VELI.store - ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცილების 2 წელი! ინტერვიუ არჩილ ფირიაშვილთან
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
6 დეკემბერს VELI.store 2 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ განვითარების საინტერესო გზა განვლო და მომხმარებლებს უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება შესთავაზა.
თავდაპირველად კომპანია პროდუქტების მხოლოდ 13 კატეგორიას აერთიანებდა, ახლა კი "ველის" პლატფორმა 20-ზე მეტ კატეგორიასა და 50 000-მდე უნიკალურ პროდუქტს მოიცავს. ვინაიდან "ველის" მისიაა მომხმარებლებს დროის დაზოგვასა და მის თავისუფლად მართვაში დაეხმაროს, კომპანიამ მიწოდების სასურველი ინტერვალის არჩევანი კიდევ უფრო გააფართოვა − ახლა VELI.store-ს მიწოდების 5 ინტერვალი აქვს, დილის 9-დან ღამის 01:00 საათამდე.
გასული 2 წლის განმავლობაში "ველიმ" არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებისთვის "თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში" გაიმარჯვა, წელს კი სუპერგმირის პროექტის მხარდაჭერისთვის, VELI.store-ისა და supergmiri.ge-ის საერთო პროექტ UN Global Compact-ის ჯილდოს მფლობელი გახდა, ნომინაციაში "SDG17 − პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის".
აღსანიშნავია, რომ Anova-ს კვლევის მიხედვით, "ველის" ქართულ E-commerce პლატფორმებს შორის ყველაზე დიდ, 29%-იან სამომხმარებლო წილს ფლობს და მომხმარებლების N1 რჩეულ ბრენდად სახელდება.
უფრო ვრცლად VELI.store-ის 2-წლიან გამოცდილებაზე Entrepreneur-ს კომპანიის CEO − არჩილ ფირიაშვილი ესაუბრა.
განვითარების რა გზა განვლო VELI.store-მა გასული 2 წლის განმავლობაში და როგორ იქცა მომხმარებლებისთვის love-mark ბრენდად?
"ველის" დაარსების მიზანი თავიდანვე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა იყო. პირველივე ნაბიჯებიდან მომხმარებელზე ორიენტირებითა და მათთან კომუნიკაციით ვიღებდით ყველა გადაწყვეტილებას და ვნერგავდით სიახლეებს, შესაბამისად "ველის" სრული განვითარების გზა 2 წლის განმავლობაში პირდაპირ კავშირშია მომხმარებლებთან, მათ ინტერესებთან, უკუკავშირთან და ა.შ. ვფიქრობ, სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეძლო "ველიმ" მომხმარებლის საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბება და მხოლოდ 2 წელიწადში მათ რჩეულ პლატფორმად პოზიციონირება.
საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაცია Anova-ს კვლევისა და ი-ქომერს ასოციაციის გამოკითხვების მიხედვით, VELI.store ქართულ E-commerce პლატფორმებს შორის ყველაზე დიდ სამომხმარებლო წილს ფლობს. თქვენი შეფასებით, რომელი ფაქტორები განაპირობებს ამ შედეგს?
მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქართულ E-commerce პლატფორმებს შორის "ველის" ყველაზე მეტი მომხმარებელი ირჩევს, კარგი სამომხმარებლო გამოცდილების მუდმივობა და გაუმჯობესებაა. NPS-ის 89 ქულაც სწორედ ამაზე მეტყველებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ველის" მომსახურებით კმაყოფილი ყოველი 100 ადამიანიდან 89 ისეთია, რომელიც სხვასაც ურჩევდა მის გამოყენებას.
"თიბისის" ბიზნესდაჯილდოებაში VELI.store-მა "საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების" ჯილდო მოიპოვა. საინტერესოა რა განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?
"ველიში" მომხმარებლები გრძნობენ თავიანთ ჩართულობას ბრენდის განვითარებაში, რაც ბრენდსა და აუდიტორიას შორის განსაკუთრებულ კავშირს ქმნის.
გარდა ამისა, ჩვენი "მომხმარებლის გამოცდილების გუნდი" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განსაკუთრებული გამოცდილებების შექმნას − იქნება ეს პერსონალიზებული, მათზე მორგებული შეთავაზებები, სიურპრიზები "ველის" ყუთებში, საინტერესო პროექტები თუ სხვა.
ფუნქცია, რომელიც "ველის" მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მოსწონთ, უფასო მიწოდებისა და მიტანის სასურველი დროის მონაკვეთის არჩევის შესაძლებლობაა.
ამ დროის განმავლობაში VELI.store-მა არაერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა საკუთარ მომხმარებლებს. საინტერესოა რა არის კომპანიაში სიახლეების დანერგვის მთავარი ინდიკატორი?
"ველის" პლატფორმაზე ასორტიმენტის გაფართოება თუ ფუნქციური განვითარება მომხმარებელთან კომუნიკაციის და მისი ინტერესების გათვალისწინებით ხდება.
კვლევების, არაერთი ტესტირების, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომისა და ტექნოლოგიური რესურსის კომბინაცია ნებისმიერი სიახლის მაქსიმალურად გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს, რომლის წარმატება თავად მომხმარებლების მიერ ფასდება.
როგორია VELI.store-ის CSR-პოლიტიკა, რა ტიპის აქტივობებს ახორციელებს კომპანია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად?
"ველი" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ უკვე წელიწადია პლატფორმა "სუპერგმირთან" თანამშრომლობს, რომელიც "ველის" მხარდაჭერით კიდევ უფრო მეტი ბავშვის დახმარებას ახერხებს საქართველოს მასშტაბით.
2-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, როგორია "ველის" სამომავლო გეგმები?
წელს ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ "ველი", როგორც სტარტაპი, მდგრად და მომგებიან ბიზნესად გვექცია და ჩვენი ოპერაციების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაგვეზარდა, რაც წარმატებით მოვახერხეთ ნოემბრის თვეში.
ეს მონაცემები მომავალი წლიდან კარგ საფუძველს გვაძლევს უფრო მეტი, მასშტაბური და საინტერესო სერვისები შევმატოთ "ველის",
რომლებიც რა თქმა უნდა, მომხმარებლების გამოცდილებიდან გამომდინარე გაუმჯობესდება.