''ვაპირებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას'' - WiFi-ს შემქმნელი საქართველოშია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
WiFi-ის, wiMax-ისა და LTE-ის გამომგონებელმა, Hatim Zaghloul-მა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) შეხვედრა სტუდენტებისთვისა და სტარტაპერებისთვის გამართა.
სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საერთაშორისო გამოცდილება და აგრეთვე, აღნიშნა, რომ მისი სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს ბაზარზეც დაიწყება, რისთვისაც მოიწვია ყველა დაინტერესებული პირი თანამშრომლობისთვის:
- Inovatian არის მისი კომპანია, რომელიც საქართველოში აპირებს კვლევითი ცენტრის დაარსებას რათა, არსებულ ოპერატორებთან თანამშრომლობით, ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესთავაზოს მათ სატელეკომუნიკაციო სერვისები იმ ადგილებში, სადაც მათზე წვდომა არ არის;
- დააფუძნა კომპანია FUTIRA საქართველოში არსებული უძრავი ქონების სააგენტო OTI-სთან ერთად. სამომავლოდ, FUTIRA აპირებს Inovatian-ის ქსელების დასაფინანსებლად კრიპტო ვალუტის გამოშვებას, რომელიც იქნება საკრედიტო საშუალება ქსელებში.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, მსგავსი ტიპის შეხვედრები სტუდენტებსა და სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს პირდაპირი კავშირი მსოფლიო დონის გამომგონებლებთან და მათთან პარტნიორობით წამოიწყონ საერთაშორისო მასშტაბის პროექტები.