Join our Waitlist for Expert Advice!

საქართველოს ბანკის მობილბანკს თანხის მოთხოვნისა და თანხის გაყოფის ფუნქციონალი დაემატა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებლებისთვის ახალი, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებულ ციფრული გადაწყვეტების შეთავაზებას განაგრძობს. მობილბანკს ამჯერად თანხის გაყოფისა და მოთხოვნის ფუნქციონალი შეემატა. თანხის მოთხოვნის ფუნქცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად შეაგროვოს ან ისესხოს ნებისმიერი ოდენობის თანხა, როგორც საქართველოს ბანკის, ასევე სხვა ბანკის მომხმარებლებისგან. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა მეგობრების მიერ დაბადების დღის საჩუქრისთვის ფულის შეგროვება, ერთობლივი სადილი ან ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საერთო ფულად კონტრიბუციას მოითხოვს, თანაც წინასწარ. მობილბანკის ეს ფუნქცია ერთგვარი საორგანიზაციო ციფრული ინსტრუმენტია. თანხის მოთხოვნა მარტივად, ერთი მესიჯის პრინციპით მუშაობს და თავიდან გვარიდებს ერთმანეთისთვის ანგარიშის ნომრების გზავნის პრაქტიკას ან სიტყვიერ შეხსენებას. თანხის მოთხოვნისთვის მობილბანკში ირჩევთ ადრესატებს (კონტაქტების სიიდან თუ სიის გარეთ), უთითებთ, რა თანხას ითხოვთ თითოეული მათგანისგან და წერთ დანიშნულებასაც.

ხოლო რაც შეეხება თანხის გაყოფის ფუნქციონალს, ის ისეთი შემთხვევებისთვისაა, როდესაც სხვების ნაცვლად ფულის გადახდა გვიწევს. მისი დახმარებით მომხმარებელი სწრაფად და კომფორტულად შეძლებს გადახდილი თანხის მეგობრებთან გადანაწილებასა და მოთხოვნას, რაც არაერთ უხერხულობას აგარიდებთ, პროცესს კი მეტ გამჭვირვალობას და სიცხადეს სძენს. მოთხოვნის გაგზავნა და თანხის მიღება ახალი ფუნქციონალების მეშვეობით თანაბრად მარტივია.

თანხის გასაყოფად მობილბანკში უნდა მონიშნოთ შესაბამისი ოპერაცია, შემდეგი ნაბიჯი კი იმ ადამიანების მონიშვნაა, ვისთანაც თანხის გაყოფა გჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციის გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის ადრესატები საქართველოს ბანკის მომხმარებლები იყვნენ. მათი მონიშვნა შეგიძლიათ როგორც მობილბანკის, ასევე ტელეფონის კონტაქტების სიიდან. ამასთან, შესაძლებელია უცხო ნომრის შეყვანაც. მას შემდეგ კი, რაც ყველა ადრესატს შეარჩევთ და მიუთითებთ დანიშნულებას, მობილბანკი გადახდილ თანხას ადრესატებზე თანაბრად გადაანაწილებს. ადრესატები კი თანხის გაყოფის მოთხოვნას, შესაბამისი დეტალების მითითებით, SMS შეტყობინების სახით იღებენ.

რაც შეეხება თანხის მოთხოვნას, მობილბანკში უთითებთ ადრესატებს (კონტაქტების სიიდან თუ სიის გარეთ), უთითებთ, რა თანხას ითხოვთ თითოეული მათგანისგან და წერთ დანიშნულებასაც. ადრესატები იღებენ შეტყობინებებს, რომელშიც მითითებულია მოთხოვნილი თანხის რაოდენობა, დანიშნულება და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა ჩარიცხონ თანხა. ადრესატებს, რომლებიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, მობილბანკში შესვლისთანავე დახვდებათ თანხის მოთხოვნა, რომელსაც მხოლოდ დადასტურება დასჭირდება.

საქართველოს ბანკი უახლოეს მომავალშიც კიდევ არაერთ საინტერესო და ინოვაციურ გადაწყვეტას გვპირდება, რომელიც თანხის მიმოცვლასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ოპერაციებს გაცილებით კომფორტულსა და მარტივს გახდის.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია