Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საუკეთესო აპლიკაციები ბიზნესისთვის 2020 წელს ის ახალი და მოძველებული აპლიკაციები, რომლებიც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

დღეს აპლიკაციები ისეთი მნიშვნელოვანი გახდა, რომ მათ ბიზნესის გარდაქმნაც კი შეუძლიათ. ისინი წვდომას აუმჯობესებენ, მონაცემთა შენახვის ხელსაყრელ ვარიანტებს გვთავაზობენ და ოპერაციების გამარტივებასაც უწყობენ ხელს. მაგრამ აპლიკაციები მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ ისეთებს იყენებთ, რომლებიც თქვენს ბიზნესს შეესაბამება. თუ არ ხართ დარწმუნებული, რით უნდა დაიწყოთ, საუკეთესო ვარიანტი იმის დადგენა იქნება, თუ რომელი აპლიკაციებია ყველაზე პოპულარულია სხვა კომპანიებში.

თავის ყოველწლიურ Businesses @ Work report ანგარიშში, კომპანია Okta-მ ბიზნესის ყველაზე პოპულარული აპლიკაციების წლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. Okta ღრუბლის პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის კომპანიებს, მომხმარებლის აუთენტიფიკაციასა და მართვაში ეხმარება. პროგრამისტებს კი, - იდენტიფიკაციის კონტროლის ელემენტების შექმნაში აპლიკაციებში, ვებ გვერდებსა და სხვადასხვა აპარატურაში. კომპანიამ იმ მომხმარებლების ბოლო წლის მონაცემები გაანალიზა, რომლებიც თავის მოწყობილობებში შესასვლელად Okta-ს იყენებენ. მისი კლიენტები სტარტაპებიც არიან და მსხვილი კომპანიებიც სხვადასხვა ინდუსტრიებიდან ასი ათასობით თანამშრომლით. ანგარიშში ცხრილის სახით არის წარმოდგენილი აპლიკაციები, რომლებსაც კომპანიები ხშირად იყენებენ, რაც იმის დადგენაში დაგეხმარებათ, თქვენ რომელი გჭირდებათ ყველაზე მეტად.

აპლიკაციები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ

რაც შეეხება, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე აპლიკაციებს, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ორ ადგილს - Microsoft Office და Salesforce იკავებენ. ხოლო პოპულარობის მიხედვით, მესამეს და მეოთხეს, შესაბამისად, Amazon Web Services და G Suite.

მაგრამ მდგომარეობა ცოტა არ იყოს იცვლება, აპლიკაციების ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის რაოდენობის მიხედვით შეფასებისას. Office 365 თავის პირველ ადგილს ინარჩუნებს, მას უკან Workday, ServiceNow, G Suite და Salesforce მოსდევენ, შესაბამისად, მეორე-მეხუთე ადგილებს იკავებენ. Office 365- ს, G Suite-ზე თითქმის ორჯერ მეტი მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ G Suite-ის გასული წლის ზრდის მაჩვენებები უფრო მაღალი იყო: ამ აპლიკაციის ყოველთვიური კლიენტების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდა, იმ დროს, როდესაც Office 365-ისა, მხოლოდ - 38 პროცენტით.

Slack და Zoom 10 ყველაზე პოპულარული აპლიკაციების ათეულში მოხვდნენ. ერთობლივი მუშაობის ეს ორივე აპლიკაცია, ისეთ კომპანიებს შორისაც კი პოპულარულია, რომლებიც ისეთ აპლიკაციებს იყენებენ, როგორიც Microsoft Office-ია. მათი ეფექტურობის მაჩვენებელი მათი ზრდაა: Zoom-ს წინა წელთან შედარებით 76 პროცენტიანი ზრდა ჰქონდა. ამ აპლიკაციების მეშვეობით თითქმის მთლიანად ხდება ბიზნესის მუშაობის გარდაქმნა, ისინი დისტანციურ გუნდებს ეხმარებიან გაცილებით ეფექტურები გახდნენ ან კიდევ, უკეთ შეძლონ საოფისე ამოცანების შესრულება.

