პირველად საქართველოში! მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო პროგრამები SEU სტუდენტებს ახალ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხელოვნური ინტელექტი (AI) დღესდღეობით ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელსაც აქვს პოტენციალი გარდაქმნას ჩვენივე სამყარო მრავალი გზით. ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება სწრაფად ცვლის ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს, სამუშაო ბაზარს. ამ უკანასკნელს კი უზარმაზარი პოტენციალი აქვს ინდუსტრიების გარდაქმნის, ახალი შესაძლებლობების შექმნის და რთული პრობლემების გადასაჭრელად.
როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში მზარდია მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების გამოცდილების მქონე პროფესიონალებზე, მაგრამ ასევე არის ამ სფეროებში გამოცდილი პერსონალის დეფიციტი. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ბაზარზე დღევანდელი გამოწვევებისა და მოთხოვნილებების საპასუხოდ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები შექმნა: მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა, ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა.
ახალ პროგრამებს აკრედიტაცია 2023 წლის 11 აპრილს მიენიჭა. SEU სტუდენტთა პირველ ნაკადს წელს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა აუცილებლად უნდა ჩააბარონ მათემატიკა ან/და ფიზიკა და ეროვნულ გამოცდებზე აღნიშნულ საგნებში გადალახონ 50%-ზე მეტი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რაც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში ერთ-ერთი მაღალი მოთხოვნაა.
აღნიშნულ პროგრამებში გამოყენებული სწავლების ინოვაციური და პრაქტიკული მეთოდები შექმნილია სტუდენტების მოსამზადებლად რეალური გამოწვევებისთვის და შესაძლებლობებისთვის. პროგრამები შეიმუშავეს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების მიღებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლების პროგრამებზე.
სტუდენტებს SEU-ში დახვდებათ პირველი ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი საქართველოში. სწავლის პერიოდში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სასწავლო პრაქტიკა დარგში არსებულ SEU-ს პარტნიორ ორგანიზაციებში: მსხვილ თუ მცირე ბიზნეს კომპანიებში, ბანკებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, საერთაშორისო კომპანიებში, სატელეკომუნიკაციო კომპანიებში და სხვა. ეს სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს რეალურ, პრაქტიკულ ქეისებზე იმუშაონ (Project based learning).
პროგრამები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალით, რომელთაც აქვთ სფეროში სწავლების დიდი გამოცდილება, აქტიურად ჩართულნი არიან საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტებსა და ღონისძიებებში.მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს იყოს მოთხოვნადი კანდიდატი იმ ორგანიზაციისთვის, რომელსაც მონაცემთა ანალიზი და მისი სასარგებლო ინფორმაციად ქცევა სჭირდება, ხოლო მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ჭკვიანი ტექნოლოგიის შექმნის უნარი და სრულიად ადაპტირებული იქნება თანამედროვე გამოწვევებთან".
კურსდამთავრებულები შეძლებენ იმუშაონ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად, მონაცემთა ინჟინრად, მონაცემთა ანალიტიკოსად, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორად, და სხვა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ SEU-ს პროგრამები სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას დაიფინანსონ სწავლა დამსაქმებლის მიერ და გადაიხადონ დასაქმების შემდეგ. ეს უკანასკნელი ხდის ამ პროგრამებს ხელმისაწვდომს სტუდენტების უფრო ფართო სპექტრისთვის და უზრუნველყოფს, რომ დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ შეისწავლონ ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები ტექნოლოგიურ სფეროში.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, SEU-ს პროგრამები სტუდენტებს მიაწვდის ციფრულ ეპოქაში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარებსა და ცოდნას, რაც ხელს შეუწყობს მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის სფეროში, დასაქმების ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2024 წლის სექტემბრისთვის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო პროგრამის დამატებასაც გეგმავს.