"შესაძლებლობები უსაზღვროა, ერთადერთი ლიმიტი საკუთარი თავია" - ლიზა ეჯიბია, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესების მხარდაჭერისთვის, მათი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოს ბანკი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. მათ საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტები, ბიზნეს დაფინასნების მიღების გამარტივებული პირობები... ეს ბიზნესებისთვის შექმნილი შეთავაზებების მხოლოდ ნაწილია.
"საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესების პორტფელი 200 000-მდე ბიზნეს მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაგან 100 000 ჩვენი პროდუქტებით ყოველდღიურად სარგებლობს. კერძოდ, როგორც საბანკო მომსახურებით - იქნება ეს ტერმინალი, გადახდები თუ სხვა, ასევე ციფრული არხებით - ბიზნეს მობილბანკით, ბიზნეს ინტერნეტბანკითა და ბიზნეს მენეჯერით", - გვიყვება ლიზა ეჯიბია, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი მარკეტინგის გუნდში.
როგორც ლიზა ამბობს, საქართველოს ბანკის გუნდის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყონ საქართველოს ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებას. დასახული მიზნის მისაღწევად და ბიზნესებისთვის განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად კი სხვადასხვა მიმართულება ერთად მუშაობს - მათ შორის არიან ციფრული პროდუქტების, მარკეტინგის, ციფრული საბანკო ეკოსისტემების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების გუნდები.
საქართველოს ბანკის გუნდის ძალისხმევის შედეგად შეიქმნა ისეთი პროექტები, რომლებიც ბიზნესებს გაყიდვების ზრდაში ეხმარება. მათ შორისაა ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი, ბიზნეს მენეჯერი, Ads მენეჯერი და სხვა. ამასთან, ხორციელდება ისეთი პროექტები, როგორებიცაა: ბიზნესისთვის გაყიდვების ზრდის ტექნიკების მასტერკლასები, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, უფასო ბიზნეს კურსები და სხვა.
სწორედ ასეთი ინიციატივების შედეგია, რომ 2023 წელს საერთაშორისო გამოცემა - Global Finance-მა საქართველოს ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის შექმნილი ფინანსური ინოვაციების კატეგორიაში, ბიზნეს მენეჯერისთვის ტოპ ინოვატორის წოდება მიანიჭა.
ამავე წელს, Global Finance-მა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი საუკეთესოდ დაასახელა მსოფლიოში. აღიარება მოიპოვა ასევე სამომხმარებლო მობილბანკმაც, რომელიც საუკეთესო მობილბანკად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში დასახელდა.
ამასთან, ფინანსურმა ინსტიტუტმა მოიპოვა ჯილდოები როგორც ციფრული შეთავაზებების, ინოვაციებისა და ტრანსფორმაციებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის განხორციელებული ინიციატივებისთვის.
მოპოვებული აღიარება კი თანამედროვე, ტექნოლოგიური ინოვაციების იმპლემენტაციით არის განპირობებული.
ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი
როგორც ლიზა გვიყვება, ბიზნეს ინტერნეტბანკი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური პლატფორმაა, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სწორი როლების დელეგირებით, მთელი გუნდის გაერთიანება ერთ სივრცეში მოახდინოს - იქნება ეს მათი ბიზნესის სივრცეში ბუღალტრის დამატება, უფლებების მართვა, თუ სხვა.
"გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესის მართვისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტების დიდი ნაწილი ბიზნეს ინტერნეტბანკშია გაერთიანებული, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ფილიალებში ფიზიკურად მისვლის საჭიროებას და ამარტივებს საჭირო დოკუმენტების გაფორმების პროცესს", - განმარტავს ლიზა.
"რაც შეეხება ბიზნეს მობილბანკს - ეს არის ბიზნესის სწრაფად და მარტივად მართვის შესაძლებლობა, რომელიც მომხმარებლების მხრიდან 91.7 ქულიანი კმაყოფილების მაჩვენებლით არის შესაფებული ", - ამბობს ლიზა და ამატებს, რომ ბიზნეს მობილბანკი შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, მარტივად მოახდინონ თანხის გადარიცხვა, კონვერტაცია, ამონაწერის გადმოწერა და სხვა. ის მათ გადახდების მართვასა და API სერვისებით სარგებლობაში ეხმარება.
ბიზნეს მენეჯერი და Ads მენეჯერი
"ბიზნეს მენეჯერი რამდენიმე თვეა რაც ჩაეშვა, თუმცა, პროდუქტის შექმნამდე, ჯერ კიდევ იდეაზე მუშაობის პერიოდში, ეს პროდუქტი ჩემი რჩეული გახდა. ვიზუალური სტილის შემუშავებიდან დაწყებული, მისი ჩაშვების კამპანიით, პროდუქტის მარკეტინგით და მუდმივ რეჟიმში მის გაუმჯობესებაზე მუშაობით დასრულებული - პირველივე დღიდან ეს გზა ერთად გავიარეთ. შესაბამისად, მისი ყოველი წარმატება ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა", - აღნიშნავს ლიზა.
ამბობს, რომ ბიზნეს მენეჯერი ბიზნესის მართვისთვის, გაყიდვების ზრდისა და ანალიტიკის სანახავად უნიკალური პლატფორმაა და მისი ანალოგი ბაზარზე არ არსებობს.
"Ads მენეჯერიც შედარებით ახალი პროდუქტია, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან მათი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება (იქნება ეს ქეშბექი, ფასდაკლება, პლუს შეთავაზებები თუ სხვა) ონლაინ და მიაწოდონ ის საქართველოს ბანკის მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს პლატფორმების 1.4 მილიონ მომხმარებელს", - განმარტავს ლიზა.
ამბობს, რომ პლატფორმის მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მათთვის საინტერესო ანალიტიკა მომხმარებლის ასაკის, ქალაქების მიხედვით განაწილების, გადახდების საშუალო რაოდენობის, მათი ქცევისა და ინტერესების შესახებ.
"პლატფორმის მეშვეობით ბიზნესებს ვაცნობთ თუ რამდენი ახალი, დაკარგული და აქტიური მომხმარებელი ჰყავთ, რაც განსაკუთრებით კომფორტულია როცა ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებს იყენებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესების ძირითადი ნაწილი გადახდებზეა ორიენტირებული ზოგად ინტერესებზე, პლატფორმა აძლევს მათ უნიკალურ შესაძლებლობას, ასევე გააკეთონ აქცენტი მომხმარებლის ზოგად ინტერესებზე და შესაბამისად, ჰყავდეთ პირადი "ანალიტიკოსი", რაც ბიზნესს ეხმარება, მიიღონ ინფორმირებული და ეფექტური გადაწყვეტილებები", - განმარტავს ლიზა.
მისივე თქმით, ყოველი ახალი სერვისის შექმნის, ან არსებული პროდუქტისთვის ახალი ფუნქციონალის დამატების პროცესში ციფრული პროდუქტების გუნდი ბიზნესის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს იკვლევს, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კი ეფექტურ გადაწყვეტებს ქმნიან.
"ჩვენი გუნდის მიზანია, შევქმნათ რეალური ღირებულება ბიზნესებისთვის - ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალისთვის და დავეხმაროთ მათ, არ გაჩერდნენ. მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ვმუშაობთ, ისეთი პროდუქტების შეთავაზებაზე, რომელიც მაქსიმალურად გაუმარტივებს მათ ყოველდღიურ პროცესებს. თუმცა, ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება მაინც ის ადამიანური ურთიერთობებია, რომელიც ქმნის საქართველოს ბანკს და აქცევს მას სასურველ სამუშაო გარემოდ", - ამბობს ლიზა.
საბოლოოდ კი აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკმა მას მრავალი გაკვეთილი ასწავლა, ყველაზე ღირებული შემდეგია: "შესაძლებლობები უსაზღვროა, ერთადერთი ლიმიტი საკუთარი თავია, თუ ამას გადააბიჯებ, უკვე ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი გახდება", - განმარტავს ლიზა.