ქვემოთ, იმ აპლიკაციების ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე პოპულარულია და ყველაზე ფართოდ გამოიყენება:

  • დეველოპერის ინსტრუმენტები: Atlassian Product Suite, GitHub, PagerDuty
  • HR ინსტრუმენტები: Workday, BambooHR, UltiPro
  • Video კონფერენცია: Zoom, Cisco Webex, RingCentral
  • Online სწავლა: LinkedIn Learning, Grammarly, and Pluralsight

ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაციები

2019 წელს მრავალ აპლიკაციათა შორის რამდენიმე თავისი ასტრონომიული ზრდით გამოირჩოდა. Snowflake უდავო გამარჯვებულია თავისი 273პროცენტიანი ზრდით, წინა წელთან შედარებით. თუ ჯერ კიდევ არ ხართ გარკვეული Snowflake-ის მიმართულებაში, იცოდეთ, რომ Snowflake ღრუბლის მონაცემთა პლატფორმაა, რომელიც მონაცემთა ინტეგრირებული პროექტირების, მათი უსაფრთხო გაცვლის, აპლიკაციების განვითარების და კიდევ ბევრი სხვა ამოცანის შესრულების საშუალებას იძლევა. მის მთავარ კლიენტთა შორის არიან, CapitalOne, Lionsgate, Overstock და Nielsen.

Snowflake-ს მოსდევს Opsgenie, Google Cloud, და Splunk, თითეული მათგანს 100 პროცენტიანი ზრდა აქვს წინა წელთან შედარებით. სხვა სწრაფად მზარდი აპლიკაციები, რომლებსაც თვალყური უნდა ადევნოთ, შემდეგია, KnowBe4, Looker, Envoy და Freshservice.

უსაფრთხოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება

ანგარიშში ერთი აშკარად შესამჩნევი ტენდენციაც გამოიკვეთა: "კომპანიები უსაფრთხოების და მონაცემთა ინსტრუმენტებს გაცილებით ხშირად იყენებენ. და რადგან ისინი თავისი ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად სულ უფრო ხშირად იყენებენ მონაცემებს, უფრო მეტად ისეთ აპლიკაციებს ირჩევენ, როგორებიცაა, Snowflake და Looker, რომ ამ მონაცემთა შეფასებასა და დასაბუთებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროთ. მაგრამ მონაცემთა გამოყენების ზრდასთან ერთად, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაც ხდება აუცილებელი. უსაფრთხოების ეს ინსტრუმენტები ოთხ მთავარ კატეგორიად იყოფა:

  • პირადი დაცვა
  • აპარატურის დაცვა
  • ქსელის დაცვა
  • ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაცვა

Okta-ს მომხმარებელთა 67 პროცენტი, სულ მცირე, ერთ უსაფრთხოების ინსტრუმენტს მაინც იყენებს ამ ოთხი კატეგორიიდან, და ყოველი მეოთხე მომხმარებელი, პაროლის მენეჯერს ან სხვა საშუალებასაც, ფიშინგ შეტევებისგან მათ დასაცავად. KnowBe4 კიბერ უსაფრთხოების აპლიკაცია, ზრდის ტემპის მიხედვით, მეხუთე იყო 2019 წელს, მან მომხმარებელთა ანგარიშები 28.000-ზე მეტადაც კი გაზარდა, რაც წლიური გაანგარიშებით 55 პროცენტიანი ზრდაა.

პიროვნების დაცვის ეს ელემენტი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ღრუბლის ტექნოლოგიებზე დამოკიდებული მცირე ბიზნეს კომპანიებისთვის. კომპანიებს, რომლებიც G Suite, Slack-სა და Zoom-ს იყენებენ, თავიანთი მონაცემები ისე აქვთ შენახული, რომ ისინი სახელითა და პაროლის გამოყენებით ხდება ხელმისაწვდომი. სწორედ ამ დაუცველობის გამო ხდება უწინდელზე გაცილებით მნიშვნელოვანი, უსაფრთხოების გაზრდა და პირადი ანგარიშების დაცვა.

აპლიკაციების გამოყენება თქვენი ბიზნესის შესაქმნელად

თუ მზად ხართ თქვენი ბიზნესის მომდევნო ეტაპზე გადასაყვანად, იფიქრეთ იმაზე, რა არის ეფექტური სხვა კომპანიების შემთხვევაში. რას არ გთავაზობთ ეს სწრაფად მზარდი აპლიკაციები, რომლებსაც ასე ფართოდ იყენებენ - უსაფრთხოებას, ღრუბლის საცავებს, გამარტივებულ წვდომას მონაცემებთან და კიდევ სხვა მრავალ უპირატესობას. მათი გამოყენება თქვენს კომპანიასა და თქვენს გუნდს, შესაძლოა, ბიზნესის შენების გზაზე შრომის ნაყოფიერებისა და ეფექტურობის გაზრდაში დაეხმაროს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს