კორონავირუსის ჩინურმა აპლიკაციამ იცის, ინფიცირების რისკი გემუქრებათ თუ არა მთელ ჩინეთში საგანგებო ვითარებაა, ნებისმიერი ადამიანი მეთვალყურეობის ქვეშაა. ახლა უკვე შედარებით მარტივია იმის გარკვევა, გქონდათ თუ არა კონტაქტი კორონავისუსით ინფიცირებულთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კორონავირუსმა უკვე 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სრულიად ნათელია, თუ რატომ არიან ადამიანები ასე სერიოზულად შეშფოთებულები მისი გავრცელების გამო. ჩინეთში მკაცრ ზომებს ატარებენ მისი გავრცელების შესაჩერებლად, და გარდა ამისა, ახლა უკვე აპლიკაციაც არსებობს, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს შეამოწმონ, რამდენად დიდია მათი ინფიცირების ალბათობა.
როგორც BBC იუწყება, აპლიკაციას "მჭიდრო კონტაქტის დეტექტორი" (close contact detector) ჰქვია და მთლიანად ჩინეთის მთავრობის მოქალაქეებზე მეთვალყურების სისტემის მიერ მოპოვებულ მონაცემებს ეყრდნობა. აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და ინსტალაციის შემდეგ, პიროვნებას სახელი და პირადი ნომერი შეჰყავს, აპლიკაცია კი, ამ პიროვნების ბოლოდროინდელი მოძრაობის გრაფიკს ამოწმებს, და მის მონაცემებს კოროვირუსული ინფექციის დადასტურებულსა და სავარაუდო შემთხვევებს ადარებს.
თუ პიროვნებას ახლო ან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ადამიანთან, აპლიკაციას ეს მონაცემი უკვე ექნება სისტემაში, და მას სახლში დარჩენას და ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანიზაცებთან დაკავშირებას ურჩევს. გასაოცარი იქნებოდა, თუ თვით ადამიანი ვერ გადაწყვეტდა ამის გაკეთებას, და აპლიკაცია თავად შეატყობინებდა ხელისუფლებას ამ ინფორმაციას.
მჭიდრო კონტაქტის კლასში ის ადამიანები შედიან, რომლებიც ერთად მუშაობენ, მგზავრები და ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობენ, ასევე, ნებისმიერი ტიპის სამედიცინო პერსონალი, მათ შორის, მათი ოჯახის წევრებიც დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან კორონავირუსით დასნებოვნებულ ადამიანთან ერთად მოუწევთ ერთ ოთახში ყოფნა.
ქეროლინ ბიგი, ჰონგ კონგში ბაზირებული იურიდიული ფირმის DLA Piper-ის ტექნოლოგიური სფეროს იურისტი მიიჩნევს, რომ , "ჩინური მხარის თვალსაზრისით, ეს ნამდვილად სასარგებლო მომსახურებაა ადამიანებისთვის ... ნამდვილად ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც რეალურად უჩვენებს, რა ძალა აქვს მონაცემებს, როდესაც ისინი სასიკეთოდ გამოიყენება.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გამოჩნდა ეს აპლიკაცია, იგი China Electronics Technology Group Corporation-მა, სამთავრობო უწყებებთან და ჯანდაცვისა და სატრანსპორტო ორგანოებთან ერთად დაამუშავა. აპლიკაცია უბრალოდ ვერ შეძლებს სწორად ფუნქციონირებას მთელი რიგი დეპარტამენტების მონაცემებთან სრული წვდომის გარეშე და ვერც რეალურ სარგებლობას მოიტანს.