Join our Waitlist for Expert Advice!

კორონავირუსი: 20 რამ, რაც უნდა გააკეთოთ და არ უნდა გააკეთოთ, რომ უვნებელი და ჯანმრთელი დარჩეთ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ამიტომ უზომოდ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა ამართლებს და რა - არა, რომ Covid-19-სგან რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ თავი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BBC

ვირუსი იმდენად გავრცელდა, რომ ყოველდღიურად ახალ მაქსიმუმს აღწევს, და არც ვაქცინა არსებობს და არც მკურნალობის რაიმე საშუალება. რომლითაც მისგან განკურნება შეიძლება. ასეთ დროს აუცილებელია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითეულ ჩვენს ნაბიჯს.

სოციალური დისტანცირება კორონავირუსის პრევენციის იდეალური საშუალებაა, ვიდრე მისი გავრცელება არ შეჩერდება, რადგან ადამიანების კონტაქტი ერთმანეთთან ვირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას იწვევს. მაგრამ მთავარი შეკითხვა ის არის, როგორ უნდა შეძლოთ ეს?

ჩვენ მოკლე ჩამონათვალს გთავაზობთ, რა უნდა გააკეთოთ და რა - არა, Covid-19-ის პანდემიისას, რომ უვნებელი და ჯანმრთელი დარჩეთ.

რა უნდა გააკეთოთ:

1. სოციალური დისტაცირება

მოვიდა დრო სოციალური დისტანცირება ჩვევად გაიხადოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ სახლში უნდა დარჩეთ. ავადმყოფებთან კონტაქტს თავი უნდა აარიდოთ, თუნდაც ისინი ვირუსით არ იყვნენ ინფიცირებულნი.

2. ორმეტრიანი დისტანცია

თუ დაინახავთ, რომ ვინმე ახველებს ან აცემინებს, ორ მეტრზე მოერიდეთ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Covid-19-ის რესპირაციულ სეკრეტს ამ დისტანციაზე გადანაცვლება არ შეუძლია.

3. ხელები ხშირად დაიბანეთ

ხელები ხშირად იბანეთ საპნითა და წყლით, ამასთან, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში. ასევე ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო სითხე (მინიმუმ 60 პროცენტი ალკოჰოლის შემცველი). გახსოვდეთ, რომ დღეს თქვენი უდიდესი მტერი ჭუჭყიანი ხელებია. ვიდრე ჭამას შეუდგებით, ხელები სათანადოდ დაიმუშავეთ, თუ გარეთ იყავით, როგორც კი დაბრუნდებით, პირველ რიგში, ხელები დაიბანეთ.

4. დაიფარეთ პირი

როდესაც ახველებთ ან აცემინებთ, პირზე ყოველთვის აიფარეთ ქაღალდის ან ქსოვილის ხელსახოცი.

5. ყველაფერი გაწმინდეთ

დეზინფექცია ჩაუტარეთ ყველაფერს რასაც ხშირად ეხებით, კარის სახელურებით, მაგიდის ნათურებით, კალმებით, სხვადასხვა ზედაპირებით დაწყებული, და ტელევიზორის პულტებით, ყუთებით, ხელსაბანით და ტუალეტით დამთავრებული. სათანადოდ შეამოწმეთ, არის თუ არა ყველაფერი სუფთა.

6. ვიტამინები და დანამატები იმუნიტეტისთვის

თქვენს რაციონში შეუცვლელი ვიტამინები და დანამატები შეიტანეთ, მათ შორის, B12 მეთილკობალამინით, ვიტამინი D3, ვიტამინი C და კურკუმა. არ დაივიწყოთ, რომ დღეში მაინც უნდა მიიღოთ თითეული მათგანი, რომ იმუნიტეტის აღდგენა და გაძლიერება შეძლოთ.

7. მიიღეთ სითხე

რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მიიღეთ ქოქოსის წყალი, ლიმონიანი წყალი, წყალი ვიტამინ C-ს დანამატებით, რომ თქვენი სხეული ტოქსინებისგანაც გაიწმინდოს და იმუნური სისტემაც გაიძლიეროთ.

8. მხოლოდ სარწმუნო ინფორმაცია

ტელევიზიით, ინტერნეტით და სოციალურ ქსელებში უამრავ ინფორმაციას გაეცნობით, მაგრამ ყველაფერი არ არის მართალი. ფრთხილად იყავით, ყურადღება მიაქციეთ, რა კითხულობენ ადამიანები ან რას უყურებენ. ეს ფაქტები შეამოწმეთ, დაადგინეთ, შეესაბამება თუ არა ისინი სიმართლეს.

9. გამოხატეთ თანაგრძნობა

თითეული ჩვენგანი სახლში უნდა დარჩეს და უსაფრთხოდ იყოს. ეს წესი თქვენი ოჯახის დამხმარე პერსონალზეც ვრცელდება. გამოსასვლელი დღეები მიეცით მათ, რომ სახლში დარჩენის საშუალება ჰქონდეთ და მაშინ დაბრუნდნენ, როდესაც ვითარება გაუმჯობესდება. გარშემო ყველას გამოუცხადეთ თანაგრძნობა, შეეცადეთ მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პროდუქტების მიწოდებაში დაეხმაროთ.

10. ივარჯიშეთ

საკმარისი დრო დაუთმეთ თქვენს სხეულს, ივარჯიშეთ. რაიმეს მოკიდეთ ხელი, თუნდაც ეს იოგა იყოს, სახლის სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეთ, მედიტაციას მიმართეთ და გარდა ამისა, კიდევ ბევრი რამ შეგიძლიათ სცადოთ.

11. ურთიერთობებზე იზრუნეთ

ამ ვირუსმა შეძლო ის, რის გაკეთებაც არავის შეეძლო, მან ოჯახები გააერთიანა. ვიდრე თქვენს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებით, გარკვეული დრო ოჯახებთან ერთად გაატარეთ, ერთად ისადილეთ, ერთად იკითხეთ, ისაუბრეთ და ერთად ითამაშეთ.

12. ცხელი ხაზები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირება ახლა უკვე WhatsApp-ითაც არის შესაძლებელი, როგორც კი ამ ორგანიზაციას მიმართავთ, განახლებული ინფორმაციის გაცნობას შეძლებთ Covid-19-ზე.

რა არ უნდა გააკეთოთ:

1. ადამიანებს სოციალურად არ უნდა დაუახლოვდეთ

ადამიანებთან ერთად დროის გატარება, ყველას გვიყვარს, მაგრამ ახლა სულაც არ არის ამისთვის ყველაზე კარგი დრო. ერთი ასეთი შემთხვევა ჩვენც გვქონდა, ცნობილი მომღერლის კონცერტს დავესწარით, მოდით, ასეთი ცირკის ნაწილები ნუღარ გავხდებით. ნუ მოაწყობთ წვეულებებს და ნუ მიიღებთ მონაწილეობას დიდ თავყრილობებში.

2. ყურადღებით იყავით

შვიდი დღე მაინც სჭირდება კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას, ამიტომ ყურადღებით იყავით.

3. არ იკვებოთ გარეთ

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ სურთ თქვენი გემოს რეცეპტორებს საკვები, რომელიც სახლში არ არის მომზადებული. უზომოდ მნიშვნელოვანია, არ შეუკვეთოთ, არ მიირთვათ და არ იყიდოთ გარეთ რაიმე საკვები. თქვენ ვერასოდეს გაიგებთ, ვინ ამზადებს მას ან როგორ.

4. ხანდაზმულებთან შეხვედრა

Covid-19 ყველაზე დიდ ვნებას სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს აყენებს. მოერიდეთ 60 წელს გადაცილებულებთან და ინფიცირებულებთან შეხვედრას.

5. ჯანდაცვის ობიექტები

როდესაც ვირუსი მთელ ქალაქში მძვინვარებს, ჩვეულებრივი გრიპის ან რაიმე პრობლემის გამო სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი იდეალური გამოსავალი ნამდვილად არ არის. ვიდრე კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა სიმპტომი არ გაგიჩნდებათ, ჯანდაცვის ობიექტებში არ წახვიდეთ.

6. დაემშვიდობეთ სილამაზის სალონებსა და სპა ცენტრებს

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გიყვართ ეს ადგილები და რამდენად გენატრებათ, ისეთი დრო დადგა, ყველაფერს თვითონ უნდა მოკიდოთ ხელი და საკუთარ ჰიგიენაზე თავად უნდა იზრუნოთ, უბრალოდ, ცოტაოდენი რამ უნდა ისწავლოთ და დამოუკიდებლადაც შეძლებთ.

7. არ ისეირნოთ ქუჩებში

სეირნობა ალბათ ყველას გვიყვარს და გვენატრება, თუმცა ეს დროებით მოიცდის. #დარჩითსახლში

8. ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ

მოვლენების ასეთი განვითრებისას ადამიანმა ნარცისივით მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა იფიქროს. ასევე მნიშვნელოვანია ყველა ის ადამიანი, რომლებსაც თქვენთან აქვთ კონტაქტი, ისე უნდა მოიქცეთ, რომ ვირუსი ყველგან არ გავრცელდეს. შესაძლოა, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა ვიღაცას მთელი ცხოვრება გაუფუჭოს.

შენიშვნა: ეს რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ უსაფრთხოების შესახებ უვნებელიც დარჩეთ და პრევენციული ნაბიჯებიც გადადგათ. თუმცა, თუ გრძნობთ, რომ თქვენი სიმპტომები რაღაცით მიაგავს COVID-19-ის სიმპტომებს, გთხოვთ, სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. ამ რჩევების შესრულება გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ინფიცირებისგან იქნებით დაცული.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია