიანად ქართული საფინანსო ბაზრისთვის.
"მსოფლიო დონის ასეთი აღიარება, იმ გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდების დახვეწაზე, მათ კმაყოფილებასა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე, იმის დასტურია, რომ არც ახლა უნდა გავჩერდეთ. ქართული საფინანსო ბაზრისთვის კი, ჩვენი გუნდის გამარჯვება დიდი წარმატებაა, რადგან შეგვიძლია მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შექმნა", − აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, − "უახლოეს მომავალში ჩვენი მომხმარებლები ძალიან საინტერესო სიახლეებს გაიგებენ როგორც სრულიად ახალი ციფრული პროდუქტების, ასევე ახალი ციფრული სერვისების სახით და მათთვის ნაცნობ ციფრულ არხებში, როგორებიცაა მობილბანკი და ინტერნეტბანკი, სადაც სამწლიანი მუშაობის შედეგად მომხმარებელთა რიცხვი გავაორმაგეთ და სულ ახლახან, აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა".
აღსანიშნავია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა შეარჩია ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი.
გამარჯვებული ბანკები საერთაშორისო გამოცემამ აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეარჩია, ხოლო საუკეთესო ბანკები ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერ Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა და Global Finance-ის რედაქტორების შერჩევის შედეგად დასახელდნენ.
"ციფრული ტრანსფორმაციისას მომხმარებლის ცენტრში დაყენებით, "საქართველოს ბანკმა" დამსახურებულად მიიღო როგორც რეგიონული, ისე გლობალური ჯილდოები და საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი გახდა. მობილური ბანკინგის მუდმივი განვითარება, საბანკო და არასაბანკო პროდუქტებისა და სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ნაბიჯებისა, რომელიც ბანკმა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად დაგადგა. სწორედ ამიტომ, ის დასახელდა კიდეც Global Finance-ის მიერ, როგორც World's Best Consumer Digital Bank", − განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.