"მასა და მენი" – ბიზნესის პერსონიფიკაციისა და განვითარების ახალი ხაზი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"თუ არა დღეს, მაშინ როდის?!" უნდა აქციო შენი ბიზნესის იდეად, ან არსებული ბიზნესი აიყვანო ახალ ეტაპზე - "მასა და მენის" მარკეტინგული სკოლა და საკონსულტაციო სააგენტო სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად შეიქმნა.

"მასა და მენი" განსხვავებული ხედვებითა და სტრატეგიით ეხმარება სტარტაპებსა და ბიზნესებს, რათა თავიანთი ბრენდი აქციონ არა მხოლოდ პროდუქტად, რომელიც კარგად იყიდება, არამედ ბრენდად, რომელიც მომხმარებელთან ემოციურადაა დაკავშირებული.

ბრენდი "მასა და მენი" ორ კონცეფციას აერთიანებს - ბრენდს, როგორც საზოგადოებას და ბრენდს, როგორც პერსონას. ანუ, ეს არის ბიზნესი, რომელსაც აქვს ქცევის მოდელი და ემოცია, რომელსაც მომხმარებელი მატერიალური სარგებლის მიღმა, ემოციური კავშირის გამო ირჩევს", - ამბობს მმართველი პარტნიორი, დეა ცომაია.

"მასა და მენი" ორიენტირებულია ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც სურთ საკუთარი იდეების ბიზნესად ქცევა, თუმცა ამ გზაზე ცოდნის დეფიციტი, შიში ან დროის უქონლობა ხშირად აფერხებთ. მმართველი პარტნიორი, საბა სიჭინავა აღნიშნავს, რომ "მასა და მენისთვის" ადამიანები ორ ძირითად ჯგუფად იყოფიან: "პირველ ჯგუფში ერთიანდებიან ის ადამიანები, რომელთაც თავიანთი ჰობის ან უნარის ბიზნესად ქცევა სურთ, მაგრამ არ იციან საიდან დაიწყონ, ან ფიქრობენ, რომ ფინანსების არქონა ხელის შემშლელი ფაქტორია, ხოლო "მეორე ჯგუფში არიან ისინი, ვისაც უკვე აქვთ ბიზნესი, მაგრამ არ იციან, როგორ მოიზიდონ მომხმარებლები, რომლებისთვისაც ბიზნესი სანდო მეგობრად იქცევა".

"მასა და მენი" ბიზნესებისთვის ისეთ ხედვას ქმნის, რომლის საშუალებითაც ბრენდის ეფექტურობა გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება. როგორც საკონსულტაციო ჯგუფის ერთ-ერთი მმართველი პარტნიორი, მარიამ გელაშვილი აღნიშნავს, რომ მათი მიზანია, დამკვეთ კომპანიებს შეუქმნან საკუთარი ემოცია, ქცევის ინდივიდუალური მოდელი და ხასიათი, რომელიც მათ ბრენდს ისეთ პერსონად აქცევს, ვისთან კომუნიკაციაც მომხმარებელს სიამოვნებას ანიჭებს.

ბიზნესის დაწყება, რომელიც ბაზარზე პრობლემას წყვეტს, გაბედულებას და თანმიმდევრულობას მოითოვს. "ჩვენი მიზანი მარკეტინგის მეოთხე განზომილების დანახვა და შედეგად ბიზნესების განვითარებაში მონაწილეობაა", - ამბობს დეა. ვიცით, რა მიმართულებით გვსურს წავიდეთ, ამიტომ ჩვენი დამკვეთი ჩვენი არჩევით სწორ დროსა და ადგილზე მოხვდება".

"ჩვენს საქმიანობაში მთავარი მამოძრავებელი იდეა არის ადამიანი, - აღნიშნავს მმართველი პარტნიორი, ნანა კუტალია, - მაშინ, როდესაც მომხმარებლებისთვის თავიანთი ბიზნესის ინდივიდუალური განვითარების საჭირო ხედვას ვქმნით, ვგრძნობთ, რომ ჩვენი საქმიანობა სასარგებლოა. ჩვენი სლოგანი - "თუ არა დღეს, მაშინ როდის?!" - მთავარი მოტივაციაა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე არა მარტო ჩვენ გვახსენებს, არამედ ჩვენს მომხმარებლებსაც, რომ თუ დღეს გადასალახავ გამოწვევებს ხვალისთვის გადავდებთ, ყველაზე მნიშვნელოვანს - დროს - დავკარგავთ".

მმართველი პარტნიორების თქმით, "მასა და მენის" მიზანი ქართული ბიზნესებისა და სტარტაპების დახმარებაა განსხვავებული ხედვის შექმნაში. მომავალი ერთი წლის განმავლობაში "მასა და მენს" სურს ბიზნესებისთვის ისეთ სანდო პარტნიორად იქცეს, რომელსაც ისინი რთულ პერიოდებში ენდობიან. გუნდი გეგმავს, რომ მარკეტინგული და საკონსულტაციო სერვისები მაქსიმალურად მოარგონ მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და იქცნენ მეგობრად, რომელსაც შეუძლიათ დაეყრდნონ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია