BEOPLAY H9 3rd GENERATION - სილამაზის, კომფორტისა და ხმის ტექნიკური სრულყოფილების უნიკალური კომბინაცია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
აუდიო და ვიდეო სისტემების საკულტო ბრენდი Bang&Olufsen-ი მესამე თაობის BEOPLAY H9-ს ყურსასმენებს ხმაურის დახშობის აქტიური ტექნოლოგიით, უნიკალური დიზაინით და შეუდარებელი ხარისხით წარმოგიდგენთ.
ყურსასმენებს ახალ ფუნქციად დაემატა ბატარეის გახანგრძლივებული მუშაობის რეჟიმი და ხმის Google ასისტენტი. დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, აგრეთვე აქვს სენსორული ინტერფეისის, ყურის ბალიშების და თავზე დასამაგრებელი რკალის გადაკეთების ფუნცქიები. Beoplay H9 3rd Gen-ი სილამაზის, კომფორტისა და ხმის ტექნიკური სრულყოფილების უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს.
Beoplay H9 3rd Gen-ი რამდენიმე ფერშია წარმოდგენილი: შავი, ნაცრისფერი, პიონი AW19 (ლიმიტირებული გამოცემა) და argilla bright.
Beoplay H9 3rd Gen-ის ძირითადი მახასიათებლებია:
- 25 საათიანი უწყვეტი მუშაობის რეჟიმი
- ხმაურის აქტიური დახშობის რეჟიმი (ANC)
- ხმის ასისტენტი
- ორი მოწყობილობის დაკავშირების შესაძლებლობა
- სენსორული კონტროლი
- ჩანაცვლებადი ბატარეა
- ბატარეის დაზოგვის ფუნქცია
ჟღერადობა
Bang & Olufsen-ის ცნობილი ხმის ინჟინრების მიერ დაკომპლექტებული, ახალი Beoplay H9 3rd Gen სუფთა, ძლიერი და ავთენტური ხმის გადაცემას უზრუნველყოფს. ხმაურის დახშობის აქტიური ტექნოლოგიის შედეგად, გამოსცემს გასაოცარ, ზუსტ და მძლავრ ჟღერადობას რაც საშუალებას მოგცემთ მთლიანად ჩაეფლოთ მუსიკაში ან ისიამოვნოთ აბსოლუტური სიჩუმით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ რეჟიმი და გადახვიდეთ გამჭვირვალე (Transparency Mode) რეჟიმზე.
Beoplay H9 3rd Gen-ის ყურსასმენით, შეგიძლიათ დაარეგულიროთ ხმის ხარისხი Bang & Olufsen-ის პროგრამით Android-ის, iPhone-ის და Apple Watch-ისთვის.
ToneTouch ფუნქციის გამოყენებით, ტონალობის და ხმის რეჟიმის შეცვლა სხვადასხვა ხმოვანი პროფილებიდან შეგიძლიათ, მაგალითად როგორიცაა ვარჯიში, მგზავრობა ან პოდკასტების მოსმენა.
* Google ასისტენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებში და ენებზე.
შეხების კონტროლი
მესამე თაობის Beoplay H9-ის სენსორული ინტერფეისი საშუალებას გაძლევთ მარტივად აკონტროლოთ ყურსასმენების ყველა ფუნქცია. მხოლოდ შეხება და თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ ზარს, ჩართოთ სიმღერა, შეცვალოთ ხმა, ჩართოთ ან გამორთოთ ხმაურის დახშობის ან გამჭვირვალე რეჟიმი. მგრძნობიარე სენსორების მეშვეობით, ფუნქციების მართვა შესაძლებელია ხელთათმანების ტარების დროსაც.
ხმაურის დახშობის რეჟიმის გამორთვა, სენსორზე ხელის ზემოთ და ქვემოთ მოძრაობითი შეხებით ხდება, აუდიო ტრეკის გადასაადგილებლად ხელი მარცხნიდან - მარჯვნივ უნდა მიმართოთ, ხოლო ხმის დარეგულირებას ხელის წრიული მოძრაობით შეძლებთ. ყურის ბალიშის ცენტრში ხელის შეხებით, ზარზე პასუხის გაცემას, ხოლო ხანგრძლივი დაწოლით ზარის გაუქმებას შეძლებთ.
დიზაინი
Beoplay H9 3rd Gen-ი დამზადებულია პრემიუმ ხარისხის მსუბუქი მასალებისგან. მეხსიერების ქაფი ყურსასმენის კომფორტულად მორგებას და თავის ფორმასთან ადაპტირებას უზრუნველყოფს. გლუვი, რბილი ტყავის ბალიშები ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც ინარჩუნებს მაქსიმალურ კომფორტულობას. პრიალა, ანოდირებული ალუმინის და ნატურალური ტყავს კომბინაცია ხაზს უსვამს მდიდრულ დიზაინს.
Beoplay H9 3rd Gen-ის დიზაინის შემქნელი, დანიელი ინდუსტრიული დიზაინერი ჯაკობ ვაგნერი აცხადებს: "ამ ყურსასმენების დიზაინი დახვეწილი, ელეგანტური და უპირველეს ყოვლისა გულახდილია. თქვენ მიიღებთ იმას, რასაც ხედავთ - როგორც ვიზუალური, ასევე ფუნქციონალური თვალსაზრისით. "
კომპლექტაცია:
- Beoplay H9 3rd Gen ყურსასმენები (აკუმულატორით)
- 1.2მ აუდიო სადენი, 3.5მმ მაერთებელი
- 1.25მ USB-A – USB-C სადენი
- თვითმფრინავის ადაპტერი
- ქეისი
- ინსტრუქცია
საქართველოში Bang&Olufsen-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია მაღაზიებში: iSpace, iCity, Elit Electronics, Motif.
Bang & Olufsen წარმოადგენს აუდიო და ვიდეო სისტემების ლუქს ბრენდს, რომელიც 1925 წელს დანიაში დაარსდა. Bang & Olufsen–ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩადეს კომპანიის საფუძველში, დღესაც აქტუალურია. თითქმის ერთსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, Bang & Olufsen-ი აუდიო ტექნოლოგიური და აკუსტიკური ინოვაციების სათავეშია. დღეს ბრენდის პროდუქცია გამორჩეულია შეუდარებელი ხმის, უნიკალური დიზაინის და ხარისხის კომბინაციით. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი; ბრენდი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ბაზარზე.
წაიკითხეთ მეტი www.bang-olufsen.com