Get All Access for $5/mo

როგორ მოვიპოვოთ სასურველი ქვეყნის ბინადრობა ინვესტირების გზით - Henley & Partners-ის წარდგენა საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2024 წლის 10 აპრილს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით - "Henley & Partners-ის წარდგენა საქართველოში. Henley & Partners არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, საინვესტიციო ბინადრობისა და მოქალაქეობის საკითხებზე.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას, საშუალება ექნება გაეცნოს პოპულარულ საინვესტიციო საიმიგრაციო პროგრამებს მსოფლიოს მასშტაბით. Henley & Partners-ის წარმომადგენლები მიმოიხილავენ ისეთი ქვეყნების პროგრამებს, როგორებიცაა ესპანეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, მონაკო, საბერძნეთი, და სხვა.

კონფერენციაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება უძრავი ქონების პრესტიჟული ესპანური კომპანია Benrock Capital, რომლის წარმომადგენელი მიმოიხილავს უძრავი ქონების ბაზარს ესპანეთში და გააცნობს აუდიტორიას საინვესტიციო შესაძლებლობებს.

Henley & Parners-ის ოფიციალური წარმდგენი საქართველოში და ღონისძიების თანაორგანიზატორია ქართული საკონსულტაციო ფირმა Consultive.

კონფერენციაზე დასწრება უფასოა, თუმცა შეზღუდული რაოდენობის ადგილების გამო, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა და დასტურის მიღება. კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და კონფერენციაზე რეგისტრაციის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე - www.consultive.ge/conference

ღონისძიების აქტუალურობა განპირობებულია რიგი საერთაშორისო ტენდენციებით. დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, მისი მშობლიური ქვეყნის გარდა, ასევე ჰქონდეს სხვა ქვეყნის ბინადრობა ან მოქალაქეობა. ამგვარი მოთხოვნა განპირობებულია ისეთი თანმდევი უპირატესობების მოპოვების სურვილით, როგორებიცაა გამარტივებული გლობალური მობილობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობა, და სხვა. ამ მიზეზების გამო, მოთხოვნა ალტერნატიულ ბინადრობასა და მოქალაქეობაზე განსაკუთრებით გაზრდილია მაღალ-შემოსავლიან ადამიანებს (HNWI), მეწარმეებსა და საერთაშორისო ინვესტორებს შორის.

ზემოაღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ, უამრავმა ქვეყანამ შეიმუშავა შესაბამისი საიმიგრაციო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს და მათ ოჯახებს, ინვესტირების გზით მოიპოვონ ამ ქვეყნის ბინადრობა ან/და მოქალაქეობა. თითოეულ ასეთ იურისდიქციაში მოქმედებს ადგილობრივი რეგულაციები, დაწესებულია განსხვავებული კრიტერიუმები და პროცედურები.

25 წლიანი გამოცდილებით და 45 ფილიალით მსოფლიოს გარშემო, Henley & Partners ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული საკონსულტაციო ფირმაა ამ სფეროში. ყოველწლიურად, კომპანია ასობით HNWI პირს ეხმარება მოიპოვოს ბინადრობა ან/და მოქალაქეობა სასურველ იურისდიქციაში. აგრეთვე, კომპანია კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებს, რათა მათ მოახერხონ ეფექტური საიმიგრაციო პროგრამების შემუშავება, დანერგვა და პოპულარიზაცია.

2024 წლის 10 აპრილს, Henley & Partners-ის წარმომადგენლები პირველად ეწვევიან საქართველოს, კონფერენციის ჩასატარებლად. ღონისძიება მიზნად ისახავს წარადგინოს კომპანია ქართველი აუდიტორიის წინაშე. აგრეთვე, მოწვეული მომხსენებლები მიმოიხილავენ პოპულარულ საინვესტიციო საიმიგრაციო პროგრამებს მსოფლიოს გარშემო.

ვინაიდან ესპანეთის საინვეტიციო საიმიგრაციო პროგრამა გამორჩეულად ეფექტური და პოპულარულია, მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. საქართველოს მსგავსად, ესპანეთშიც, ბინადრობის მოპოვება ასევე შესაძლებელია უძრავ ქონებაში ინვესტირების გზით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონფერენციაზე მოწვეულია უძრავი ქონების პრესტიჟული ესპანური კომპანია Benrock Capital, რომლის წარმომადგენელი მიმოიხილავს უძრავი ქონების ბაზარს ესპანეთში და გააცნობს აუდიტორიას საინვესტიციო შესაძლებლობებს.

საერთო ჯამში, კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას დამსწრე საზოგადოებისთვის, აღმოაჩინოს გლობალური მობილობის მრავალფეროვანი შესაძლებლობები.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!