Get All Access for $5/mo

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორების მიერ შერჩეული სტარტაპების ვინაობა ცნობილია ვის დააფინანსებენ BTU-ს მიერ მოწვეული ისრაელის ინვესტორები?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თბილისის მეწარმეობის სამიტი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში პირველად გაიმართება, ისრაელის სილიკონ ვადიდან ინვესტორების მოწვევას და ქართულ სტარტაპებთან შეხვედრას, სხვა აქტივობების პარალელურად გულისხმობს.

მრავალმილიონიანი საინვესტიციო პაკეტით, ინვესტორთა ჯგუფი რეგისტრირებული 150-მდე სტარტაპიდან, შერჩეულ ექვსს შეხვდება. ინვესტორის წინაშე ფიჩინგი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული გლობალური სტარტაპფონდის ფარგლებში ჩატარდება. სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა ქვეყნიდან გაუსვლელად მოიზიდონ უცხოური ინვესიტიცია და გააფართოვონ ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებზე. ინიციატივის პარტნიორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოც, რომელიც დამატებით სთავაზობს სტარტაპებს 650 000-ლარიან საგრანტო პროექტში მონაწილეობას Dollar to Dollar Basis პრინციპით.

ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორთა მიერ კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე არსებულ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში.

გლობალური სტარტაპფონდი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2019 წლის მაისში დაფუძნდა და პირველი სტარტაპსესია დაფუძნებისთანავე გამართა. შერჩეულმა ქართულმა სტარტაპმა INFLUENCE GEORGIA-მ დაფინანსება 1 300 000 ლარის ოდენობით, GITA-სთან პარტნიორობით, ისრაელის ინვესტორისგან მიიღო.

თბილისის მეწარმეობის სამიტის ფარგლებში, გლობალური სტარტაპფონდის მეორე სესიაზე ინვესტორების წინაშე წარდგებიან:

Phubber App – ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის: "ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ინვესტორებისგან მივიღოთ კვალიფიციური შეფასება ჩვენი ბიზნესმოდელის, სტრატეგიისა და ოპერაციების შესახებ. გავაცნოთ გაფართოების გეგმები და განვიხილოთ თანაინვესტირების შესაძლებლობები".

Lingwing.com – უცხო ენების შესასწავლი ინტერაქტიული ონლაინპლატფორმა: "Lingwing მეორედ იღებს მონაწილეობას გლობალურ სტარტაპფონდში. წელს დარწმუნებულები ვართ წარმატებაში, ონლაინგანათლების აქტუალობისა და საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ჩვენდამი მკვეთრად გაზრდილი ინტერესის გამო. ინვესტიციის მოპოვება დაგვეხმარება, რათა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს ინოვაციური მიდგომებით ვუპასუხოთ".

Biliki App – უფასო, პერსონალიზებული მოგზაურობის გზამკვლევი აპლიკაცია: "უპირველესად, მადლობა გვსურს გადავუხადოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობისთვის. ეს დამატებით სტიმულსა და შესაძლებლობას აძლევს საქართველოში არსებულ სტარტაპებს, განვითარდნენ, მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება და პოზიციონირდნენ ბაზარზე.

გვაქვს, მოლოდინი, რომ გლობალური სტარტაპფონდი მნიშვნელოვანი შანსია, რათა შევხვდეთ ინვესტორებს, მივიღოთ ცოდნა, გამოცდილება, და მოვიზიდოთ დამატებით ინვესტიციები, რაც ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდება ჩვენი პროდუქტის დასახვეწად, განვითარებისთვის და ქართულ და უცხოურ ბაზარზე წარმოჩენისთვის. ვუსურვებთ წარმატებებს BTU-ს და თითოეულ მონაწილეს".

Anima Chatbotics − აერთიანებს ანტრეპრენერებს, პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი მიზნის ქვეშ: შეიქმნას ცოცხალი და თავისი "სულის" მქონე ციფრული ასისტენტები, ჩეთბოტები. "გვაქვს მოლოდინი, ინვესტორებთან შეხვედრაზე მივიღოთ რჩევები ჩვენი ბიზნესმოდელის, სტრატეგიებისა დ AI-გუნდის გასაუმჯობესებლად და გასამყარებლად. გვინდა ინვესტორებს გავაცნოთ მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი ცვლილებები და მიმართულებები, რომლებისკენაც ვიხრებით. მივიღოთ მათგან რჩევები და განვიხილოთ სამომავლო თანაინვესტირების შესაძლებლობები".

Best Offer − ამარტივებს სავაჭრო ურთიერთობებს და დისტანციური მომსახურებით მყიდველს საშუალებას აძლევს მიიღოს საუკეთესო შეთავაზება სასურველ პროდუქტსა და სერვისზე.

Villam − ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი აგრიტექის გადაწყვეტილებაა, რომელიც ეხმარება ფერმერს, გაზარდოს პროდუქტიულობა და გააუმჯობესოს უსაფრთხოების სტანდარტი. "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო BTU-სა და GITA-ს, რადგან ვფიქრობ, შესაძლებლობა, რომელიც მათ მოგვცეს, ერთგვარი გამოწვევაცაა, რათა შევძლოთ გამოცდილებისა და ცოდნის მიღება. ამავდროულად, მაქსიმალურად დავხვეწოთ და განვავითაროთ ჩვენი სტარტაპი".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!