M|catering ხელოვნება პირდაპირ სუფრაზე კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებითა და განახლებული სერვისებით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur M|group-ის შესახებ გიამბობთ, რომლის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებასაც M|catering-ი წარმოადგენს. კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებითა და განახლებული სერვისებით, პროექტების ორგანიზების მრავალფეროვან შესაძლებლობას და სრულყოფილი ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო ყველა სერვისს გთავაზობთ. ამ ყველაფრის შესახებ უფრო ვრცლად და დეტალურად M|group-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი − ზინკა ბოროდკინა და კომპანია M|group–ის ბრენდ შეფი – გიორგი არაბული გვიამბობენ.
რას სთავაზობს საზოგადოებას M|group-ი?
M|group-ის მიმართულებები საკმაოდ მრავალმხრივია. დღეისათვის ჯგუფის მართვაში შედის 8 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი, როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონში. ჩვენს მმართველობაში შედის რამდენიმე რესტორანი, ესენია: "პურის სახლი", "მასპინძელო", "უბანი", "მეტეხის ჩრდილში", "ოტიუმი".
წელს სრულიად განსხვავებული პროექტით წარვდექით მომხმარებლის წინაშე – პროექტი "მასპინძელო ექსპრესი" არის რესტორანი, რომლის ორი ფილიალი უკვე გავხსენით. ერთი მდებარეობს გ.ახვლედიანის 20-ში, ხოლო მეორე ც.დადიანის 26 ა-ში. "მასპინძელო ექსპრესის" მიზანია მოერგოს ცხოვრების სწრაფ რიტმს, სადაც სტუმარი უმოკლეს დროში შეძლებს მიიღოს ჯანსაღი, ქართულ ნედლეულზე დამზადებული, უგემრიელესი გათანამედროვებული კერძები, რომლებიც მომზადების ყველა ტრადიციას მოიცავს.
M|Catering-ის მიმართულებას რაც შეეხება, M|Group-ი აქაც მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. კომპანიას ამ დრომდე ჩატარებული აქვს ათასობით ღონისძიება. წელს M|Catering-ი განვაახლეთ − როგორც მენიუს თვალსაზრისით, ასევე ვიზუალური წარდგენით. შესაბამისად, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი აქცენტი გამახვილებულია M|Catering–ზე. გვსურს, რომ ჩვენს დამკვეთს ჰქონდეს სერვისის სრული არჩევანი. M|Catering-ის გემოებსა და ვიზუალზე იზრუნა ჩვენმა ბრენდშეფმა − გიორგი არაბულმა. ის ნამდვილი ვირტუოზი, საოცარი იდეების პატრონი და გემოების შერწყმის ოსტატია.
გიორგი, როდის დაინტერესდით პირველად კულინარიით და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
ჩემი სამზარეულოს მიმართ ინტერესი ღრმა ბავშვობიდან იწყება. ხშირად მიწევდა შინ მარტო ყოფნა, შესაბამისად კერძიც თავადვე უნდა მომემზადებინა საკუთარი თავისთვის. როგორც აღმოჩნდა, იმაზე უკეთ გამომდიოდა ეს საქმე, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ამიტომ დედაჩემმა გადაწყვიტა უფრო სიღმისეულად შემესწავლა კულინარია. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ოჯახში 6 ადამიანი ვიყავით და აქედან ოთხნი სწორედ ამ პროფესიით ვმუშაობდით.
ჩემი ისტორია "მარკო პოლოდან" იწყება, თუმცა ამ პერიოდში ფაქტობრივად საერთოდ არ იყო ეს სფერო მოთხოვნადი. ძალიან დიდი შრომა იხარჯებოდა ყველა მზარეულისგან, რათა ეს პროფესია ისეთი დაფასებული გამხდარიყო, როგორიც დღეს არის.
ძალიან მახარებს ფაქტი, რომ როდესაც მომხმარებელი მიირთმევს კერძს, ხვდება ხარისხს, შესაბამისად აფასებს ღირებულებას და შემდეგ პროდუქტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებელი მზად არის სიახლისთვის, ეს კი ზრდის კონკურენციას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მომხმარებელმა გაგვზარდა ჩვენც. ერთად მივედით ამ შედეგამდე.
ამ პროფესიით დაინტერესების შემდეგ რა იყო თქვენი ინსპირაცია?
ჩემი ინსპირაციის წყარო იყო თენგიზ ჩხიკვინაძე – ძალიან წარმატებული მზარეული, რომელიც ძალიან ბევრ საერთაშორისო კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ხშირად გამარჯვებულიც ბრუნდებოდა. დღემდე მაქვს თენგიზის გავლენა და ხშირად ვიყენებ მის ხელწერას კერძების მომზადებისას.
გიფიქრიათ მენიუზე, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გემოვნებით შექმნიდით?
მენიუ, რომელსაც მე შევქმნი, ადამიანს ამოგზაურებს ბავშვობის მოგონებებში. აი, ისეთში, ბებიის რეცეპტებს რომ მოაგონებს. სწორედ ამგვარი იქნება ჩემი რესტორანი, რომელსაც აუცილებლად გავხსნი ახლო მომავალში.
რამდენი ხანია, რაც M|group–თან თანამშრომლობთ?
M|group–თან ვთანამშრომლობ უკვე წელიწად ნახევარია და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო, შრომატევადი პერიოდი გავიარეთ ყველამ ერთად და ერთობლივი ძალებით მივედით იმ შედეგამდე, რომელსაც საზოგადოებას ვთავაზობთ.
რატომ უნდა ავირჩიოთ M|catering–ი?
M|catering უპირველეს ყოვლისა უნდა ავირჩიოთ იმიტომ, რომ ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებულები. პოტენციურ დამკვეთს ვთავაზობთ საუკეთესო სერვისს, რაშიც მოიაზრება სისწრაფე, მოქნილობა, მენიუს მრავალფეროვნება, განსხვავებული ვიზუალი, სერვირება და სრული მომსახურება მისთვის სასურველ ლოკაციაზე.
გვესაუბრეთ M|catering–ზე.
M|catering-ი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც 17 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და ჩატარებული აქვს 4 000-ზე მეტი ღონისძიება თუ პროექტი. მრავალწლიანი გამოცდილებითა და განახლებული სერვისებით M|Catering პროექტების ორგანიზების მრავალფეროვან შესაძლებლობას და სრულყოფილი ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო ყველა სერვისს გთავაზობთ.
შესაბამისად, ორგანიზებას ვუწევთ ნებისმიერი სახის ღონისძიებას – იქნება ეს კორპორაციული, სადღესასწაულო, ქორწილი, ნიშნობა, დაბადების დღე თუ უბრალოდ, მეგობრების შეკრება. აბსოლუტურად ნებისმიერ სეგმენტზე მორგებული პროდუქტი გვაქვს და რაც მთავარია, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ლოკაციას, არ არსებობს სირთულე და წინაღობა, რომელსაც ორგანიზებას ვერ გავუწევთ, რადგან ამ ყველაფრის უკან პროფესიონალთა დიდი გუნდი დგას.
რამდენად ერგება არსებული ინვენტარი ყველანაირ დეკორს და ღონისძიების სპეციფიკას?
მნიშვნელოვანია ღონისძიების მიმათულება, ანუ რისთვის ეწყობა ესა თუ ის დეკორი და სამზარეულო – ეს არის ქორწილი, ნიშნობა, დაბადების დღე, ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული წვეულება თუ სხვა. შესაბამისად, ინვენტარის შეძენაც ხდება ღონისძიებიდან გამომდინარე. მთელი ეს პროცესი გადის უამრავ პუნქტს.
საზოგადოებას სთავაზობთ ტრადიციულ გემოებს, თუ კერძების თქვენეულ ინტერპრეტაციებს?
საზოგადოებას ვთავაზობთ როგორც ტრადიციულ კერძებს, ასევე ჩვენი ინტერპრეტაციით შექმილ გემოებს, რაზეც ვმუშაობ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი ჩართულია ამ პროცესში. ეს მოიცავს ქართული გემოების წარმოჩენას დახვეწილი და გათანამედროვებული ვიზუალით.
მოგეხსენებათ ქართული გემოები უფრო მეტად გამოხატულია ცხელ კერძებში, ამიტომ ჩვენი მენიუც ძირითადად ქართულ გემოებზე დაყრდნობით არის შექმნილი. თუმცა შევეცადეთ იმ ევროპული სალათებისთვის, რომლებიც ასევე ძალიან მოთხოვნადია და გვერდს ვერ ავუვლიდით, მიგვეცა ჩვენებური ინტერპრეტაცია და გამოგვეყენებინა, თუნდაც კახური ზეთი, რათა აქაც მკვეთრად გამოხატული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ტრადიციული არომატები.
ძალიან დიდი ჩამონათვალი გვაქვს, რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერი დამკვეთის მოთხოვნებს. იმდენად მრავალფეროვანია ჩვენი ფურშეტი, რომ ნებისმიერ სეგმენტს თავისუფლად ერგება, მათ შორის ვეგანს და ვეგეტარიანელს, რათა მათი სურვილებიც ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული ჩვენ მიერ.
რამდენად ხშირად გაქვთ ხოლმე ფორსმაჟორული დაკვეთები?
ფორსმაჟორული დაკვეთები ძალიან ხშირად გვაქვს, რის განხორციელებაც უმოკლეს დროში ძალიან რთული და შრომატევადია, მაგრამ არასოდეს ვიხევთ უკან. ასეთ დროს მთელი გუნდი ვერთიანდებით და ვიწყებთ დამკვეთის სურვილების დაკმაყოფილებას.
გიორგი, დაგიმატებიათ თუ არა მენიუში კერძები დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე?
მზარეულები ვვითარდებით მომხმარებლებთან ურთიერთობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათგან ძალიან ბევრ სიახლეს ვიგებთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თუნდაც კერძების მიმართულებით და ჩვენც ვცდილობთ მენიუს შევმატოთ ის გემოები, რომლებიც მანამდე არ იყო ჩამონათვალში. სწორედ ამ მიდგომით არაერთი კერძი დავამატეთ ჩვენს მენიუს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ.